ქართველთა კვებითი კულტურის ისტორია |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ქართველთა კვებითი კულტურის ისტორია |
marine |
Mar 31 2022, 09:43 PM
პოსტი
#41
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 58,140 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ქართული ეროვნული სამზარეულო მრავალფეროვანია. ქართული კერძების მრავალფეროვნებას ჯერ კიდევ ძვ.წ.-ის V-IV საუკუნეებში ქსენოფონტე აღნიშნავდა. რძის პროდუქტებიდან მაღალი გემოვნებითი თვისებებით გამოირჩეოდა თუშური გუდის ყველი და მეგრული სულუგუნი. ჩვეულებრივ, სულუგუნი გადახარშულ-გადაზელილი ყველია. ამგვარი ტექნოლოგიით დამზადებული ყველის ნაირსახეობა - სულუგუნი კოლხეთის დაბლობში ადგილობრივ მიწათმოქმედთა მიერ არის შექმნილი და მისი შექმნის მიზეზი ხანგრძლივად შენახვის საჭიროება იყო. არ შეიძლება არ დავასახელოთ საცივი, ხინკალი, გოზინაყი და ჩურჩხელა".
/საქართველოს ისტორიის პალიტრა, "ქართველი ხალხის ეთნიკური ისტორია", გვ. 358/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Jan 11 2023, 08:18 PM
პოსტი
#42
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 58,140 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ძველ საქართველოში ყოველდღიურ კვებას დღის სხვადასხვა მონაკვეთში განსხვავებული სახელით იხსენებდნენ - საუზმე, სადილი, სამხარი, ზარმელი, სერი, სერის კუდი. თავიდანვე უნდა ითქვას, ეს არ ნიშნავს, რომ ქართველები დღეში 5-6-ჯერ ჭამდნენ. ჩვენ საქმე გვაქვს მხოლოს საკვების მიღებით ჯერთა დასახელებასთან, ანუ დროის რა მონაკვეთში მართავდნენ პურობას".
სერის კუდი "დღის განმავლობაში ბოლო ჭამას სერის კუდი ერქვა. სულხან-საბა ორბელიანი ამასთან დაკავშირებით აღნიშნავდა: "უკეთუ სერობისა შემდგომად ჭამადი მიიღო, სერიდ-კუდი ეწოდებაო". როგორც ითქვა, ეს ტერმინი დასტურდება კახურსა და ქიზიყურში. იმ შემთხვევაში, თუ შუა საუკუნეებში სერს ვერ დაიყენებდი და გვიან მიირთმევდი საჭმელს, მას "სერის კუდი" ეწოდებოდა" /საქართველოს ისტორიის პალიტრა, "ქართული გასტრონომიის ისტორია", გვ.21-29/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th May 2024 - 05:16 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი