ქართველთა კვებითი კულტურის ისტორია |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ქართველთა კვებითი კულტურის ისტორია |
marine |
Mar 31 2022, 09:43 PM
პოსტი
#1
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ქართული ეროვნული სამზარეულო მრავალფეროვანია. ქართული კერძების მრავალფეროვნებას ჯერ კიდევ ძვ.წ.-ის V-IV საუკუნეებში ქსენოფონტე აღნიშნავდა. რძის პროდუქტებიდან მაღალი გემოვნებითი თვისებებით გამოირჩეოდა თუშური გუდის ყველი და მეგრული სულუგუნი. ჩვეულებრივ, სულუგუნი გადახარშულ-გადაზელილი ყველია. ამგვარი ტექნოლოგიით დამზადებული ყველის ნაირსახეობა - სულუგუნი კოლხეთის დაბლობში ადგილობრივ მიწათმოქმედთა მიერ არის შექმნილი და მისი შექმნის მიზეზი ხანგრძლივად შენახვის საჭიროება იყო. არ შეიძლება არ დავასახელოთ საცივი, ხინკალი, გოზინაყი და ჩურჩხელა".
/საქართველოს ისტორიის პალიტრა, "ქართველი ხალხის ეთნიკური ისტორია", გვ. 358/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Nov 19 2022, 03:51 PM
პოსტი
#2
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"არქანჯელო ლამბერტი, თავის "სამეგრელოს აღწერაში" საგანგებოდ ეხება სამეგრელოს სუფრის კულტურაში ღომის ადგილს: "სამზარეულოდან საჭმელები მოაქვთ წინდაწინ დაწყობილის წესით. ყველაზე წინ მოაქვთ დიდი ქვაბით ღომი. ქვაბში გაყრილია ერთი კეტი, რომელიც მხრებზე ადევს ორ კაცს. ამათ მოსდევს ერთი კაცი, რომელმაც უნდა დაარიგოს ეს ღომი. მას მხარზე გადებული აქვს ჩოგანი, რომლითაც იღებს ღომს. ამას მოსდევს მეორე მოსამსახურე პატარა კარდალათი, რომელშიც კიდევ ღომია, მაგრამ უფრო თეთრი და უფრო კარგად მომზადებული. შემდეგ მოდის ხაბაზი. ამას მოაქვს ტყავის ჩანთით ხუთი თუ ექვსი პური, რომელიც უნდა ჩამოურიგოს ბატონს და უფრო პატივცემულ სტუმრებს"
/ისტორიულ შემეცნებითი ჟურნალი "ისტორიანი" N1, 2022 წ. გვ.38/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th September 2024 - 08:13 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი