წმინდა ნიკოლოზი და მისი სასწაულები |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
წმინდა ნიკოლოზი და მისი სასწაულები |
marine |
Aug 15 2018, 06:48 PM
პოსტი
#81
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"დიაკვანმა სპირიდონმა სოფელ კაპუჩოდან (ლუმუმბაშის რაიონი, კატანგის პროვინცია, კონგო) მოგვითხრო: "ეს მოხდა 1998 წელს. ჩვენს სოფელში წმინდა ნიკოლოზ სასწაულთმოქმედის ხატი მივაბრძანე და ეზოში აღვმართე. იმ დღეს გარეთ არ გამოვსულვარ. ერთი ქალი სხვებთან ერთად მინდვრისკენ გაემართა სამუშაოდ.
ხატი რომ დაინახა, დაცინვით თქვა: - ეს ვინ არის?! ყაჩაღს ჰგავს! შეხედეთ მის მახინჯ სახეს! სხვებმა, თუმცა მართლმადიდებელი ქრისტიანები არ იყვნენ, უთხრეს: - ნუ შეურაცხყოფ იმ წმინდანს, რომლის ხატიც მოიტანა მამა სპირიდონმაო! მაგრამ არ დაუჯერა და წმინდა ნიკოლოზის ლანძღვა განაგრძო. ღამე ძილში მას ლამაზი სამოსით მოსილი, ჭაღარა ბერიკაცი გამოეცხადა და უსაყვედურა: - რისთვის გამლანძღეო. არ გამილანძღიხარო, - უპასუხა ქალმა. მაშინ წმინდანმა უთხრა: - მე ის ვარ, ვინც შენ გუშინ შეურაცხყავი. ხომ ხედავ, გამოგეცხადე, შენ კი გუშინდელივით უხეშად მექცევიო. ქალი მის წინ მუხლებზე დაეცა: - ჰოი, წმინდანო, მაპატიე, აღარ გაგაბრაზებ! გაფრთხილდი, მეტად აღარ დამცინოო, - უთხრა წმინდანმა და უჩინო შეიქმნა. ქალი მეორე დღეს მამა სპირიდონთან მივიდა და შენდობა სთხოვა." -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Feb 20 2023, 08:23 PM
პოსტი
#82
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ეს მოხდა მოსკოვში. ვიყიდე დიდი საზამთრო. ვიჯექით მდინარე მოსკოვის ნაპირთან პარკში. შემოდგომის პირი იყო. ჩვენი ბავშვები ჩვენთან ერთად მხიარულობდნენ. გავჭერით საზამთრო. გულში გაუცნობიერებელი შფოთი მქონდა. გავიხედე გარშემო - არაფერი ხდებოდა. გარშემო ხეები და ბუჩქები იყო, ჩიტები ჭიკჭიკებდნენ.
დიმა, ერთი ბავშვი გვაკლია. ქმარი გავუშვი 6 წლის შვილის სანახავად. ეს განსაკუთრებით მშვიდია. უყვარს წყალში კენჭების ჩაყრა... რამოდენიმე წუთის შემდგომ ქმარმა სრულებით სველი ბავშვი მოიყვანა. წყალი ჩამოდიოდა წურწურით ტანსაცმლიდან. შოკში ჩავვარდი. როგორც კი საზამთრო გავჭერით, ჩემს შვილს თურმე ფეხი დაუცდა და წყალში გადავარდა. როგორც ბავშვმა თქვა, წყლიდან მაშინათვე ბაბუამ ამოიყვანა. ქმარს ვკითხე, ვინმე ხომ არ დაუნახავს, მან კი მითხრა - იქ არავინ ყოფილა ბავშვის გარდაო. ქმარმა მაინც გადაწყვიტა მოეძებნა ჩვენი გადამრჩენელი, მაგრამ ვერავინ ნახა - მოხუცი თითქოს აორთქლებულიყო. გავიდა ცოტა ხანი. მე ბავშვებთან ერთად ტაძარში წავედი. - აი, ამ ბაბუამ გადამარჩინა! - ხატზე მიმანიშნა შვილმა. ეს იყო წმ. ნიკოლოზ სასწაულთმომქმედი. წმ. მღვდელმთავარო ნიკოლოზ, ევედრე ღმერთსა ჩვენთვის!" -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 24th September 2024 - 05:06 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი