წყევლა |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
წყევლა |
ბექა |
Jan 10 2010, 03:16 PM
პოსტი
#1
|
Advanced Member ჯგუფი: Moderator პოსტები: 5,748 რეგისტრ.: 26-October 06 წევრი № 333 |
არ ვიცი არის თუ არა ესეთი თემა, მაგრამ გუშინდლის მერე გამიჩნდა ესეთი კითხვა? ერთი ამბის მოსმენის შემდეგ, როგორი დამოკიდებულება აქ მართლმადიდებლურ ეკლესიას წყევლასთან? კონკრეტულად საგვარეულო წყევლას ვგულისხმობ? არსებობს ესეთი რამ? რა თქმა უნდა ლოცვით და ზიარებით შეიძლება ყველაფრის განკურნება, მაგრამ ამ შემთხვევაში დედა ეკლესიას როგორი დამოკიდებულება აქ ამ ფაქტთან, ვიცი რომ ბევრი შემთხვევაა დაფიქსირებული.
|
marine |
Mar 24 2023, 09:22 PM
პოსტი
#2
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
" - სასჯელი მხოლოდ მას ეწევა ვისკენაც წყევლაა მიმართული, თუ მასაც, ვისგანაც წყევლის სიტყვები გამოვიდა?
- ის, ვისკენაც წყევლაა მიმართული, ამ ცხოვრებაში იტანჯება, თუმცა იგი, ვისგანაც წყევლა გამოდის, ამქეყნადაც იტანჯება და იმ ქვექანაშიც დაიტანჯება, რადგანაც თუ ის არ შეინანებს და აღსარებას არ იტყვის, იქ დაისჯება ღვთისაგან, როგორც ავაზაკი. შეიძლება, ვიღაცამ მართლაც გაგანაწყენა, მაგრამ, როდესაც შენს შეურაცხმყოფელს წყევლი, ეს იგივეა, თოფი აიღო და მოკლა იგი. რა უფლებით აკეთებ ამას? რაც არ უნდა დაგიშაოს მან, მისი მოკვლის ნება მაინც არა გაქვს. როცა ადამიანი ვინმეს წყევლის, ეს იმას ნიშნავს, რომ მასში ბოროტება არსებობს. ადამიანი სხვას მაშინ წყევლის, როცა მთელი არსებით სურს მისთვის ბოროტება" /ღირსი პაისი ათონელი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 24th September 2024 - 07:57 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი