უშვილობის ტვირთი |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
უშვილობის ტვირთი |
marine |
Aug 4 2022, 08:40 PM
პოსტი
#1
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"უფალი ზოგ ოჯახს მრავალ შვილს უვლენს, ზოგს კი არცერთი არ ჰყავს, და ეს, უზენაესი განგებით, იმ მიზეზითა და მიზნით, რომ მათ სხვისი ობოლი გაზარდონ და ამით დაიმკვიდრონ საუკუნო სიცოცხლე. ხშირია შემთხვევები, როცა ქალს ექიმები იმედს გადაუწურავენ და იგი სხვის მიერ გაჩენილ, მიუსაფარ ბავშვს იშვილებს, მრავალმოწყალე ღმერთი კი, ამის წილ, მას შვილიერების კარს უღებს და საკუთარ შვილებსაც აჩენს".
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Mar 10 2023, 08:10 PM
პოსტი
#2
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ნეტარი ქსენია ხშირად ეხმარება ჩემს ოჯახს და პირადად მე. მის ლოცვასა და მეოხებას ღვთის წინაშე ჩვენ ვგრძნობთ გამუდმებით.
ნეტარი ქსენია, ფაქტიურად, ჩვენი ოჯახური წმინდანია და მისი ხსენების დღეს განსაკუთრებულად აღვნიშნავთ. ვაჟის დაბადების შემდგომ მე დიდი ხანი არ მყავდა შვილი, მაგრამ ძალიან მინდოდა. მე ყოველთვის ვოცნებობდი დიდ ოჯახზე. და აი, მე აღვასრულე მომლოცველობა, რომელმაც რადიკალურად შეცვალა ჩემი ცხოვრება. მივედი ჩემს საყვარელ ნეტარ ქსენიასთან, სმოლენსკის სასაფლაოზე, პეტერბურგში, ვილოცე, რომ წმინდანს ეჩუქებინა ჩემთვის შვილი და რადგან ვაჟი უკვე მყავდა, რა თქმა უნდა, მინდოდა ქალიშვილი. თუმცა მეორე ვაჟის დაბადაბაც ძალიან გამიხარდებოდა. შევპირდი, რომ თუკი გოგონა მეყოლებოდა ქსენიას დავარქმევდი. ისე გამოვიდა, რომ ერთდროულად ორი ბავშვი ვითხოვე. ალბათ ეს წარსული უნაყოფო 9 წლის გამოძახილი იყო. საბოლოო ჯამში ჩვენ გვეყოლა არა მხოლოდ ქსენია, არამედ სოფიაც, რასაც არავინ ელოდა. ფეხმძიმობისას ჯერ არ ვიცოდი, რომ ტყუპებს ველოდებოდი და კიდევ ერთხელ გავემგზავრე პეტერბურგში, რომ წმ. ქსენიასთვის მადლობა გადამეხადა. სანამ ფეხმძიმედ დავრჩებოდი მეგობარს მივწერე - ძალიან მინდა გოგონა, უკეთესი იქნება ერთბაშად ორი მეთქი. მაგრამ ასეთი ბედნიერების მოლოდინი არ მქონდა, მით უფრო, რომ ტყუპები არც ჩემ გვარში იყვნენ და არც მეუღლის ნათესაობაში. უფალი, ჭეშმარიტად, კითხულობს ჩვენს გულისხმებს - გინდოდა ბევრი ბავშვი? - აჰა შენ ბევრი და ერთბაშად. ქმარმა შემდგომ მითხრა - შენ ხომ წმ. ქსენიას სთხოვე - აი, შედეგიც, ქსენია გვეხმარება რადიკალურადო. მალე ჩემი ტყუპები 5 წლის ხდებიან - ლამაზები, ჭკვიანები, კეთილები, ჩემი დამხმარეები. მათი დაბადების ისტორია უკვე იციან, რადგან ჩვენ ყოველ დღე ვლოცულობთ ღვთისა და წმ. ქსენიას მიმართ მადლიერების სიტყვებით". /მხევალი ღვთისა ეკატერინე/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 12:14 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი