შუშანიკის წამება, ყველაფერი შუშანიკის შესახებ |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
შუშანიკის წამება, ყველაფერი შუშანიკის შესახებ |
S!NDROM |
Feb 13 2007, 02:10 PM
პოსტი
#41
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 1 რეგისტრ.: 13-February 07 წევრი № 1,067 |
შუშანიკი იყო ადამიანი, რომელმაც თავი გასწირა საქართველოსთვის
|
marine |
Jan 13 2023, 01:57 PM
პოსტი
#42
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"სუფრის ეტიკეტის შესახებ ცნობა შემონახულია ქართული ჰაგიოგრაფიის ძეგლში - "შუშანიკის წამებაში". ერთი შეხედვით ნაწარმოებიდან არ ჩანს, კერძოდ, მაგიდას უსხდნენ თუ დაბალ ტაბლას, მაგრამ გმირების მოძრაობის რეკონსტრუირების შემდეგ შეგვიძლია დასკვნების გაკეთება. სავარაუდოდ, თანამეინახეები გრძელ მაგიდას უსხდნენ. ამს გვაფიქრებინებს ის ფაქტი, რომ ჯოჯიკის ცოლს შუშანიკისთვის ჭიქა ღვინის მისართმევად, მოუწია ადგომამ და ღვინის "მირთმევა-მიტანამ". რა თქმა უნდა, სუფრას მსახურები ემსახურებოდნენ, თუმცა განსაკუთრებული პატივისცემის ნიშნად ჯოჯიკის ცოლი ცდილობს, თავად შესთავაზოს ღვინო შუშანიკს. სწორედ ამ დროს მოხდა ის ცნობილი ინციდენტი, როდესაც შუშანიკმა "განყარა ხელი და ჭიქა იგი პირსა შეალეწა" ჯოჯიკის მეუღლეს. ამას მოაყოლებს მარტვილი იმ სიტყვებს, რომელიც დღემდე განსჯის საგანია - "ოდეს ყოფილა არს აქამომდე, თუმცა მამათა და დედათა ერთად ეჭამა პური?" ქართული სუფრის ეტიკეტის შესწავლისთვის ნაწარმოების ეს მონაკვეთი განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს...
ქართულ სუფრაზე კაცებსა და ქალებს შორის შეზღუდვა მართლაც არსებობდა ღვინის მიღებისას. ის, რაც დაშვებული იყო კაცებისთვის ლხინში, ღვინის სმა და სადღეგრძელოების წარმოთქმა, იკრძალებოდა და დამამცირებებლი იყო ქალისთვის. შუშანიკი სწორედ ქართული სუფრის ამ დეტალის დრამატიზებას ახდენს. ჩვენ საქმე მხატვრულ ნაწარმოებთან გვაქვს და მასში პროზაული პასაჟები უხვადაა წარმოდგენილი. ამიტომაც ჰაგიოგრაფიული ტექსტის ჟესტები თუ რეპლიკები პირდაპირ უტყუარ ისტორიულ ჭეშმარიტებად არ უნდა მივიღოთ, ის ავტორის შემოქმედების ნაწილია და გამოწვლილვით საჭიროებს ანალიზს, რათა ისტორიული რეალობა გამიჯნოს მწერლისეული ფანტაზიისგან. ამდენდა V საუკუნეში ოჯახურ გარემოში "მამათა და დედათა" ერთად ჭამა კი არ იკრძალებოდა, არამედ კაცების თანდასწრებით ღვინის სმა იყო შეურაცხმყოფელი, თუმცა კიდევ გავიმეორებთ, რა თქმა უნდა, შუშანიკი აშკარად ამძაფრებს, დრამატიზებას უკეთებს სიტუაციას, ოჯახურ გარემოში ერთი ჭიქა ღვინის მიღება არანაირი ტრადიციის დარღვევა არ იყო. ეს ასე რომ ყოფილიყო, უკვე საპყრობილეში მყოფ შუშანიკ დედოფალს სასულიერო პირები საკვებთან ერთად ღვინოს არ შეუგზავნიდნენ" /საქართველოს ისტორიის პალიტრა, "ქართული გასტრონომიის ისტორია", გვ.186-188/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 24th September 2024 - 03:15 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი