“სიცრუე და ორპირობა ავნებს ხორცსა, მერმე სულსა”. |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
“სიცრუე და ორპირობა ავნებს ხორცსა, მერმე სულსა”. |
marine |
Sep 2 2019, 05:46 PM
პოსტი
#1
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
„კითხვა: ხანდახან მიწევს პატარა ტყუილების თქმა, ამით ზიანს არავის ვაყენებ, უბრალოდ, სიტუაციიდან გამოვდივარ. ცოდვად ითვლება ასეთი ტყუილი?
პასუხი: პატარა სიცრუე აუცილებლად მიგიყვანთ დიდ სიცრუემდე. ყველაფერი – როგორც კარგი, ასევე ცუდი – მცირედან იწყება. თუ უფალს გულითადად ვთხოვთ დახმარებას, ტყუილის გარეშეც გამოვალთ სიტუაციიდან. მაგალითად, პასუხად გაეცით „არ ვიცი“ ან გაჩუმდით, ამ შემთხვევაში, დუმილი სიცრუედ არ ითვლება.“ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Dec 5 2022, 08:24 PM
პოსტი
#2
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"მივაღწიოთ იმას, რომ ბავშვებმა სიმართლე ილაპარაკონ. უმანკო სულისათვის სიცრუე სისაძაგლეა, ისევე როგორც ფიზიკური ჭუჭყი და სიმყრალე. სიმართლის თქმის მიჩვევა ძნელი არ არის, როცა მაგალითს თავად მშობლები იძლევიან და როცა ბავშვები ღვთის რწმენით სუფთა გარემოში იზრდებიან.
ტყუილის თქმისას კარგი ბავშვი ყოველთვის წითლდება, მაგრამ უხეში ტყუილის გარდა ნატიფი სიცრუეც არსებობს. არ უნდა დავუშვათ, რომ ბავშვებმა საუბარში ფაქტები უზუსტოდ ჩამოაყალიბოს, გაალამაზოს, გააზვიადოს, ცალმხრივად გააშუქოს და ა.შ. ასევე, ყურდღება მივაქციოთ, რომ მან დაპირება ზუსტად და დროულად შეასრულოს" -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 25th September 2024 - 06:02 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი