უშვილობის ტვირთი |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
უშვილობის ტვირთი |
marine |
Aug 4 2022, 08:40 PM
პოსტი
#1
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"უფალი ზოგ ოჯახს მრავალ შვილს უვლენს, ზოგს კი არცერთი არ ჰყავს, და ეს, უზენაესი განგებით, იმ მიზეზითა და მიზნით, რომ მათ სხვისი ობოლი გაზარდონ და ამით დაიმკვიდრონ საუკუნო სიცოცხლე. ხშირია შემთხვევები, როცა ქალს ექიმები იმედს გადაუწურავენ და იგი სხვის მიერ გაჩენილ, მიუსაფარ ბავშვს იშვილებს, მრავალმოწყალე ღმერთი კი, ამის წილ, მას შვილიერების კარს უღებს და საკუთარ შვილებსაც აჩენს".
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Jan 14 2023, 02:24 PM
პოსტი
#2
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"როცა მე 35 წლის ვიყავი, მინდოდა გამეჩინა მეორე შვილი. არასდროს მქონდა ჯანმრთელობის პრობლემები და მეგონა, რომ მალე დავფეხმძიმდებოდი, მაგრამ გავიდა წელი და ნანატრი ფეხმძიმობა არ დგებოდა. გავესინჯეთ მეც და ქმარიც, გვითხრეს, რომ ასაკი აღარ იყო შესაფერისი.
2012 წელს ჩვენ გავფრინდით თურქეთში, ქალაქ დემრეში; მივედით ტაძარში, სადაც სიცოცხლეში მსახურობდა წმ. ნიკოლოზ სასწაულთმოქმედი. იქ ვილოცეთ და ვთხოვეთ წმიდანს, გამოეგზავნა ჩვენთვის პატარა. მე აღთქმა დავდე, რომ თუ ბიჭი მეყოლებოდა, მას ნიკოლოზს დავარქმევდი. არ გასულა დიდი დრო და ფეხმძიმედ დავრჩი. ამ დროს უკვე 38 წილს ვიყავი. ორსულობისას რატომღაც დამავიწყდა ჩემი აღთქმა. როცა პატარა ჯერ კიდევ მუცელში მყავდა, გადავწყვიტე მისთვის სულ სხვა სახელი დამერქმია. და აი, ბავშვი დაიბადა - 19 დეკემბერს - წმ. ნიკოლოზის ხსენების დღეს! თავად ექიმმა მირჩია, ბავშვისთვის ნიკოლოზი დამერქმია! მაშინ კი გამახსენდა ჩემი აღთქმა და ახლა მეზრდება პატარა ნიკოლოზი". /მხევალი ღვთისა ქსენია/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 25th September 2024 - 09:30 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი