წმინდა ნიკოლოზი და მისი სასწაულები |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
წმინდა ნიკოლოზი და მისი სასწაულები |
marine |
Aug 15 2018, 06:48 PM
პოსტი
#1
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"დიაკვანმა სპირიდონმა სოფელ კაპუჩოდან (ლუმუმბაშის რაიონი, კატანგის პროვინცია, კონგო) მოგვითხრო: "ეს მოხდა 1998 წელს. ჩვენს სოფელში წმინდა ნიკოლოზ სასწაულთმოქმედის ხატი მივაბრძანე და ეზოში აღვმართე. იმ დღეს გარეთ არ გამოვსულვარ. ერთი ქალი სხვებთან ერთად მინდვრისკენ გაემართა სამუშაოდ.
ხატი რომ დაინახა, დაცინვით თქვა: - ეს ვინ არის?! ყაჩაღს ჰგავს! შეხედეთ მის მახინჯ სახეს! სხვებმა, თუმცა მართლმადიდებელი ქრისტიანები არ იყვნენ, უთხრეს: - ნუ შეურაცხყოფ იმ წმინდანს, რომლის ხატიც მოიტანა მამა სპირიდონმაო! მაგრამ არ დაუჯერა და წმინდა ნიკოლოზის ლანძღვა განაგრძო. ღამე ძილში მას ლამაზი სამოსით მოსილი, ჭაღარა ბერიკაცი გამოეცხადა და უსაყვედურა: - რისთვის გამლანძღეო. არ გამილანძღიხარო, - უპასუხა ქალმა. მაშინ წმინდანმა უთხრა: - მე ის ვარ, ვინც შენ გუშინ შეურაცხყავი. ხომ ხედავ, გამოგეცხადე, შენ კი გუშინდელივით უხეშად მექცევიო. ქალი მის წინ მუხლებზე დაეცა: - ჰოი, წმინდანო, მაპატიე, აღარ გაგაბრაზებ! გაფრთხილდი, მეტად აღარ დამცინოო, - უთხრა წმინდანმა და უჩინო შეიქმნა. ქალი მეორე დღეს მამა სპირიდონთან მივიდა და შენდობა სთხოვა." -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Mar 10 2023, 08:01 PM
პოსტი
#2
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ერთ ტაძარში ეკიდა წმ. ნიკოლოზის ხატი. თითქოს ჩვეულებრივი ხატი იყო, სხვებისგან არაფრით გამოირჩეოდა. ერთი მორწმუნე ხშირად ემთხვეოდა მას და წმინდანისგან შეწევნას იღებდა.
ერთხელაც მოხდა სასწაული: ეს მორწმუნე სოფლიდან მანქანით მიდიოდა ტაძარში. იყო ძალიან ყინვიანი და თოვლიანი ზამთარი. გზაზე მძღოლმა მგზავრი დაინახა, რომელიც დიდი ხნის დგომისგან გაციებული ჩანდა - არავინ უჩერებდა. არც ამ მძღოლმა გაუჩერა - თითქოს ვერ ენდო. მივიდა ტაძარში. ჩვეულებისამებრ, მივიდა წმ. ნიკოლოზის ხატთან, მაგრამ ჯერ ვიღაც ქალმა გადაუჭრა გზა, მერე ბავშვი მიიყვანეს ხატთან, შემდგომ დამლაგებელმა არ მიუშვა ხატთან - იატაკია სველი, არ მიხვიდეო. უცებ მან გულში გარკვევით გაიგო - ჩემთან მოსვლა გინდა, გაჭირვებულს კი არ დაეხმარეო. კაცი შეცბა - გაახსენდა ის საბრალო, გზაზე რომ იყინებოდა და ყველაფერს მიხვდა. გულმოწყალე წმიდანი არც ცხოვრებაში და არც ზეცაში გადანაცვლების შემდგომ არ ტოვებს გაჭირვებაში მყოფთ, ვინც მას მიმართავს. მან ამხილა ეს მორწმუნე და მიუთითა გულისხმიერების მნიშვნელობაზე. თუ თავს ქრისტიანებს ვუწოდებთ უნდა ვიყოთ ღირსი ამ წოდებისა - უნდა გვიყვარდეს და ვზრუნავდეთ ადამიანებზე. თუ ეს ასე არ არის - ე.ი. არც ნამდვილი ქრისტიანები ვართ. ასეთი საოცარი სახით იქნა მხილებული ეს ქრისტიანი. აღსარების შემდგომღა შეძლო მან ხატთან მისვლა და ამის შემდგომ მსგავსი აღარ ჩაუდენია. ის მიხვდა, რომ ქრისტიანობაში მთავარი - სიყვარული, ადამიანებისადმი მოწყალებაა. სახარებაში უფალი ხომ გვეუბნება - თუ გეყვარებათ ერთმანეთი ამით მიხვდებიან, რომ ჩემი მოწაფეები ხართ". -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 02:50 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი