წმინდა ნიკოლოზი და მისი სასწაულები |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
წმინდა ნიკოლოზი და მისი სასწაულები |
marine |
Aug 15 2018, 06:48 PM
პოსტი
#1
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"დიაკვანმა სპირიდონმა სოფელ კაპუჩოდან (ლუმუმბაშის რაიონი, კატანგის პროვინცია, კონგო) მოგვითხრო: "ეს მოხდა 1998 წელს. ჩვენს სოფელში წმინდა ნიკოლოზ სასწაულთმოქმედის ხატი მივაბრძანე და ეზოში აღვმართე. იმ დღეს გარეთ არ გამოვსულვარ. ერთი ქალი სხვებთან ერთად მინდვრისკენ გაემართა სამუშაოდ.
ხატი რომ დაინახა, დაცინვით თქვა: - ეს ვინ არის?! ყაჩაღს ჰგავს! შეხედეთ მის მახინჯ სახეს! სხვებმა, თუმცა მართლმადიდებელი ქრისტიანები არ იყვნენ, უთხრეს: - ნუ შეურაცხყოფ იმ წმინდანს, რომლის ხატიც მოიტანა მამა სპირიდონმაო! მაგრამ არ დაუჯერა და წმინდა ნიკოლოზის ლანძღვა განაგრძო. ღამე ძილში მას ლამაზი სამოსით მოსილი, ჭაღარა ბერიკაცი გამოეცხადა და უსაყვედურა: - რისთვის გამლანძღეო. არ გამილანძღიხარო, - უპასუხა ქალმა. მაშინ წმინდანმა უთხრა: - მე ის ვარ, ვინც შენ გუშინ შეურაცხყავი. ხომ ხედავ, გამოგეცხადე, შენ კი გუშინდელივით უხეშად მექცევიო. ქალი მის წინ მუხლებზე დაეცა: - ჰოი, წმინდანო, მაპატიე, აღარ გაგაბრაზებ! გაფრთხილდი, მეტად აღარ დამცინოო, - უთხრა წმინდანმა და უჩინო შეიქმნა. ქალი მეორე დღეს მამა სპირიდონთან მივიდა და შენდობა სთხოვა." -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Apr 12 2023, 08:20 PM
პოსტი
#2
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"2005 წლის ივლისში გარდაიცვალა დედა. არ იყო გასული 40 დღე, გადავწყვიტე სასაფლაოზე გასვლა. დედის საფლავთან იჯდა კაცი, საშიში გარეგნობით. ერთმანეთს გადავხედეთ. შევბრუნდი და წავედი. გავიფიქრე - ახლა გამომყვება მეთქი. ასეც მოხდა - გამომყვა ის და კიდევ ორ მეტრიანი სხვა კაცი. შემეშინდა - იყო შემთხვევები, როცა სასაფლაოზე ადამიანებს თავს ესხმოდნენ.
და აი, ბუჩქებიდან გამოვიდა მოხუცი, გავიფიქრე - ვიღაცის საფლავზე მიდის მეთქი. მე ყურადღება მივაქციე მის სახეს - არაჩვეულებრივი, სუფთა, ნათელი - გადმოცემაც მიჭირს, თეთრი წვერითა და თმით. ნაცნობი სახე იყო - ნეტავ სად მინახავს? - გავიფიქრე. მან უბრალოდ შემომხედა და გაუარა დედის საფლავს, მე გავყევი მას. ის ორი კაციც გამოგვყვა, მაგრამ ნაბიჯს არ უმატებდნენ. გზად მე შევიარე ჩემი ქმრის საფლავზე, დავაწყვე ყვავილები. მოხუცი გაჩერდა, დამიცადა, ის ორიც ასევე. გამოვაღწიეთ სამშვიდობოს და ვხედავ - მოხუცი თითქოს გაქრა. სახლში მშვიდობიანად დავბრუნდი. როცა ტაძარში მივედი, მოვილოცე წმ. ნიკოლოზის ხატი და გავოცდი - ეს ხომ ჩემი გადამრჩენელი მოხუცი იყო! ის დამეხმარა ისე, რომ არც კი მითხოვია - მადლობა უფალს, რომ ამის ღირსი გავხდი". -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 10:57 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი