მხატვრები რომელებიც აღგვაფრთოვანებს, დადეთ საყვარელი მხატვრების შემოქმედება |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
მხატვრები რომელებიც აღგვაფრთოვანებს, დადეთ საყვარელი მხატვრების შემოქმედება |
toka@ |
Feb 6 2011, 01:12 PM
პოსტი
#61
|
უსაქმური ჯგუფი: Members პოსტები: 3,204 რეგისტრ.: 27-October 10 წევრი № 9,723 |
ნუ ჩემთვის სალვადრო დალი ნამდვილი სასწაულია...ზოგი უბრაო ვერ აღიქვამს მის შემოქმედებას,ან უბრალოდ არ უნდა აღიქვას,რადგან სხვისი აზრის გავლენის ქვეშაა... გთავაზობთ ნახატს სადაც ჩემი თავი მყავს შეცნობილი
-------------------- არაფერი ისე არ აახლოებთ ადამიანებს როგორც უფლის სიყვარული !
|
marine |
Jan 27 2023, 09:08 PM
პოსტი
#62
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"მე–15 საუკუნის ბოლოს ნიურნბერგთან ახლოს ერთ პატარა სოფელში ცხოვრობდა ოჯახი 18 შვილით. მამა ძალიან ბევრს შრომობდა, რათა ოჯახი ერჩინა.
ამ აშკარად უიმედო მდგომარეობაში ორი ბავშვი ოცნებობდა, გამხდარიყო ხელოვანი, თუმცა იცოდნენ რომ მამა ვერასოდეს შეძლებდა დახმარებოდა მათ. ბევრი მსჯელობის შემდეგ მათ გადაწყვიტეს მონეტა აეგდოთ. წაგებულს ახლოსმდებარე მაღაროში უნდა ემუშავა და შემოსავლით ძმისთვის აკადემიის ფული უნდა გადაეხადა. როცა ის სწავლას დაასრულებდა, შემდეგ უკვე ის დააფინანსებდა პირველი ძმის სასწავლო თანხას. ერთ დილასაც მათ მონეტა ააგდეს. ალბრეხტ დიურერმა მოიგო და ნიურნბერგში წავიდა. მისი ძმა ალბერტი მაღაროში მუშაობას შეუდგა და ძმას ეხმარებოდა. ალბრეხტის ტილოები, გრავიურები და ზეთით შესრულებული ნახატები გაცილებით უკეთესი იყო ვიდრე პროფესორებისა და სწავლის დასასრულს იგი უკვე მნიშვნელოვან საფასურს იღებდა საკუთარი ნამუშევრებით. როცა ახალგაზრდა ხელოვანი ოთხი წლის შემდეგ მშობლიურ სოფელში დაბრუნდა, ოჯახმა ზეიმი გამართა. ზეიმის დასასრულს ალბრეხტი წამოდგა რომ მისი ძმისთვის,ალბერტისთვის, მადლობა გადაეხადა ასეთი მსხვერპლისთვის, რომელიც მას მიზნის მიღწევაში დაეხმარა. „ალბერტ, ძმაო,ახლა შენი ჯერია. შეგიძლია წახვიდე ნიურნბერგში და შენი ცხოვრების ოცნება აისრულო და მე ვიზრუნებ შენზე ამისთვის“. ყველას თავი სუფრის ბოლოსკენ შეტრიალდა დიდი მოლოდინით, სადაც ალბერტი იჯდა. მის მკრთალ სახეს ცრემლები სდიოდა, დახრილ თავს აქნევდა და იძახდა „არა... არა... არა...“ ბოლოს ის წამოდგა და ხელებით ლოყებს იწმენდდა. მარჯვენა ლოყის სრესით მან ნელა წარმოთქვა: „არა, ძმაო, უკვე ძალიან გვიანია, შეხედე, რა უქნა ამ ოთხმა წელმა ჩემს ხელებს! ყველა თითზე დამტვრეული მაქვს ძვლები თითოჯერ მაინც,მარჯვენა ხელი კი ისე დამიზიანდა რომ ჭიქის დაჭერაც აღარ შემიძლია, შევეშვი კალამს და ფუნჯს. არა ძმაო, ჩემთვის უკვე ძალიან გვიანია.“ მას შემდეგ ხუთას წელზე მეტი გავიდა. დღეს ალბრეხტ დიურერის ცნობილი ნახატები მთელი მსოფლიოს მუზეუმებშია გამოფენილი. თუმცა ალბათ ყველაზე ცნობილი მათ შორის ალბერტის დამაშვრალი ხელებია, რომელიც ალბრეხტ დიურერმა გამოსახა, რათა გამოეხატა მოწიწება იმ ყველაფრისათვის, რაც მისმა ძმამ მას შესწირა. მან ამ ნახატს, რომელზეც ერთმანეთზე მიდებული ხელის მტევნებია გამოსახული ცისკენ აშვერილი თხელი თითებით, უბრალოდ „ხელები“ უწოდა. თუმცა მთელი მსოფლიო გასაოცრად სწრაფად ჩაწვდა ამ დიდებული ნახატის სათქმელს და მას „მლოცველი ხელები“ უწოდა. ვინც ამ ნახატს შეხედავს მიხვდება,რომ ამ ცხოვრებაში მარტოს არაფრის ქმნა შეგვიძლია“ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 06:06 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი