წმინდა ნიკოლოზი და მისი სასწაულები |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
წმინდა ნიკოლოზი და მისი სასწაულები |
marine |
Aug 15 2018, 06:48 PM
პოსტი
#1
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"დიაკვანმა სპირიდონმა სოფელ კაპუჩოდან (ლუმუმბაშის რაიონი, კატანგის პროვინცია, კონგო) მოგვითხრო: "ეს მოხდა 1998 წელს. ჩვენს სოფელში წმინდა ნიკოლოზ სასწაულთმოქმედის ხატი მივაბრძანე და ეზოში აღვმართე. იმ დღეს გარეთ არ გამოვსულვარ. ერთი ქალი სხვებთან ერთად მინდვრისკენ გაემართა სამუშაოდ.
ხატი რომ დაინახა, დაცინვით თქვა: - ეს ვინ არის?! ყაჩაღს ჰგავს! შეხედეთ მის მახინჯ სახეს! სხვებმა, თუმცა მართლმადიდებელი ქრისტიანები არ იყვნენ, უთხრეს: - ნუ შეურაცხყოფ იმ წმინდანს, რომლის ხატიც მოიტანა მამა სპირიდონმაო! მაგრამ არ დაუჯერა და წმინდა ნიკოლოზის ლანძღვა განაგრძო. ღამე ძილში მას ლამაზი სამოსით მოსილი, ჭაღარა ბერიკაცი გამოეცხადა და უსაყვედურა: - რისთვის გამლანძღეო. არ გამილანძღიხარო, - უპასუხა ქალმა. მაშინ წმინდანმა უთხრა: - მე ის ვარ, ვინც შენ გუშინ შეურაცხყავი. ხომ ხედავ, გამოგეცხადე, შენ კი გუშინდელივით უხეშად მექცევიო. ქალი მის წინ მუხლებზე დაეცა: - ჰოი, წმინდანო, მაპატიე, აღარ გაგაბრაზებ! გაფრთხილდი, მეტად აღარ დამცინოო, - უთხრა წმინდანმა და უჩინო შეიქმნა. ქალი მეორე დღეს მამა სპირიდონთან მივიდა და შენდობა სთხოვა." -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Apr 19 2023, 03:21 PM
პოსტი
#2
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ახლახანს გარდაიცვალა კიროვსკის მაცხოვრებელი, 91 წლის მარია ბელოვაია.
მარია დაიბადა და აღიზარდა სვირში, გლეხის ოჯახში. მეურნეობას აწარმოებდნენ საკუთარი ძალით. ცხოვრობდნენ ღარიბად. მამა გვიან შემოდგომით მიდიოდა ბოლო გემით. მიდიოდა სამუშაოდ და გაზაფხულზე პირველი ბრუნდებოდა სახლში; მუშაობდა მიწაზე. ოჯახში შეუცვლელი წესი ჰქონდათ: წმ. ნიკოლოზის ხსენების დღეს 22 მაისს სახლში მიეწვიათ მღვდელი და გადაეხადათ სასწაულმოქმედი მღვდელმთავრის პარაკლისი. ამ პარაკლისის შემდგომ ოჯახში თითქმის ყველაფერი ლაგდებოდა და გვარდებოდა. როდესაც მარია იყო 15 წლის, მამამ რატომღაც დაიგვიანა სამუშაოდან დაბრუნება სახლში და ვერ მოუსწრო წმ. ნიკოლოზის დღესასწაულს. დადგა დღესასწაული; დედამ უთხრა ქალიშვილს - მანკა, მოდი წელს ნუღარ გადავიხდით პარაკლისს - გაზაფხულია, დრო - ფულია, ბევრი საქმე გვაქვს მინდორში და ბოსტანში. ასეც გადაწყვიტეს. როგორც აღმოჩნდა, ამ დღეს მაამ ბრუნდებოდა სახლში, ფეხი დაუცდა, გემბანზე დაეცა და ორი ნეკნი მოიტეხა. სახლში ვერ მიაღწია - დიდი ხნით დააწვინეს საავადმყოფოში. დედა-შვილს მოუწიათ მთელი გაზაფხული მამის გარეშე გაეტარებინათ - გაიტანჯნენ. პარაკლისზე ეკონომია გააკეთეს და სამგიეროდ უკაცობისგან რამდენი ძალა და ჯანმრთელობა გალიეს. ასე განსწავლეს უფალმა და წმ. ნიკოლოზმა ისინი. იმ დროიდან მარიას სახლში წმ. ნიკოლოზის პარაკლისი ყოველთვის ტარდებოდა და ოჯახშიც ყველაფერი იყო მშვიდად" /ანა, ქალაქი კიროვსკი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th September 2024 - 06:31 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი