“სიცრუე და ორპირობა ავნებს ხორცსა, მერმე სულსა”. |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
“სიცრუე და ორპირობა ავნებს ხორცსა, მერმე სულსა”. |
marine |
Sep 2 2019, 05:46 PM
პოსტი
#21
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 58,153 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
„კითხვა: ხანდახან მიწევს პატარა ტყუილების თქმა, ამით ზიანს არავის ვაყენებ, უბრალოდ, სიტუაციიდან გამოვდივარ. ცოდვად ითვლება ასეთი ტყუილი?
პასუხი: პატარა სიცრუე აუცილებლად მიგიყვანთ დიდ სიცრუემდე. ყველაფერი – როგორც კარგი, ასევე ცუდი – მცირედან იწყება. თუ უფალს გულითადად ვთხოვთ დახმარებას, ტყუილის გარეშეც გამოვალთ სიტუაციიდან. მაგალითად, პასუხად გაეცით „არ ვიცი“ ან გაჩუმდით, ამ შემთხვევაში, დუმილი სიცრუედ არ ითვლება.“ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Feb 9 2023, 08:07 PM
პოსტი
#22
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 58,153 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
" - მამა გაბრიელ, ტყუილის თქმა თუ შეიძლება?
- არის შემთხვევები, როდესაც უბრალოდ დამალავ რაიმე ამბავს, რათა ამით ზიანი არ მიაყენო სხვას. ერთი ავაზაკი, რომელსაც მდევარი მოსდევდა, ერთ წმინდა მამასთან შევიდა და თავშესაფარი სთხოვა. მოძღვარი იმ დროს იჯდა, ფეხზე წამოდგა და დამალა ავაზაკი. მდევრები შემოცვივდნენ და ჰკითხეს: - აქ ავაზაკი ხომ არ შემოსულაო. მან კი ტყუილი რომ არ ეთქვა, მიუგო - რაც აქ ვდგავარ, არ მინახავსო. ამით იხსნა ავაზაკი. ტყუილი მაშინ არის ტყუილი, როდესაც ადამიანური შიშის გამო ამბობ მას. თუ სხვა საშუალება არ არის და აუცილებელია ტყუილი იმისათვის, რათა ადამიანი გადარჩეს, ამ შემთხვევაში ადამიანის სიყვარული უფრო მთავარია. ტყუილი ჩაითვლება ტყუილად, მაგრამ ადამიანის სიყვარული დაფარავს ამ ცოდვას". - თქვენ თუ გქონიათ ასეთი შემთხვევა? - მე ჩემს დღეში ტყუილი არ მითქვამს" -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 28th May 2024 - 04:50 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი