წინასწარმეტყველები ძველი აღთქმისა |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
წინასწარმეტყველები ძველი აღთქმისა |
marine |
Aug 10 2017, 10:19 AM
პოსტი
#1
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
წმინდა მოსე წინასწარმეტყველი
"მოსეს ბავშვობიდან ერთ ამბავს მოგვითხრობს ბიზანტიელი ისტორიკოსი გიორგი კედრინი (XIს.): ერთხელ ფარაონის ასულმა მამას მიუყვანა შვილობილი. თამაშისას ბავშვმა ფარაონს გვირგვინი მოაძრო და ზედ ამოტვიფრული კერპის გამოსახულება ფეხით დათრგუნა. ერთმა მოგვმა მისი მოკვლა ურჩია ფარაონს, სხვები კი ეუბნებოდნენ, - ბავშვმა ეს დაუფიქრებლად გააკეთაო და მის უბრალოებაში დასარწმუნებლად ბიჭს ნაკვერჩხლები მისცეს. მან ერთი მათგანი ენაზე დაიდო, დაეწვა და იმის შემდეგ ენაბლუ შეიქმნაო. ქორების მთის ახლოს ებრაელებს დაეცნენ თავს ამალეკნი. მოსემ მათ წინააღმდეგ გაგზავნა ჯარი ისუ ნავეს წინამძღოლობით. თვითონ მთაზე ავიდა და ლოცულობდა ხელებგაშლილი (ჯვარს გამოსახავდა ამით). აარონმა შეამჩნია - როცა მოსე ხელებს დაუშვებდა, ამალეკნი ერეოდნენ ებრაელებს. მოიტანეს დიდი ქვა, დასვეს მოსე, აარონი და კიდევ ორი შეუდგნენ მხრებში და წმინდანის ლოცვით ებრაელებმა სძლიეს მტერს. უფალმა უბრძანა მოსეს: დაწერე ესე წიგნში სახსოვრად და მე აღვხოცო სახსენებელი ამალეკისა ცასა ქვეშეო. ღვთის ბრძანებით მოსემ გამოთალა ორი ქვის ფიცარი, ავიდა სინას მთაზე და 40-დღიანი მარხვისა და ლოცვის შემდეგ უფალმა უჩვენა განსაკუთრებული სახით თავისი დიდება და უბრძანა, ქვის ფილებზე წაეწერა ათი მცნება. მთიდან ჩამოსულ ღვთის მხილველ მოსეს სახე უბრწყინავდა, ებრაელები თვალს ვერ უსწორებდნენ ღვთის დიდების ანარეკლს. იმ დღიდან მოსემ გაიკეთა პირის საფარველი და მხოლოდ მაშინ აიხდიდა, როცა ღვთის წინაშე წარსდგებოდა. ბევრი იღვაწა თავისი ერისთვის წმინდა მოსემ. ერთხელ, როცა იდრტვინეს მასზე, ღმერთმა დასასჯელად გველები მიუვლინა და მრავალი ისრაელიტელი დაიხოცა. დამდაბლდა ხალხი და ღვთის ბრძანებით, წმინდა მოსემ სპილენძის გველი გააკეთებინა და ხეზე დააკიდებინა. გველისგან ნაკბენი კაცი, ვინც სარწმუნოებით შეხედავდა სპილენძის გველს, მორჩებოდა. ეს იყო მე-40 წელს. მანამდე, ამავე წელს, როცა ებრაელებმა წყლის გამო იდრტვინეს, უფალმა უთხრა მოსეს და აარონს: ხალხის თანდასწრებით კვერთხი ერთხელ დაარტყით კლდეს და ჩემი სახელით წყლის გამოცემა უბრძანეთო. მათ კი სწორად არ შეასრულეს ღვთის ბრძანება - ორჯერ დაარტყეს კლდეს კვერთხი და თქვეს, - ისმინეთ ჩემი, ურჩნო, ნუთუ ამ კლდისაგან გამოგიდინოთ წყალიო? ამიტომ უფალმა უთხრა მოსეს და აარონს: რადგანაც არ გრწმენა ჩემი და ჩემი ყოვლისშემძლეობა ხალხს არ აჩვენეთ, არ შეიყვანთ ერს აღთქმის მიწაზეო. მართლაც, მალე გარდაიცვალა აარონი, სამღვდელმთავრო შესამოსლით კი მისი ძე ელეაზარი შეიმოსა. როცა ებრაელები აღთქმული ქვეყნის საზღვარზე მივიდნენ, ღმერთმა ამცნო წმინდა მოსეს სიკვდილის მოახლოება, უბრძანა, თავის მაგივრად ებრაელების წინამძღოლად ისუ ნავეს ძე დაედგინა. წმინდა მოსემ ხელნი დაასხა ისუ ნავეს ძეს, აკურთხა და გადასცა თავისი უფლებები. შემდეგ კიდევ ერთხელ შეკრიბა ებრაელნი და კიდევ ერთხელ დამოძღვრა, ღვთის ბრძანებით ავიდა ნაბავის მთაზე, იქიდან გადახედა აღთქმულ ქვეყანას და გარდაიცვალა. ისე დაკრძალეს, რომ ვერავის შეეტყო მისი საფლავის ადგილმდებარეობა, რათა ხალხს არ გაეღმერთებინა. მაშინ ის 120 წლისა იყო. შეგვეწიოს მისი წმინდა ლოცვა ჩვენც, ახალ ისრაელს - მართლმადიდებელ ქრისტიანებს." -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Mar 24 2023, 02:11 PM
პოსტი
#2
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ერთხელ ყოვლადბრძენ სოლომონს ზუსტად ერთნაირად ჩაცმული ბიჭები და გოგონები მიუყვანეს, რომ ერთმანეთისგან გაერჩია ისინი. სოლომონმა ისინი წყაროზე მიიყვანა და უბრძანა, პირი დაებანათ. იმის მიხედვით, თუ როგორ იბანდნენ ისინი, სოლომონმა გაარჩია ბიჭები და გოგონები. გოგონები ნაზად იბანდნენ თვალებს, ბიჭები კი თამამად ისხამდნენ წყალს და ლოყებზე ხელებს იტყაპუნებდნენ"
/ღირსი პაისი ათონელი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th September 2024 - 12:14 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი