წმინდანების მეოხება სნეულების დროს |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
წმინდანების მეოხება სნეულების დროს |
marine |
Oct 11 2022, 07:33 PM
პოსტი
#1
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"წიგნში წავიკითხე მეუფე იოანეს [მაქსიმოვიჩი] შესახებ, რომელიც ადამიანებს განსაცდელისას ეხმარება; მეც წმინდანს დახმარებისთვის მივმართე და შეწევნამაც არ დააყოვნა:
ღრძილთან ძვალი გამომეზარდა. საშინელი ტკივილი დამეწყო. მე დავიწყე წმ. იოანესადმი ტროპარის კითხვა. წავისვი მისი წმიდა ნაწილებზე ნაკურთხი ზეთი; მივიდე წმინდანის ფოტო მტკივნეულ ადგილზე. თავადაც ვერ მივხვდი, როგორ გამიარა ტკივილმა - შევამოწმე, აღმოჩნდა, რომ ღრძილიდან ამოზრდილი ძვალი აღარ ჩანდა, ვერც კი მივხვდი, სად უნდა გამქრალიყო, ღრძილი კი დამცხრომოდა. სულ მალე გადავიღე რენტგენი და გავარკვიე, რაც მოხდა, მაგრამ, რაც მთავარია, ტკივილი აღარ მაწუხებდა, ისე, რომ ამ მხარეს ჭამაც კი შემეძლო - ეს ჩემთვის სასწაულია! მეუფე იოანე ყოველთვის მეხმარება, როგორც კი მის მიმართ წავიკითხავ ლოცვებს, თითქოს მთელი ძალით ჩამოვეკიდე მის მანტიას - დაე, მაპატიოს მეუფემ. მე მადლიერი ვარ წმიდა მეუფეების იოანესი, სპირიდონის, ნიკოლოზის, ასევე მოწამე მეფის ოჯახის, ნეტარი ქსენიასი და მატრონასი, და ყველა წმინდანისა, რომლებიც ღვთისა და ყოვლადწმიდას წინაშე ჩვენ ცოდვილთა მეოხნი არიან". /მხევალი ღვთისა ფოტინე, 2020, ივლისი/ "როცა მამა არსენთან [კაბადოკიელი] ავადმყოფი მიჰყავდათ, ის არასოდეს ინტერესდებოდა, მის წინ ვინ იდგა, თურქი თუ ქრისტიანი, მაგრამ ჰკითხავდა, რითი იყო კაცი ავად, რათა მისთვის შესაბამისი ლოცვა წაეკითხა. საღმრთო მადლის ძალით სნეულების განკურნებით, იგი თურქებს ჩვენი სარწმუნოების ძალას აჩვენებდა და ამგვარად აიძულებდა მათ პატივი ეცათ მართლმადიდებლობისთვის. ერთხელ, თავისი მედავითნისა და თანაშემწის, პროდრომოსის თანხლებით სოფლების შემოვლისას მამა არსენი დაბა სინასოსში მივიდა. ადგილობრივმა თურქებმა აუკრძალეს მას ქრისტიანებთან შეხვედრა. მამა არსენს მათთან კამათი არ დაუწყია, მხოლოდ პროდრომოსს უთხრა: - წავიდეთ და ნახავ, როგორ გამოგვეკიდებიან თურქები. ნახევარი საათი იარეს, მერე კი ჰაჯიეფენდი შეჩერდა, მუხლნი მოიდრიკა და ხელები ლოცვით ზეცისკენ აღაპყრო. თუ აქამდე მშვიდი ამინდი იყო, უეცრად ღრუბელი მოგროვდა და კოკისპორული წვიმა წამოვიდა, რომელსაც გრიგალი ახლდა. სოფელ სინასოსს მეხი არყევდა. თურქები მაშინვე მიხვდნენ თავიანთ შეცდომას და ორი ზეფთია (ცხენოსანი შიკრიკი) დაადევნეს მამა არსენს. ზეფთიები მუხლებში ჩაუვარდნენ მას, მთელი სოფლის სახელით ბოდიში მოუხადეს და უკან დაბურნება სთხოვეს. მამა არსენმა მათ აპატია და სინასოსში დაბრუნდა. სოფელს ოთხივე მხარეს ჯვარი გადასახა, ქარიშხალი შეწყდა და კვლავ მზემ გამოანათა" "უდიდესი წმინდა მამა სვიმეონ მესვეტე ღვთისაგან ბოძებული ძალით სასწაულებრივად კურნავდა ადამიანებს, მაგრამ ამ დროს თვითონ ცალი ფეხი დამპალი ჰქონდა და მასზე მატლი ეხვია. ერთხელ ერთ-ერთმა მომლოცველმა მისი სნეული ფეხის ხილვისას თქვა, - ეს რომ წმინდანი იყოს, ასეთ დღეში როგორ იქნებოდა, სხვა როგორ განკურნავს, როდესაც საკუთარი თავი ვერ განუკუნავსო. ამ დროს მას ხელში სვიმეონ მესვეტის ფეხიდან გადმოვარდნილი მატლი ჩაუვარდა და ბრილიანტად იქცა. წმინდა სვიმეონი ამ განსაცდელის გამო მადლობდა ღმერთს" -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Jan 14 2023, 04:02 PM
პოსტი
#2
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ცხოვრების მძიმე განსაცდელების გამო ძლიერ შემერყა ჯანმრთელობა. მე კუჭის ქრონიკული დაავადება გამიჩნდა. მაგრამ განსაკუთრებით მძიმე იყო ჩემი ფსიქოლოგიური მდგომარეობა. მე დავკარგე უნარი, 10 წუთზე მეტი ხანი მეკითხა ან მესაუბრა. დამეწყო თავის ძლიერი ტკივილები. ექიმებმა მითხრეს, რომ ჩემი მდგომარეობა სერიოზული იყო და მჭირდება ხანგრძლივი მკრუნალობა: სრული სიმშვიდე და სანატორიუმი, მაგრამ არც ერთის და არც მეორის საშუალება არ გამაჩნდა. მაშფოთებდა 30 წლის ასაკში ჩემი არაქმედითუნარიანობა.
იმ დროს მურომში ვცხოვრობდი. ერთ-ერთ უდიდეს ღვთისმშობლის დღესასწაულზე ვიდექი ღამისთევის ლოცვაზე. პირველად ცხოვრებაში მივმართე დედას ღვთისას მხურვალე ლოცვით: - "მე შემიძლია ავიტანო კუჭის გამუდმებული ტკივილი, თუკი უფალს ნებავს, გამომიგზავნოს ეს ჯვარი, მაგრამ შრომის, წმ. წერილისა და სულიერი წიგნების კითხვის, ადამიანებთან ურთიერთობის უნარის გარეშე - მე არ შემიძლია! ყოვლადწმიდაო ღვთისმშობელო, გევედრები, გთხოვ, როგორც პირველად - მომეცი საშუალება ვიმუშაო, ვიკითხო და ვიყო ადამიანებთან!" როცა მე მივედი მღვდელთან, ვემთხვიე ღვთისმშობლის სადღესასწაულო ხატს, მცხეს ზეთი და მივიღე ნაკურთხი პური, მაშინვე ვიგრძენი - რაღაც განსაკუთრებული რამ მოხდა ჩემში: გონებაში აზრები გამინათდა, თითქოს რაღაც ძალა ჩასახლდა ჩემში. იმ მომენტიდან თავის ტკივილის და ფსიქიატრიული პრობლემების კვალიც არ დარჩა ჩემში. კუჭის ტკივილი დამრჩა, მაგრამ ვითმენ, მახსოვს რა უფლის სიტყვები: - ძალა ჩემი უძლურებასა შინა სრულ იქმნების" "ჩვენს მეგობარ ალას დიდი ბებია ძალიან მორწმუნე ჰყავდა. მას ჰქონდა ბევრი ძალიან ძველი წიგნი და ხატი. მაგრამ მისი ქალიშვილი რევოლუციის შემდგომ პერიოდში გაიზარდა და ურწმუნო იყო. როდესაც მან ორმოცდაათ წელს გადააბიჯა, მას გაუჩნდა კუჭის წყლული. მდგომარეობა მძიმე იყო, იმდენად, რომ ქალი შეიძლება მომკვდარიყო. მას გაუკეთეს ოპერაცია და მალე სახლშიც გაწერეს. ექიმებმა ის გააფრთხილეს, რომ თუ საკვებს არ მიიღებდა, ის დაიღუპებოდა. ამის მიუხედავად, ქალი არაფერს ჭამდა - არც უნდოდა და არც შეეძლო და თანდათან სუსტდებოდა და სუსტდებოდა. კუთხეში, სადაც მისი საწოლი იდგა, იყო დაბრძანებული წმ. ნიკოლოზის ხატი. ერთხელ მან დაინახა, თუ როგორ გადმოვიდა ხატიდან, როგორც კიბეზე, თავად წმ. ნიკოლოზი, ისეთივე დაბალი სიმაღლის, როგორც ნახატზე იყო. წმიდანი ქალს მიუახლოვდა, ნუგეში სცა და დაუწყო დარწმუნება. "ჩემო ძვირფასო, უნდა ჭამო, თორემ შეიძლება მოკვდე". შემდგომ მოხუცი ხატზე დაბრუნდა. ამის შემდგომ ქალმა საჭმელი მოითხოვა და თანდათან დაიწყო მომჯობინება. მან ოთხმოც წლამდე იცოცხლა და იმქვეყნად ჭეშამარიტ ქრისტიანად წავიდა" -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 04:05 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი