წმინდა ნიკოლოზი და მისი სასწაულები |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
წმინდა ნიკოლოზი და მისი სასწაულები |
marine |
Aug 15 2018, 06:48 PM
პოსტი
#1
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"დიაკვანმა სპირიდონმა სოფელ კაპუჩოდან (ლუმუმბაშის რაიონი, კატანგის პროვინცია, კონგო) მოგვითხრო: "ეს მოხდა 1998 წელს. ჩვენს სოფელში წმინდა ნიკოლოზ სასწაულთმოქმედის ხატი მივაბრძანე და ეზოში აღვმართე. იმ დღეს გარეთ არ გამოვსულვარ. ერთი ქალი სხვებთან ერთად მინდვრისკენ გაემართა სამუშაოდ.
ხატი რომ დაინახა, დაცინვით თქვა: - ეს ვინ არის?! ყაჩაღს ჰგავს! შეხედეთ მის მახინჯ სახეს! სხვებმა, თუმცა მართლმადიდებელი ქრისტიანები არ იყვნენ, უთხრეს: - ნუ შეურაცხყოფ იმ წმინდანს, რომლის ხატიც მოიტანა მამა სპირიდონმაო! მაგრამ არ დაუჯერა და წმინდა ნიკოლოზის ლანძღვა განაგრძო. ღამე ძილში მას ლამაზი სამოსით მოსილი, ჭაღარა ბერიკაცი გამოეცხადა და უსაყვედურა: - რისთვის გამლანძღეო. არ გამილანძღიხარო, - უპასუხა ქალმა. მაშინ წმინდანმა უთხრა: - მე ის ვარ, ვინც შენ გუშინ შეურაცხყავი. ხომ ხედავ, გამოგეცხადე, შენ კი გუშინდელივით უხეშად მექცევიო. ქალი მის წინ მუხლებზე დაეცა: - ჰოი, წმინდანო, მაპატიე, აღარ გაგაბრაზებ! გაფრთხილდი, მეტად აღარ დამცინოო, - უთხრა წმინდანმა და უჩინო შეიქმნა. ქალი მეორე დღეს მამა სპირიდონთან მივიდა და შენდობა სთხოვა." -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Jan 14 2023, 03:30 PM
პოსტი
#2
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ჩემი ნაცნობი ელენე ახლა უკვე მოხუცი პენსიონერია. აი რა შეემთხვა ახალგაზრდობაში, როცა ის გეოლოგიურ ექსპედიციაში სოლოვეცკის კუნძულზე იყო.
გვიანი შემოდგომა იყო; ზღვა თანდათან იფარებოდა ყინულით. ერთხელ ის მარტო გაეშურა ერთ კუნძულზე რაღაც სამუშაოს დასასრულებლად. საღამოს დაბრუნებისას ელენემ ნახა, რომ ზღვა ისე დაფარულიყო ყინულით, რომ ნავი უკვე ვეღარ მოძრაობდა. ქარიშხალმა მისი ნავი გაურკვეველ ადგილას გადაიყვანა. ელენე ბავშვობიდან მორწმუნე იყო და სულ ლოცულობდა წმ. ნიკოლოზის მიმართ. მან გადაწყვიტა ნაპირს გაჰყოლოდა, იმ იმედით, რომ რომელიღაც სახლს გადააწყდებოდა. შემოხვდა მოხუცი, რომელმაც ჰკითხა: სად მიდიხარ გოგონა? მივდივარ ნაპირ-ნაპირ, რომ სახლს გადავაწყდე. ნაპირ-ნაპირ ნუ მიდიხარ, ასეულობით კილომეტრზე ვერაფერს ნახავ. აი, იქ ბორცვს ხედავ? ადი მასზე და დაინახავ გზას. შეხედა ელენემ ბორცვს, შემდგომ მიუბრუნდა მოხუცს, მაგრამ ის გამქრალიყო. ქალი მიხვდა, რომ ეს თავად წმ. ნიკოლოზმა უჩვენა მას გადარჩენის გზა. ავიდა მორცვზე, საიდანაც დაინახა სახლი - ის მეზღვაურის ქოხი აღმოჩნდა. მეთევზეს გაუკვირდა ელენეს ნახვა და დაამოწმა, რომ ასეულობით კილომეტრზე ნაპირის გასწვრივ არანაირი სახლი არ იყო და ის მართლაც დაიღუპებოდა სიცივისა და შიმშიისგან. ასე გადაარჩინა წმ. ნიკოლოზმა მორწმუნე ელენე დაღუპვას". -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 23rd September 2024 - 09:20 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი