წმინდა ნიკოლოზი და მისი სასწაულები |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
წმინდა ნიკოლოზი და მისი სასწაულები |
marine |
Aug 15 2018, 06:48 PM
პოსტი
#1
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,337 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"დიაკვანმა სპირიდონმა სოფელ კაპუჩოდან (ლუმუმბაშის რაიონი, კატანგის პროვინცია, კონგო) მოგვითხრო: "ეს მოხდა 1998 წელს. ჩვენს სოფელში წმინდა ნიკოლოზ სასწაულთმოქმედის ხატი მივაბრძანე და ეზოში აღვმართე. იმ დღეს გარეთ არ გამოვსულვარ. ერთი ქალი სხვებთან ერთად მინდვრისკენ გაემართა სამუშაოდ.
ხატი რომ დაინახა, დაცინვით თქვა: - ეს ვინ არის?! ყაჩაღს ჰგავს! შეხედეთ მის მახინჯ სახეს! სხვებმა, თუმცა მართლმადიდებელი ქრისტიანები არ იყვნენ, უთხრეს: - ნუ შეურაცხყოფ იმ წმინდანს, რომლის ხატიც მოიტანა მამა სპირიდონმაო! მაგრამ არ დაუჯერა და წმინდა ნიკოლოზის ლანძღვა განაგრძო. ღამე ძილში მას ლამაზი სამოსით მოსილი, ჭაღარა ბერიკაცი გამოეცხადა და უსაყვედურა: - რისთვის გამლანძღეო. არ გამილანძღიხარო, - უპასუხა ქალმა. მაშინ წმინდანმა უთხრა: - მე ის ვარ, ვინც შენ გუშინ შეურაცხყავი. ხომ ხედავ, გამოგეცხადე, შენ კი გუშინდელივით უხეშად მექცევიო. ქალი მის წინ მუხლებზე დაეცა: - ჰოი, წმინდანო, მაპატიე, აღარ გაგაბრაზებ! გაფრთხილდი, მეტად აღარ დამცინოო, - უთხრა წმინდანმა და უჩინო შეიქმნა. ქალი მეორე დღეს მამა სპირიდონთან მივიდა და შენდობა სთხოვა." -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Jan 14 2023, 04:08 PM
პოსტი
#2
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,337 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ჩვენს მეგობარ ალას დიდი ბებია ძალიან მორწმუნე ჰყავდა. მას ჰქონდა ბევრი ძალიან ძველი წიგნი და ხატი. მაგრამ მისი ქალიშვილი რევოლუციის შემდგომ პერიოდში გაიზარდა და ურწმუნო იყო.
როდესაც მან ორმოცდაათ წელს გადააბიჯა, მას გაუჩნდა კუჭის წყლული. მდგომარეობა მძიმე იყო, იმდენად, რომ ქალი შეიძლება მომკვდარიყო. მას გაუკეთეს ოპერაცია და მალე სახლშიც გაწერეს. ექიმებმა ის გააფრთხილეს, რომ თუ საკვებს არ მიიღებდა, ის დაიღუპებოდა. ამის მიუხედავად, ქალი არაფერს ჭამდა - არც უნდოდა და არც შეეძლო და თანდათან სუსტდებოდა და სუსტდებოდა. კუთხეში, სადაც მისი საწოლი იდგა, იყო დაბრძანებული წმ. ნიკოლოზის ხატი. ერთხელ მან დაინახა, თუ როგორ გადმოვიდა ხატიდან, როგორც კიბეზე, თავად წმ. ნიკოლოზი, ისეთივე დაბალი სიმაღლის, როგორც ნახატზე იყო. წმიდანი ქალს მიუახლოვდა, ნუგეში სცა და დაუწყო დარწმუნება. "ჩემო ძვირფასო, უნდა ჭამო, თორემ შეიძლება მოკვდე". შემდგომ მოხუცი ხატზე დაბრუნდა. ამის შემდგომ ქალმა საჭმელი მოითხოვა და თანდათან დაიწყო მომჯობინება. მან ოთხმოც წლამდე იცოცხლა და იმქვეყნად ჭეშამარიტ ქრისტიანად წავიდა" -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 29th September 2024 - 12:42 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი