ავადმყოფობა - სულიერი ზრდის სტიმული |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ავადმყოფობა - სულიერი ზრდის სტიმული |
marine |
May 10 2022, 09:16 PM
პოსტი
#21
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"მძიმე სნეულება, საღვთისმეტყველო შეხედულებით, ცვლის ცხოვრებისეულ მწუხარებასაც და ასკეტურ მოღვაწეობასაც. ის ეხმარება "მგლოვარეთა გულითა" რომ ნუგეში მოიხვეჭონ. ამიტომ სხეულისა და სულის ტანჯვა სულიერი სრულყოფის და იმ ნეტარ რეალობასთან დაბრუნების ერთ-ერთი შესაძლებლობაა, რომლის სახელიც ღმერთია. გავიხსენოთ მართალი იობის წიგნი: "ადამიანი სატანჯველად იბადება და ნაპეწკლებივით მაღლა მიისწრაფვის" (იობ. 5;7). მოციქული პავლე გვასწავლის: "მრავლითა ჭირითა ჯერ-არს ჩუენდა შესვლაი სასუფეველსა ღმრთისასა (საქმე 4;22)".
/კ.ვ. ზორინი, "გნებავს რაითა განიკურნო?" გვ. 37/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Feb 8 2023, 07:12 PM
პოსტი
#22
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
" - მამა გაბრიელ, ავადმყოფობის დროს როგორ მოვიქცეთ ვილოცოთ, თუ წამალი დავლიოთ?
- როდესაც წვიმს, ზოგი სანდლებს არ ჩაიცმევს და იტყვის, რომ ღმერთი წყალობით არ ვცივდებიო და როცა გაცივდება, ნეტავ უფალი რა შუაშია, თუ თავისი უგუნურობით მოუვიდა? ზოგი ამპარტავნებით იტყვის ავადმყოფობისას, რომ არ მინდა წამალი, ღმერთი მიშველისო. შე დალოცვილო, თუ თავი გტკივა, აიღე და ჯერ ანალგინი დალიე, რა თქმა უნდა უფლის რწმენით. რამეთუ წამალში უფალმა კურნების ძალა ჩადო. რაც აწუხებთ უფალს მაგისთვის? თუ არ გიშველა, მერე მოუხმე წმინდანებს! როგორ გავბედავ მე ცოდვილი, რომ ღმერთს რაიმე ვთხოვო გარდა შეწყალებისა?" /ღირსი გაბრიელი, აღმსარებელი და სალოსი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 21st September 2024 - 10:57 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი