დეპრესია - სევდიანი ადამიანი |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
დეპრესია - სევდიანი ადამიანი |
marine |
Oct 20 2019, 09:41 PM
პოსტი
#1
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"კიდევ ერთი რამ, რაც სევდიან ადამიანს შეიძლება დაეხმაროს, არის შრომა, ცხოვრებისადმი ინტერესი. ბაღი, მცენარეები, ყვავილები, ხეები, აგარაკი, სიარული, ბუნებაში გასეირნება - ყველაფერ ამას ადამიანი უმოქმედო მდგომარეობიდან გამოჰყავს და ახალ ინტერესებს აღუძრავს, რადგან ეს საშუალებები წამალივით მოქმედებს.
ძალიან კარგია, დავკავდეთ ხელოვნებით, მუსიკით და ა.შ. თუმცა ყვველაზე დიდ მნიშვნელობას ეკლესიას, მსახურებებს, წმინდა წერილის შესწავლას ვანიჭებ. ღვთის სიტყვის შესწავლით ადამიანი იკურნება ისე, რომ ვერც კი აცნობიერებს ამას". "განკურნებისთვის საჭიროა, რომ ადამიანმა წადიერებით შეიყვაროს ღმერთი. ბევრმა წმინდანმა ქრისტეს სიყვარულით სევდა სიხარულად გარდაქმნა" /წმ. პორფირი კავსოკალიველი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Mar 15 2023, 05:43 PM
პოსტი
#2
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ერული იოლი ცხოვრება, ერული წარმატებები სულში ერულ შფოთს ნერგავენ, გარეგნული განათლებულობა სულიერ შფოთთან ერთად ყოველდღიურად უბიძგებს ასობით ადამიანს (თვით სულის სიმშვიდედაკარგულ პატარა ბავშვებს) ფსიქოანალიზსა და ფსიქიატრს მიმართონ. შენდება ახალი და ახალი ფსიქიატრიული საავადმყოფოები; იხსნება ფსიქიატრებისათვის კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსები, მაშინ, როცა ფსიქიატრების უმრავლესობას არც ღმერთი სწამს და არც სულის არსებობა. ნეტავ როგორ შეძლებენ ასეთი ადამიანები, დაეხმარონ სხვა ადამიანების სულებს, როდესაც თვითონაც სულიერი შფოთით არის სავსენი? როგორ შეძლებს ჭეშმარიტად ანუგეშოს ადამიან მან, ვისაც ღემრთის არსებობის ჭეშმარიტება და სიკვდილის შემდგომ სულის უკვდავება არ სწამს?! თუ ადამიანი ჭეშმარიტი ცხოვრების უღრმეს არსს მისწვდება, მაშინ მისი სულიდან შფოთი ქრება, მასთან საღმრთო ნუგეში მოდის და იგი განიკურნება. ავადმყოფს რომ ფსიქიატრიულ კლინიკაში ხმამაღლა უკითხავდნენ ამბა ისაკ ასურს, მაშინ ღვთისმორწმუნე ავადმყოფები გამოჯანმრთელდებოდნენ, იმიტომ, რომ ისინი ცხოვრების უღრმესს არსს ჩასწვდებოდნენ.
ნებისმიერ ფასად - დამამშვიდებელი წამლების საშუალებით და იოგის სხვადასხვა ტიპის სწავლებებით - ადამიანები ცდილობენ სიმშვიდეს მიაღწიონ. მაგრამ ისინი არ ესწრაფიან ნამდვილ სიმშვიდეს, რომელსაც ის მოიპოვებს, ვინც თავს დაიმდაბლებს და ამის შედეგად საღმრთო ნუგეშით აღივსება" /ღირსი პაისი ათონელი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 22nd September 2024 - 10:07 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი