წმინდანების დამოკიდებულება ბუნების ქმნილებათა მიმართ |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
წმინდანების დამოკიდებულება ბუნების ქმნილებათა მიმართ |
marine |
Nov 15 2017, 02:51 PM
პოსტი
#1
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
მოგეხსენებათ, რომ ადამი ჰარმონიულ დამოკიდებულებაში იყო ბუნებასთან, მაგრამ სამოთხიდან განდევნის შემდეგ მოხდა დაპირისპირება, თუმცა წმინდანთა ცხოვრებაში გვხვდება შემთხვევები, როცა ცხოველები არათუ ერჩიან წმინდა ადამიანებს, არამედ მეგობრობენ, ემორჩილებიან და თაყვანსაც კი სცემენ მათ.
"განსაცდელის შემდგომ სერგის [რადონეჟელი] ველური მხეცების აღარ ეშინოდა, მისი სენაკის სიახლოვეს ხშირად მოდიოდა მგლების ხროვა და ხან ისე უახლოვდებოდნენ, სამოსსა და ხელებს უყნოსავდნენ ხოლმე". -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Jan 6 2023, 08:34 PM
პოსტი
#2
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"მედავითნე პროდრომოსი ხშირად სთხოვდა ხოლმე [წმინდა არსენ კაბადოკიელს], ვირზე შემჯდარიყო, მაგრამ მამა არსენი ყოველთვის უარობდა. კანონად ჰქონდა, პირუტყვზე არასოდეს შემჯდარიყო, რა გრძელიც უნდა ყოფილიყო გზა. ის ხუთჯერ იყო იერუსალიმში, ხუთივჯერ ფეხით ჩავიდა ფარასადან მესინის პორტამდე, საიდანაც გემი გადიოდა.
მამა არსენს არ სურდა, საკუთარი კეთილდღეობისთვის პირუტყვი გაეტანჯა, რადგან ყველა ქმნილება ებრალებოდა... ერთხელაც მამა არსენი მედავითნე პროდრომოსთან ერთად საროჭიკოდ სოფელს შემოივლიდა. ფეხები ისევ დაუსივდა. პროდრომოსი შეევედრა, ვირზე შემჯდარიყო, მაგრამ ამაოდ, მამა არსენმა უთხრა პროდრომოსს: - შენ დაჯექი, ჩემზე ნუ იღელვებ. ღმერთმა ადამიანს დასახმარებლად ცხოველები მისცა. მე ნუ მიყურებ, მე მონაზონი ვარ. ქრისტე სულ ფეხით მოგზაურობდა და მხოლოდ ერთხელ შეჯდა ვირზე, როცა იერუსალიმში შედიოდა, რადგან ასე იყო საჭირო. მე ვირზე უარესი ვარ და როგორ შემიძლია მას შევაჯდე?" -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 1st November 2024 - 03:13 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი