სილამაზე და მშვენიერება, "უფალი სუფევს მშვენიერება შეიმოსა" |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
სილამაზე და მშვენიერება, "უფალი სუფევს მშვენიერება შეიმოსა" |
marine |
Jul 31 2017, 10:21 AM
პოსტი
#1
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
დიდი ხანია მინდოდა ამ თემის გახსნა...
"უფალი სუფევს, მშვენიერება შეიმოსა"... უფალზე მშვენიერი ვინ შეიძლება იყოს?... უფლის ხელით შექმნილი სამყაროს და ადამიანის სილამაზე ხომ გამოუთქმელია... მთავარია აღქმა არ დავკარგოთ, შეგრძნება არ დაგვეკარდოს სილამაზისა და მშვენიერებისა... "კეთილი სილამაზე ძალიან ცოტაღა დარჩა ქვეყანაზე და ოქროს მარცვლის პოვნასავით განვიცდით ყოველი პაწაწინა ნიმუშის აღმოჩენას". /რეზო ინანიშვილი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Dec 23 2022, 08:32 PM
პოსტი
#2
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
მშვენიერება
"მშვენიერება... ცხოვრობ და ხვდები: მშვენიერია დედამიწა, ხეები, ტყის უდაბური გზები, მთის წყნარი მდინარეები, ღრუბლები, მზის სხივებით გაცისკროვნებული თვალუწვდენელი ცისფერი ზეცა, - სიცოცხლით ყველა ხარობს, რადგან დედამიწაზე ყველაფერი მშვენიერია, რამეთუ სიცოცხლე უანგაროდ უნაწილებს ამ სამყაროს სიხარულსა და სილამაზეს! უეცრად, ამ დაუსრულებელ და მრავალფეროვან სილამაზეში, რაღაც უფრო მშვენიერი ჩნდება, საკვირველი, დაუჯერებელი, შეუდარებელი მომხიბვლელობით... სუნთქვაშეკრული უახლოვდები, შიშობ, რომ რაიმე არ შეგეშალოს და არ დააფრთხო ეს მშვენიერება, ყურადღებით უმზერ, თვალებს არ უჯერებ და მოულოდნელად ხვდები: ნუში აყვავებულა..." /ბერი სვიმეონ ათონელი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 21st September 2024 - 05:53 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი