ქართველთა კვებითი კულტურის ისტორია |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ქართველთა კვებითი კულტურის ისტორია |
marine |
Mar 31 2022, 09:43 PM
პოსტი
#1
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ქართული ეროვნული სამზარეულო მრავალფეროვანია. ქართული კერძების მრავალფეროვნებას ჯერ კიდევ ძვ.წ.-ის V-IV საუკუნეებში ქსენოფონტე აღნიშნავდა. რძის პროდუქტებიდან მაღალი გემოვნებითი თვისებებით გამოირჩეოდა თუშური გუდის ყველი და მეგრული სულუგუნი. ჩვეულებრივ, სულუგუნი გადახარშულ-გადაზელილი ყველია. ამგვარი ტექნოლოგიით დამზადებული ყველის ნაირსახეობა - სულუგუნი კოლხეთის დაბლობში ადგილობრივ მიწათმოქმედთა მიერ არის შექმნილი და მისი შექმნის მიზეზი ხანგრძლივად შენახვის საჭიროება იყო. არ შეიძლება არ დავასახელოთ საცივი, ხინკალი, გოზინაყი და ჩურჩხელა".
/საქართველოს ისტორიის პალიტრა, "ქართველი ხალხის ეთნიკური ისტორია", გვ. 358/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Dec 16 2022, 09:41 PM
პოსტი
#2
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"პურობისას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, სად დასვამდა მეფე ელჩებს, თავისთან ახლოს თუ ოდნავ მოშორებით. ამ ნიუანსს ოდითგანვე აქცევნდნენ ყურადღებას დიპლომატიურ პარქტიკაში. კასტელის მითითებით, მეფე მას ყოველთვის გვერდით მოისვამდა ხოლმე, პატივისცემის ნიშნად. ასევე საპატიო ადგილს მიუჩენდნენ იმერეთის მეფის სუფრასთან რუს ელჩებს. პურობა "მამაო ჩვენოს" თქმითა და სუფრის დალოცვით იწყებოდა. შემდეგ მეფე და მასთან ერთად ყველა მასპინძელი სვამდა იმ ქვეყნის მონარქის სადღეგრძელოს, რომელმაც გამოგზავნა ელჩი იმერეთში. სანაცვლოს შემდგომ უკვე ელჩები ამბობდნენ იმერეთის მეფის სადღეგრძელოს. პურობაზე საჭმლის შემოტანაც ეტიკეტის დაცვით მომდინარეობდა. სუფრაზე მეფე ელჩებს თავისი სინიდან საჭმელს სთავაზობდა, ხოლო სასმისიდან ღვინოს - ნიშნად პატივისცემისა. სადილი ხშირად დიდხანს გრძელდებოდა და იყო შემთხვევა, ელჩები იღლდებოდნენ. ამ დროს ამ უკანასკნელთ შეეძლოთ მეფისთვის ბინაზე წასვლის ნებართვა ეთხოვათ.
ნადიმიდან ელჩების გაცილებაც განსაზღვრული ცერემონიით მიმდინარეობდა. მათ იმერელი აზნაურების დასი აცილებდა. ღამე თუ იყო, ელჩებს სანათურებითა და ჭრაქებით მიუძღოდნენ წინ და ასე უნათებდნენ გზას" /ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალი "ისტორიანი" N2, 2022, IV-VI, გვ.28/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 20th September 2024 - 03:23 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი