ცრემლი არის ზეციური მოვლენა |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ცრემლი არის ზეციური მოვლენა |
marine |
Jan 6 2023, 07:08 PM
პოსტი
#1
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 58,185 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"გარეგნულად ცრემლი თითქოს მიწიერი არარაობაა, რაც სინამდვილეში ასე არ არის. გონებით საწვდომ სამყაროში ცრემლი - ეს არის ზეციური მოვლენა.
ამ ცრემლით განიბანება სულის შესამოსელი, რაც გაცილებით სუფთა და სპეტაკი ხდება, ვიდრე სინათლეა. ანუ, როდესაც ვიღაც ცრემლს ღვრის უფლისადმი, მისი გონება ნათდება, აზრი კი ნათლდება სინანულის სინათლით" /უცნობი ათონელი ისიქასტი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Jan 9 2023, 05:45 PM
პოსტი
#2
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 58,185 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"როდესაც წმინდა მღვდლის გული ლიტურგიის დროს ტირის, ეს იმიტომ, რომ მისმა სულმა იხილა მისგან შეყვარებული და ძვირფასი ტკბილი იესო. ტიროდა იმის გამო, რომ შეიგრძნო საღვთო ყოფნა და ქრისტეს გამოუთქმელი სურნელი. ზოგჯერ ხომ, როდესაც წმინდა მღვდელი შეიმოსავს წმინდა სამოსელს, მოულოდნელად მისი ყნოსვა გრძნობს რაღაც საოცარ და გამოუთქმელ სურნელს, რის გამოც მისი სული ტირის ჩვილი ბავშვივით და დნება სიხარულისა და მრავალი დაღვრილი ცრემლისგან. მაშინ, ამ კეთილსურნელების წყალობით, გამოუთქმელი, საღვთო, ზეციური და სულიერი სურნელით უფალ იესოს დიდების საღვთო მსახური ხდება, რომ მას უხილავად გამოეცხადა ქრისტე - საღვთო კეთიილსურნელების დასაბამი. უკეთ თუ ვიტყვით, ამ კურთხეული მღვდლის გული ტირის იმიტომ, რომ მასთან მოსვლით ძემ და სულიწმიდამ მასში დაივანეს. ის ტირის იმიტომ, რომ ქრისტე, როგორც სარკეში, ისე უჩვენებს მას, თუ როდის გახდის ღირსს სასუფელისა, თუ როგორ გამოუთქმელ და ელვისებურად დიდებაში ამყოფებს მას"
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 30th May 2024 - 03:03 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი