წყევლა |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
წყევლა |
ბექა |
Jan 10 2010, 03:16 PM
პოსტი
#1
|
Advanced Member ჯგუფი: Moderator პოსტები: 5,748 რეგისტრ.: 26-October 06 წევრი № 333 |
არ ვიცი არის თუ არა ესეთი თემა, მაგრამ გუშინდლის მერე გამიჩნდა ესეთი კითხვა? ერთი ამბის მოსმენის შემდეგ, როგორი დამოკიდებულება აქ მართლმადიდებლურ ეკლესიას წყევლასთან? კონკრეტულად საგვარეულო წყევლას ვგულისხმობ? არსებობს ესეთი რამ? რა თქმა უნდა ლოცვით და ზიარებით შეიძლება ყველაფრის განკურნება, მაგრამ ამ შემთხვევაში დედა ეკლესიას როგორი დამოკიდებულება აქ ამ ფაქტთან, ვიცი რომ ბევრი შემთხვევაა დაფიქსირებული.
|
marine |
Mar 15 2023, 04:17 PM
პოსტი
#2
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
" - წმიდაო მამაო, როდის აქვს ძალა წყევლას?
- წყევლას ძალა მაშინ აქვს, როდესაც ის უსამართლობაზე რეაგირებას წარმოადგენს. მაგალითად, როდესაც ერთი ქალი სასაცილოდ იგდებს მეორეს - ტანჯულს, ან რაიმე ბოროტებას ჩაიდენს მის მიმართ და დაზარალებული დაწყევლის, რომ წყეული იყოს მისი შთამომავლობა, ვინც უსამართლოდ მოიქცა - აი, ამ წეყვლას ძალა აქვს. ღმერთი უშვებს, წყევლას ჰქონდეს ძალა ისევე, როგორც, ვთქვათ, უშვებს იმას, რომ ერთმა ადამიანმა მეორე მოკლას. თუმცა, უსამართლობა რომ არ ყოფილიყო, წყევლა უკან დაუბრუნდებოდა მას, ვისგანაც გამოვიდა. - წყევლისაგან გათავისუფლება რა გზით არის შესაძლებელი? - სინანულითა და აღსარებით. მე მრავალი ასეთი შემთხვევა ვიცი. ადამიანებმა, რომლებიც წყევლის გამო იტანჯებოდნენ, როდესაც გააცნობიერეს, რომ ისინი წყევლის ქვეშ იყვნენ, რადგანაც თავს რაღაცაში დამნაშავედ გრძნობდნენ, შეინანეს, აღსარება თქვეს და მთელი მათი უბედურება ამით დასრულდა. თუკი იგი, ვინც დამნაშავეა, იტყვის: "ღმერთო ჩემო, მე ჩავიდინე ასეთი და ასეთი უსამართლობა, შემინდე!" - და ტკივილითა და გულწრფელობით აღიარებს თავის ცოდვებს აღსარებაზე, მოძღვრის წინაშე, მაშინ ღმერთი შეუნდობს მას. ის ხომ ღმერთია!.." /ღირსი პაისი ათონელი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 23rd September 2024 - 02:05 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი