წმინდა ნიკოლოზი და მისი სასწაულები |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
წმინდა ნიკოლოზი და მისი სასწაულები |
marine |
Aug 15 2018, 06:48 PM
პოსტი
#1
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"დიაკვანმა სპირიდონმა სოფელ კაპუჩოდან (ლუმუმბაშის რაიონი, კატანგის პროვინცია, კონგო) მოგვითხრო: "ეს მოხდა 1998 წელს. ჩვენს სოფელში წმინდა ნიკოლოზ სასწაულთმოქმედის ხატი მივაბრძანე და ეზოში აღვმართე. იმ დღეს გარეთ არ გამოვსულვარ. ერთი ქალი სხვებთან ერთად მინდვრისკენ გაემართა სამუშაოდ.
ხატი რომ დაინახა, დაცინვით თქვა: - ეს ვინ არის?! ყაჩაღს ჰგავს! შეხედეთ მის მახინჯ სახეს! სხვებმა, თუმცა მართლმადიდებელი ქრისტიანები არ იყვნენ, უთხრეს: - ნუ შეურაცხყოფ იმ წმინდანს, რომლის ხატიც მოიტანა მამა სპირიდონმაო! მაგრამ არ დაუჯერა და წმინდა ნიკოლოზის ლანძღვა განაგრძო. ღამე ძილში მას ლამაზი სამოსით მოსილი, ჭაღარა ბერიკაცი გამოეცხადა და უსაყვედურა: - რისთვის გამლანძღეო. არ გამილანძღიხარო, - უპასუხა ქალმა. მაშინ წმინდანმა უთხრა: - მე ის ვარ, ვინც შენ გუშინ შეურაცხყავი. ხომ ხედავ, გამოგეცხადე, შენ კი გუშინდელივით უხეშად მექცევიო. ქალი მის წინ მუხლებზე დაეცა: - ჰოი, წმინდანო, მაპატიე, აღარ გაგაბრაზებ! გაფრთხილდი, მეტად აღარ დამცინოო, - უთხრა წმინდანმა და უჩინო შეიქმნა. ქალი მეორე დღეს მამა სპირიდონთან მივიდა და შენდობა სთხოვა." -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Jan 14 2023, 02:08 PM
პოსტი
#2
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"სოფელთან, სადაც ჩემი ბებია ცხოვრობდა, მიედინებოდა მდინარე ველეტმა. მაშინ ეს მდინარე იყო ღრმა და წყალუხვი, მისი ნაპირები კი - ჭაობიანი.
ერთხელ მოხდა ასეთი უბედურება - დედის თვალწინ ჭაობში ჩავარდა 3 წლის ვანიჩკა და მაშინვე დაიწყო დახრჩობა. დედა გადახტა ჭაობში, ხელი მოკიდა შვილს, მაგრამ თავადაც არ იცოდა ცურვა. დაიწყო ორივემ ჭაობში ჩაძირვა. უბედურმა დედამ დაიწყო წმ. ნიკოლოზისადმი ლოცვა და გადარჩენის თხოვნა და მოხდა სასწაული: თითქოს წყლის დიდმა ჭავლმა ამოაგდო დედა-შვილი წაქცეულ მორზე, რომელიც ხმელეთამდე იყო გადებული. ჩემი ბიძია ვანია დღემდე ცოცხალია, ამჟამად ის 70 წლისაა" "როცა მე 35 წლის ვიყავი, მინდოდა გამეჩინა მეორე შვილი. არასდროს მქონდა ჯანმრთელობის პრობლემები და მეგონა, რომ მალე დავფეხმძიმდებოდი, მაგრამ გავიდა წელი და ნანატრი ფეხმძიმობა არ დგებოდა. გავესინჯეთ მეც და ქმარიც, გვითხრეს, რომ ასაკი აღარ იყო შესაფერისი. 2012 წელს ჩვენ გავფრინდით თურქეთში, ქალაქ დემრეში; მივედით ტაძარში, სადაც სიცოცხლეში მსახურობდა წმ. ნიკოლოზ სასწაულთმოქმედი. იქ ვილოცეთ და ვთხოვეთ წმიდანს, გამოეგზავნა ჩვენთვის პატარა. მე აღთქმა დავდე, რომ თუ ბიჭი მეყოლებოდა, მას ნიკოლოზს დავარქმევდი. არ გასულა დიდი დრო და ფეხმძიმედ დავრჩი. ამ დროს უკვე 38 წილს ვიყავი. ორსულობისას რატომღაც დამავიწყდა ჩემი აღთქმა. როცა პატარა ჯერ კიდევ მუცელში მყავდა, გადავწყვიტე მისთვის სულ სხვა სახელი დამერქმია. და აი, ბავშვი დაიბადა - 19 დეკემბერს - წმ. ნიკოლოზის ხსენების დღეს! თავად ექიმმა მირჩია, ბავშვისთვის ნიკოლოზი დამერქმია! მაშინ კი გამახსენდა ჩემი აღთქმა და ახლა მეზრდება პატარა ნიკოლოზი". /მხევალი ღვთისა ქსენია/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 23rd September 2024 - 09:39 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი