მეფუტკრეობა |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
მეფუტკრეობა |
marine |
Apr 20 2022, 07:49 PM
პოსტი
#1
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 58,140 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"აჭარული მასალით, კინტრიშის ხეობაში "ადამიანს პირველად ფუტკარი ხის ღრუში უნახავს, ხე გამოუმორავს და თაფლიან-ფუტკრიანად სახლში მოუტანია. თაფლისთვის რომ ფუტკარი ვერ მოუშორებიათ "ფუტი უკრავთ" (ფუტი დაუხრჩოლებიათ) და ასე დაუმონებიათ იგი. სახელი ფუტკარიც აქედან გაჩენილა".
/საქართველოს ისტორიის პალიტრა, "შუა საუკუნეების ქართული ხალხური კულტურა", გვ. 151/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Jan 12 2023, 10:22 PM
პოსტი
#2
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 58,140 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ძველ საქართველოში თაფლი ერთ-ერთი ძირითადი საკვებიც იყო დ იმავდროულად, მნიშვნელოვანი პროდუქტი საგარეო ვაჭრობისთვის. თაფლის წარმოებას საქართველოში უძველესი დროიდან მისდევენ, რაზეც მეტყველებს არქეოლოგიური მასალა. წერილობითი წყაროებიდან ერთ-ერთი უძველესი ცნობა ქსენოფონტის "ანაბასისშია" შემონახული. ბერძენმა მეომრებმა კოლხეთში ნახეს მრავალი სკა და "ყველამ ვინც კი ფიჭა შეჭამა, დაკარგა გონება, აღებინა, კუჭი აეშალა და არც ერთ მათგანს სწორად დგომა არ შეეძლო. ისინი ვინც (ფიჭა) ცოტა ჭამა მაგრად დამთვრალებს ჰგავდნენ, ხოლო ვინც მეტი - შეშლილებს ან მომაკვდავებს". კოლხური თაფლის თვისებებს ბევრი უცხოელი ავტორი აღნიშნავდა. დიოდორე სიცილიელი წერს: "ამ ადგილებში ბლომად მოიპოვებოდა სკა, რომლისგანაც შესანიშნავი ფიჭა გამოჰყავდათ, მაგრამ ვინც იგემა აქედან, საოცარი ამბავი დაატყდათ თავს: რადგან ვინც შეჭამა ამ (ფიჭიდან), გონება დაჰკარგა და მიწაზე დავარდა ისე, რომ მკვდარს გავდა". აქ მოხმობილი ფაქტი მედიცინაში კარგადაა ცნობილი - გადამეტებული თაფლის ჭამა იწვევს სხვადასხვა გართულებას, მათ შორის მოწამვლას, თავბრუდახვევას, გონების დაკარგვას და სხვ. არის შემთხვევები თაფლში ტოქსიკური მცენარის მტვრის შერევისა, როცა ადამიანი შესაძლოა ფსიქიკურ აშლილობამდეც მივიდეს.
თაფლს აქტიურად იყენებდნენ მედიცინაში სამკურნალოდ. ამაზე მეტყველებს ძველი ქართული სამედიცინო წიგნები, რომლებშიც თაფლისგან დამზადებული სხვადასხვა წამალია მოხსენიებული. შუა საუკუნეებში საქართველოს ყველა კუთხე მისდევდა მეფუტკრეობას. თაფლისგან კი ამზადებდნენ ტკბილ პურებს, სხვადასხვა ორცხობილას. "წიგნი სააქიმოში" ნახსენებია თაფლიანი პური: "თაფლისა პურსა რომელ თონისაგან ამოღებულ იყოს ნუ ჭამენო". შესაძლებელია ცომი თაფლთან ერთად იზიილებოდა და ასე ცხვებოდა პური, როლის ცხელი ჭამა ავადმყოფისთვის მაინცდამაინც სასარგებლო არ ყოფილა. XVI საუკუნის ოსმალური დავთრების ცნობებით, ისტორიულ მესხეთში მეფუტკრეობა განვითარებულ დარგად ჩანს და სოფლების უმეტესობა - თითქმის 84% ამ მეურნეობას მისდევს. XVII საუკუნეში სამეგრელოში მეფუტკრეობის შესახებ და აქ გავრცელებული თაფლის მაღალ გემოვან თვისებებზე მოგვითხრობს შარდენი: "სამეგრელოს თაფლი საუცხოოა. აქ ორგვარი თაფლია - ყვითელი და თეთრი: თეთრი უფრო იშვიათია, ვიდრე ყვითელი, მაგრამ ბევრად უკეთესია და უფრო ტკბილია. კვნიტი შაქარი მასზე ტკბილ როდია; მეტად სასიამოვნო საჭმელია და პირში დნება. გარდა შიანური თაფლისა, არის აგრეთვე გარეული თაფლიც, რომელიც ხეების ფუღუროებსა და ნაპრალებში უხვადაა". თაფლი ექსპორტით გადიიოდა. შარდენის თქმით, "კაფას გემები მას სათათრეთში ეზიდებიან, სადაც მარცვლეულთან თაფლის შერევით მეტად ძლიერ სასმელს ამზადებენ". ამ საქმიანობით თურქი ვაჭრები მოგებასაც კარგს ნახულბოდნენ. შარდენი ვაჭრობაში დახელვონებული კაცი იყო და ეს დეტალი არ გამოჰპარვია. იგივე სურათია აღმოსავლეთ საქართველოში, სადაც მეფუტკრეობა ერთ-ერთი წამყვანი დარგი იყო მთელი შუა საუკუნეების განმავლობაში". "ღვინომ ჩვენში ლუდის კულტურას დიდი გასაქანი არ მისცა. იგი პოპულარუი იყო მხოლოდ იმ რეგიონებში, სადაც ვაზი არ ხარობდა - აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში. ფშავში, ხევსურეთში, ხევში, თუშეთში ლუდის დამზადების დიდი ტრადიცია არსებობდა" /საქართველოს ისტორიის პალიტრა, "ქართული გასტრონომიის ისტორია", გვ.160/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th May 2024 - 06:03 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი