პატრიარქი, ფილმი პატრიარქზე |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
პატრიარქი, ფილმი პატრიარქზე |
vazis cremlebi |
Nov 29 2008, 03:44 PM
პოსტი
#1
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 16 რეგისტრ.: 5-February 08 წევრი № 3,866 |
-------------------- ვაზის ცრემლები
|
marine |
Feb 24 2023, 08:57 PM
პოსტი
#2
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
ილია პატრიარქს
"როცა ხევებში ყაზბეგისა დაჰბერავს ქარი, მაშინ მშობლიურ წარსულიდან დრო აკვანს გირწევს, შენს გულს ყოველდღე ემატება ჩვენ გამო ბზარი და ამ ბზარების ამოვსება ლოცვებით გიწევს. როდესაც ქვეყნად უღმერთობა დაავქარობდა, ხელში აიღე ორი კვერთხი ერის და ბერის, შვება გვაჩუქე საიქიო, სააქაოთ და, როცა ვასრულებთ შენს კურთხევას, რარიგად გვშველის! მადლობა, ჩვენო პატრიარქო, რომ გული გვიძგერს, ქართული გული, რომელიც რომ მაგ გულით ფეთქავს, რამდენჯერ შენზე აუგის თქმა ნადიმად მიწვევს, მაგრამ ვშიმშილობ, იმისთვის რომ ღვთისშვილი მერქვას, შენი ბაგიდან მოჩქერალობს ჩვენში სიმშვიდე, თავმდაბლობა გაქვს სიყვარულის წარმოსაჩენად, მართალი სიტყვა, მტკიცე მზერით ბევრჯერ იშიშვლე, გულში დაჭრილი საქართველოს გადასარჩენად. წარსულის ცოდნით შემოსილო, მომავლის რწმენავ, ქართველი ერის მთელი ტვირთი მაგ მხრებზე გადევს, ქრისტემ დაგლოცოს, პატრიარქო, და მოგცეს შველა, ჩვენ რომ გვეძინოს, ეგ თვალები ღამეებს ათევს... მადლობა, ღმერთო, მუხის ჩრდილში მზით აღარ ვიწვი, გთხოვ, ამ მუხისა არ მანახო მე ფოთოლცვენა, დიდხანს გვიცოცხლე პატრიარქი, შეისმენ, ვიცი, და სალაღობოდ გვიდღეგრძელე ქართული ენა! როცა ხევებში ყაზბეგისა დაჰბერავს ქარი, მაშინ მშობლიურ წარსულიდან დრო აკვანს გირწევს, შენს გულს ყოველდღე ემატება ჩვენ გამო ბზარი, და ამ ბზარების ამოვსება ლოცვებით გიწევს". /ვალერიან წიკლაური, "წინ, წარსულისაკენ!" გვ.126/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 22nd September 2024 - 09:52 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი