კ ი ბ ო |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
კ ი ბ ო |
marine |
Dec 4 2018, 10:14 PM
პოსტი
#1
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"მამა პორფირე კავსოკალიველი ამბობდა: ვმადლობ ღმერთს, რომელმაც ბევრი სნეულება მიბოძა. ხშირად ვეუბნები მას: "ქრისტე ჩემო, შენი სიყვარული უსაზღვროა!" ის, რასაც ვხედავ, სასწაულია. ჩემს სნეულებათა შორის კიბოც არის - ჰიპოფიზის კიბო მაქვს. იქ გაჩენილი სიმსივნე მხედველობის ნერვს აწვება და უკვე ვეღარ ვხედავ.
ტკივილი უფრო და უფრო მძაფრდება, მაგრამ ვლოცულობ, მოთმინებით ავიღე ქრისტეს ჯვარი. ენა გამეზარდა. ადრე ასეთი არ იყო. ესეც კიბოსგანაა, რომელიც თავში მაქვს. რაც დრო გადის, მდგომარეობა უარესდება. ის გაიზრდება და საუბარი გამიჭირდება. ძალზე ძლიერია ეს ტკივილი, ვიტანჯები, მაგრამ ჩემი ავადმყოფობა მშვენიერია. მე მას ვიღებ, როგორც ქრისტეს სიყვარულს. გული მემუსრება და ვმადლობ ღმერთს. ეს ჩემი ცოდვების გამოა. ცოდვილი ვარ და ღმერთი ჩემს განწმენდას ცდილობს. როცა 16 წლის ვიყავი, ღმერთს მძიმე სნეულება ვთხოვე, კიბო, რათა მისი სიყვარულისთვის მეტანჯა და განმედიდებინა იგი ტანჯვისას. დიდხანს ვლოცულობდი ასე. მოძღვარმა მითხრა, ეს ეგოიზმია და ღმერთს ამგვარად არ უნდა აიძულებდეო. ღმერთმა იცის, რაც უნდა გააკეთოს. ამგვარად ლოცვა შევწყვიტე. მაგრამ ღმერთმა არ დაივიწყა ჩემი თხოვნა და ამდენი წლის მერე ამგვარი ქველმოქმედება გამოიჩინა ჩემზე! ღმერთს არ ვთხოვ იმის აღებას, რისი მოცემაც ვთხოვე. მახარებს ის, რაც მაქვს და რომ ჩემი დიდი სიყვარულით ვეზიარები უფლის ვნებებს. ღმერთი აღმზრდის მე, "რამეთუ რომელი უყუარნ უფალსა, სწავლის; და ტანჯის" (ებრაელთა 12,6). ჩემი სნეულება განსაკუთრებული კეთილმოწყალებაა ღვთისა, რომელიც მომიწოდებს, მისი სიყვარულის საიდუმლოში შევიდე და უფლის მადლის დახმარებით ვეცდები, ვუპასუხო ამ სიყვარულს." -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Nov 19 2022, 03:29 PM
პოსტი
#2
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ა.წ. მაისში მე მკერდში აღმომაჩნდა სიმსივნე, კიბოზე ჰქონდათ ეჭვი და სასწრაფოდ გამიშვეს ონკოლოგთან. მქონდა ბევრი საშიში სიმპტომი. ექოსკოპიის კაბინეტიდან კედელ-კედელ გამოვედი. თავში მხოლოდ ერთი აზრი მიტრიალებდა - მე პატარა შვილი მყავს. ის ჩემი ყველაფერია! შიში და ცრემლები... ბევრი რამ არ მახსოვს იმ პერიოდიდან, თავში ქაოსი მქონდა.
და აი, წავედი ეკლესიაში. მახსოვს მარტო ვიდექი და ვტიროდი ხატებთან, ტაძრიდან გამოსვლისას კი გავჩერდი მაგიდასთან, სადაც ელაგა წიგნები. ავიღე ერთი მათგანი, სახელწოდებით "იოანე" და წავედი; არც კი მიფიქრია, რატომ ავიღე ეს წიგნი და როდის წავიკითხავდი. სამსახურში მისულმა გადავშალე წიგნი და ის 2 დღეში წავიკითხე. ეს იყო წიგნი წმ. ეპისკოპოს იოანე შანხაელზე. ასეთი აღფრთოვანება და სიმშვიდე მე დიდი ხანია, არ განმეცადა და მე ვიყავი დარწმუნებული, რომ ვიპოვე დახმარება. მე ასევე სწრაფად ვიყიდე ზეთი და ხატი. ყველაფერი თითქმის თავისთავად ხდებოდა. ვლოცულობდი წმ. იოანეს მიმართ და ის მეხმარებოდა. ამას ვგრძნობდი. მე ზეთს ვისვამდი სიმსივნეზე, ვლოცულობდი და ვთხოვდი განკურნებაში დახმარებას. ტკივლი თანდათან მიყუჩდა, ბოლოს კი სრულებით გაქრა. ერთი დილას ავდექი სრული რწმენით იმისა, რომ ყველაფერი კარგად იქნება! მე გამიკეთეს ბიოფსია, რამაც უჩვენა, რომ ყველაფერი კარგადაა, მხოლოდ კეთილთვისებიანი ფიბროადენომაა. ის მომაცილეს, გამწერეს, თან მომცეს ადრინდელი და ბოლო ექოსკოპიის შედეგები - ისინი რადიკალურად განსხვავდებოდა. ასე დამეხმარა მეუფე იოანე. მე არც შემიძლია გამოვხატო ის თბილი გრძნობები, რომლებსაც განვიცდი მეუფე იოანეს მიმართ. მან თავისი მეოხებით გადამარჩინა! დიდებულია ღმერთი თავისი წმინდანებში! მადლობა ჩვენს უფალს!" /მხევალი ღვთისა ანა, მოსკოვის ოლქი, 2022წ. სექტემბერი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 05:50 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი