დეპრესია - სევდიანი ადამიანი |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
დეპრესია - სევდიანი ადამიანი |
marine |
Oct 20 2019, 09:41 PM
პოსტი
#1
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"კიდევ ერთი რამ, რაც სევდიან ადამიანს შეიძლება დაეხმაროს, არის შრომა, ცხოვრებისადმი ინტერესი. ბაღი, მცენარეები, ყვავილები, ხეები, აგარაკი, სიარული, ბუნებაში გასეირნება - ყველაფერ ამას ადამიანი უმოქმედო მდგომარეობიდან გამოჰყავს და ახალ ინტერესებს აღუძრავს, რადგან ეს საშუალებები წამალივით მოქმედებს.
ძალიან კარგია, დავკავდეთ ხელოვნებით, მუსიკით და ა.შ. თუმცა ყვველაზე დიდ მნიშვნელობას ეკლესიას, მსახურებებს, წმინდა წერილის შესწავლას ვანიჭებ. ღვთის სიტყვის შესწავლით ადამიანი იკურნება ისე, რომ ვერც კი აცნობიერებს ამას". "განკურნებისთვის საჭიროა, რომ ადამიანმა წადიერებით შეიყვაროს ღმერთი. ბევრმა წმინდანმა ქრისტეს სიყვარულით სევდა სიხარულად გარდაქმნა" /წმ. პორფირი კავსოკალიველი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Mar 25 2023, 09:59 PM
პოსტი
#2
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ერთხელ ჩემთან სენაკში ერთი ფსიქიკადარღვეული ყმაწვილი მოვიდა. ის მარწმუნებდა, რომ იტანჯება რაღაც მემკვიდრეობითი მგრძნობელობისაგან, რომელიც მშობლებისაგან გადმოეცა. "- რა მემკვიდრეობრივზე მელაპარაკები - ვუთხარი მე, - პირველ რიგში შენ დასვენება გჭირდება, სწავლა შემდეგ დაამთავრე, მერე არმიაში იმსახურე და ყველაფერი ამის შემდეგ სამუშაოზე მოეწყვე". საბრალო დამემორჩილა და თავისი გზა იპოვა. ამგვარად პოულობენ ადამიანები საკუთარ თავს.
- წმიდაო მამაო, სამუშაო მალე მღლის, რა არის ამის მიზეზი? - რაც შენ არ გყოფნის, ეს მოთმინებაა, შენი მოუთმენლობის მიზეზი კი ისაა, რომ ბევრს იღებ საკუთარ თავზე. შენ ყოველ მხარეს აწყდები და ძალებისაგან იცლები, ამას კი ნევროზისაკენ მიჰყავხარ, იმიტომ, რომ ღვთისმოსაობა გაქვს და საქმის გამო გული გტკივა" /ღირსი პაისი ათონელი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 24th September 2024 - 06:58 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი