ქალწულება და სისუფთავე სულისა და ხორცისა |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ქალწულება და სისუფთავე სულისა და ხორცისა |
marine |
Nov 2 2017, 10:48 AM
პოსტი
#1
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
დღეს, როცა უზნეობა მძლავროს, როცა ცდილობენ ქალწულება დააკნინონ, ვფიქრობ, ამ თემის გახსნა დროულია (თუ უკვე დაგვიანებული არ არის)...
„ეგნატე ღმერთშემოსილი ფილადელფიელთა მიმართ ეპისტოლეში მელქისედეკის შესახებ წერს: „რადგანაც იგი იყო მეფეც და მღვდელმთავარიც, და მთელი ცხოვრების მანძილზე ქალწული, ამიტომ იყო ძე ღმრთისას, მეფისა და მღვდელმთავრის, ქალწულებისა და სისუფთავის წყაროს, ქალწულთა სასიძოს წინასახე“. "პატიოსნების დეფიციტია ქვეყანაში და არა იმდენად ლუკმა-პურისა!" -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Mar 22 2023, 06:26 PM
პოსტი
#2
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ქვეყნიერება რომ გაიხწნა - ეს სამწუხარო ჭეშმარიტებაა. და ადამიანი, რომელიც ცდილობს, სიწმინდე შეინარჩუნოს, სადაც არ უნდა აღმოჩნდეს, ყველგან გაისვრება. თუმცა განსხვავება იმაშია, რომ ღმერთი არ მოითხოვს თანამედროვე ადამიანისგან ისეთ სიწმინდეს, რასაც უძველეს ეპოქაში მოითხოვდა იმ ქრისტიანისგან, რომელსაც უმანკოებაში სურდა ეცხოვრა. საჭიროა ცივსისხლიანობა, ყმაწვილმა უნდა გააკეთოს ის, რასაც შეძლებს: იღვაწოს და ცოდვის მიზეზებს გაექცეს. დანარჩენში ქრისტე დაეხმარება, სულში დანთებული საღმრთო მოშურნეობა იმდენად ცეცხლოვანია, რომ ძალა შესწევს, სხვა ყველა დანარჩენი სურვილი და უღირსი სახე დაწვას. როცა ადამიანში ეს ცეცხლი აალდება, მაშინ იგი იმ საღმრთო სიტკბოებასაც შეიგრძნობს, რომელიც ვერ გაუტოლდება ნებისმიერ სხვა სიტკბოებას. იგი, ვინც ეს ზეციური მანანა იგემა, ველური "ხისა მის რქისა", ნაყოფის სიტკბოებას არაფრად ჩააგდებს. ამიტომ ახალგაზრდამ მაგრად უნდა ჩასჭიდოს ხელი საჭეს, პირჯვარი გადაისახოს და შიში არაფრისა ჰქონდეს.
მამა ავგუსტინე მიამბობდა, თუ როგორ მოეწყო იგი მორჩილად ერთ-ერთ მონასტერში, თავის ქვეყანაში - რუსეთში. მონასტრის თითქმის ყველა ძმა მოხუცი იყო და ამიტომ მას აგზავნიდნენ, რომ მონასტრის მეთევზეს თევზაობაში დახმარებოდა, რადგანაც სავანე ძირითადად თევზჭერით ცხოვრობდა. ერთხელ მდინარის ნაპირას, სადაც ისინი შრომობდნენ, მოვიდა მეთევზის ქალიშვილი და მამას უთხრა, რომ რაღაც სასწრაფო საქმისთვის დაუყოვნებლივ შინ წასულიყო. თვითონ კი მორჩილის დასახმარებლად დარჩა. იმ საბრალოს ეშმაკის განსაცდელი ეწვია და ისე, რომ ვერც გააცნობიერა, თუ რას აკეთებდა, მივარდა და გადაეხვია მას - ცოდვილი განზრახვით. თავდაპირველად ანტონი - ასე ეძახდნენ მამა ავგუსტინეს ერში, - დაიბნა, რადგანაც ყველაფერი მოულოდნელად მოხდა, მაგრამ შემდეგ პირჯვარი გადაისახა და შესძახა: "ჯობიდა დავიღრჩო, ვიდრე შევცოდო!" და ნაპირიდან შუა მდინარეში გადახტა. მაგრამ, როდესაც მოწყალე ღმერთმა ამ წმინდა ყმაწვილის მოშურნეობა იხილა, უმანკოების დაცვა რომ სურდა, წმ. მარტინიანეს მაგალითი გაიმეორა, წყლის ზედაპირზე ისე შეაჩერა, რომ არც კი დასველებულა. - "წყალში თავდაღმა გადავხტი - მიამბობდა შემდეგ ბერი, - და მიუხედავად ამისა, ვერც გავიგე, როგორ აღმოვჩნდი წყლის ზედაპირზე - გამართულად მდგარი, ტანსაცმელიც კი არ დამისველდა!" იმ წუთებში იგი შინაგან სიმშვიდეს და გამოუთქმელ სიტკბოებას გრძნობდა, რომელმაც სრულიად განდევნა ყოველგვარი ცოდვილი აზრი და ხორციელი განხურვება, რომელიც თავდაპირველად აღძრა მასში ქალიშვილის თავშეუკავებელმა ქმედებამ. ხოლო მან, როდესაც წყლის ზედაპირზე ამართული ანტონი იხილა, შეძრულმა ამ დიდი სასწაულით, ქვითინი დაიწყო და მოინანია თავისი ცოდვა". /ღირსი პაისი ათონელი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th September 2024 - 10:28 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი