ბიბლიოთეკა, ღვთისმეტყველება და არა მხოლოდ... |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ბიბლიოთეკა, ღვთისმეტყველება და არა მხოლოდ... |
KAIROS |
Mar 2 2007, 08:57 PM
პოსტი
#1
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
ხშირად, ჩემო კარგებო, როდესაც შეცდომებს ვუშვებთ ხოლმე, არის გამოწვეული იმით, რომ არ ვიცნობთ წყაროებს, არ წაგვიკითხავს მამები, არ ვიცნობთ თანამედროვე თეოლოგებს, თუნდაც კათოლიკს, პროტესტანტს, ათეისტს, მინდა, რომ ეს თოფიქი იყოს მხოლოდდამხოლოდ ლიტერატურასთან, ბიბლიოთეკასთან დაკავშირებული და კიდევ, გთხოვთ აქ აღარ გინდა ოფთოფიქობა, აქ მხოლოდ შეგიძლიათ მოითხოვოთ ან დადოთ თქვენთვის სასურველი წიგნი, ვიმეორებ შეიძლება ავტორის აზრი მიუღებელი იყოს, მაგრამ ჩვენ მაინც ვალდებულნი ვარ ისინი ვიცოდეთ, სხვაგვარად ჩვენი კრიტიკა სუსტი იქნება, შიგდაშიგ შევეცდებით შევაჯამოთ არსებული წიგნების ჩამონათვალი, ძირითადში სამ ენაზე მინდა გაგაცნოთ წიგნები: ქართულად, რუსულად და ინგლისურად, თუმცა სურვილის შემთხვევაში კიდევ სამ ენაზე შემიძლია მოგიყვანოთ სხვადასხვა წიგნები. წიგნები შევეცდები იქნეს მოყვანილი ან "ზიპ-ვერსიით" ან მივანიშნოთ ბმული, მაგრამ ბმულის მინიშნებისას, მინდა ყველამ მოკლედ დაახასიათოთ წიგნი და თუ საშუალება იქნება სარჩევიც მოიყვანოთ, ასე გვერდს ავუვლით იმ მშრალ ჩამონათვალს, რომელსაც ისედაც იპოვის მსურველი ინტერნეტში. გმადლობთ, კაიროსი! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
KAIROS |
Apr 26 2007, 12:31 AM
პოსტი
#2
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
ახლა ძალიან დელიკატურ, ძალიან ღრმა საკითხზე ვდებ წიგნს, ზოგადად შევნიშნავ, არიან კრეაციონისტები ყველაფერი უცებ და წამიერად, ყოველგვარი ევოლუციის გარეშე შეიქმნა ღმერთის მიერ, ევოლუციონისტები ყველაფერი ნელნელა ევულუციის შედეგად გაჩნდა, და ქრისტიანი დარვინისტები ( კანუდოსელიც ამ პოზიციას უახლოვდება, მისი ღრმა მეცნიერული პოზიციიდან გამომდინარე), სადაც გამოთქვამენ აზრს ევოლუცია, როგორ ღვთის იარაღი...(ამათზე აქ არ იკამათოთ,ღვთისმეტყველებაში)
ეს კი კურაევის წიგნია Диакон Андрей Кураев – профессор Московской Духовной Академии, член Синодальной Богословской Комиссии, старший научный сотрудник кафедры религиоведения МГУ. Должен ли православный педагог, работающий в обычной школе, враждовать с учителем биологии? Или же в учительской комнате можно спокойно объясниться с коллегой, не вынося в классы различие позиций? Предлагаемые статьи на тему о соотношении эволюционистской теории и православной мысли дадут возможность православным людям: а) избежать дискуссии через пояснение того, что теория эволюции и Библия дают разные ответы - но разные же и вопросы, а потому не стоит говорить о несовместимости б) дадут аргументы в случае, если дискуссия все же началась; в) помогут избежать излишней запальчивости в полемике. ЧЕЛОВЕК ПРИХОДИТ В МИР შეუძლია თუ არა მართლმადიდებელს იყოს ევულიციონისტი? http://www.4shared.com/file/11629932/20447fc8/____.html -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 30th May 2024 - 07:02 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი