წმ. გრიგოლ პალამა, ჰომილიები |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
წმ. გრიგოლ პალამა, ჰომილიები |
აკაკი |
Feb 15 2012, 08:18 PM
პოსტი
#1
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 2,626 რეგისტრ.: 21-May 09 წევრი № 7,018 |
ხომ არ იცით სად ვიყიდი წმ. გრიგოლ პალამას ჰომილიებს...
სამწუხაროდ არ ვიცი სახელწოდება ზუსტად როგორია, მაგრამ ვიცი, რომ ფერისცვალების შესახებაა და სწორედ ეგ მჭირდება |
marine |
Apr 17 2023, 08:21 PM
პოსტი
#2
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"წმინდა გრიგოლ პალამამ მდუმარების, მღვიძარებისა და განსაკუთრებით, უწყვეტი ლოცვის დიდმა მნათობმა ლოცვის შესახებ ყველაზე დიდი და სრული მეთოდოლოგიური სწავლება დაწერა. მას "მღვიძარეტა კორიფე და წინამძღვარი" ეწოდა.
როცა იგი თავისი კრებულით დიდი ლავრის გარეთ მოღვაწეობდა, ასეთი ჩვენება იხილა: თვალწინ ქოთნის მსგავსი ჭურჭელი ედგა, რომელიც ისე იყო პირამდე სავსე, რომ სითხე იღვრებოდა და იკარგებოდა. ჭურჭელში მდგარი საუცხოო თეთრი სასმელი რძეს ჰგავდა. ეთი წმინდა იერსახის ადამიანი ეუბნება: "გრიგოლ, რატომ ღვრი და კარგავ ამდენ სულიერ სითხეს და არ აძლევ მათ, ვისაც სჭირდება?" რა თქმა უნდა, წმიდანი მიხვდა, რომ ეს იყო ღვთის მადლი. ეს სულიერი ნივთიერება და სასმელი მის შიგნით არსებობდა, როგორც ღვთის მადლი, სიბრძნე, გამოცდილება, სიფხიზლე, სიტყვის ძალა. "რატომ ჩაგიკეტავს ეს ყველაფერი აქ, ამ ადგილას, - ეუბნება ის, - და არ უზიარებ უძლურ, დამშეულ და მწყურვალ ადამიანებს?" მართლაც, წლების შემდეგ, რა თქმა უნდა, ღვთის შეწევნითა და წინამძღოლობით, წმინდა გრიგოლი ხალხმრავალ გარემოში მოხვდა და სულიერი საზრდო უშურვლეად გაუნაწილა სულიერ სარგებელს მოწყურებულ მრავალ ადამიანს. მაშინაც კი, როცა მას ხალხში ყოფნა უწევდა, განმარტოებით ლოცულობდა. სენაკში განხმოლოებული მდუმარებაში იმყოფებოდა და მხოლოდ შაბათ-კვირას ესწრებოდა წირვას. კვირის დანარჩენი ხუთი დღის განმავლობაში სენაკში იკეტებოდა და საერთოდ არ გამოდიოდა გარეთ. არც საკვებს იღებდა, არც სასმელს. მხოლოდ შაბათობით არღვევდა მდუმარებას და საღვთო ლიტურგიაზე მიდიოდა. წმინდა ზიარებას რომ მიიღებდა, სატრაპეზოში ჩადიოდა მამებთან და ძმებთან სასაუბროდ. კვირას კი, ნაშუადღვდიდან ისევ მდუმარებას იცავდა მომავალ შაბათამდე" /არქიმანდრიტი ეფრემ არიზონელი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 01:59 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი