კ ი ბ ო |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
კ ი ბ ო |
marine |
Dec 4 2018, 10:14 PM
პოსტი
#1
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"მამა პორფირე კავსოკალიველი ამბობდა: ვმადლობ ღმერთს, რომელმაც ბევრი სნეულება მიბოძა. ხშირად ვეუბნები მას: "ქრისტე ჩემო, შენი სიყვარული უსაზღვროა!" ის, რასაც ვხედავ, სასწაულია. ჩემს სნეულებათა შორის კიბოც არის - ჰიპოფიზის კიბო მაქვს. იქ გაჩენილი სიმსივნე მხედველობის ნერვს აწვება და უკვე ვეღარ ვხედავ.
ტკივილი უფრო და უფრო მძაფრდება, მაგრამ ვლოცულობ, მოთმინებით ავიღე ქრისტეს ჯვარი. ენა გამეზარდა. ადრე ასეთი არ იყო. ესეც კიბოსგანაა, რომელიც თავში მაქვს. რაც დრო გადის, მდგომარეობა უარესდება. ის გაიზრდება და საუბარი გამიჭირდება. ძალზე ძლიერია ეს ტკივილი, ვიტანჯები, მაგრამ ჩემი ავადმყოფობა მშვენიერია. მე მას ვიღებ, როგორც ქრისტეს სიყვარულს. გული მემუსრება და ვმადლობ ღმერთს. ეს ჩემი ცოდვების გამოა. ცოდვილი ვარ და ღმერთი ჩემს განწმენდას ცდილობს. როცა 16 წლის ვიყავი, ღმერთს მძიმე სნეულება ვთხოვე, კიბო, რათა მისი სიყვარულისთვის მეტანჯა და განმედიდებინა იგი ტანჯვისას. დიდხანს ვლოცულობდი ასე. მოძღვარმა მითხრა, ეს ეგოიზმია და ღმერთს ამგვარად არ უნდა აიძულებდეო. ღმერთმა იცის, რაც უნდა გააკეთოს. ამგვარად ლოცვა შევწყვიტე. მაგრამ ღმერთმა არ დაივიწყა ჩემი თხოვნა და ამდენი წლის მერე ამგვარი ქველმოქმედება გამოიჩინა ჩემზე! ღმერთს არ ვთხოვ იმის აღებას, რისი მოცემაც ვთხოვე. მახარებს ის, რაც მაქვს და რომ ჩემი დიდი სიყვარულით ვეზიარები უფლის ვნებებს. ღმერთი აღმზრდის მე, "რამეთუ რომელი უყუარნ უფალსა, სწავლის; და ტანჯის" (ებრაელთა 12,6). ჩემი სნეულება განსაკუთრებული კეთილმოწყალებაა ღვთისა, რომელიც მომიწოდებს, მისი სიყვარულის საიდუმლოში შევიდე და უფლის მადლის დახმარებით ვეცდები, ვუპასუხო ამ სიყვარულს." -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Apr 19 2023, 03:51 PM
პოსტი
#2
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ეს მოხდა ვაშინგტონში, სადაც მე ვმუშაობ. ამ ამბავამდე რამოდენიმე თვით ადრე ჩემს ორი წლის ბიჭს დაუსვეს დიაგნოზი - ლეიკოზი, სისხლის კიბო. ვინც იცის, ეს რა არის, ის გამიგებს.
და ეს ამბავი მოხდა მკურნალობის ყველაზე ინტენსიურ ეტაპზე, როცა ძალიან მძიმე პრეპარატები უნდა მიგვეცა ჩვენი ციცქნა შვილისთვის, მკაცრად საათობრივად, როცა სიცხის ოდნავი მატება საავადმყოფოში წასვლას ნიშნავდა. ერთხელ ძილის წინ ჩვენმა მშვიდმა ბავშვმა აბსოლუტური ისტერიკა მოაწყო; მას ახალი ნასწავლი ჰქონდა ლაპარაკი და ვერ ვარჩევდით, რას ყვიროდა. გავიდა ნახევარ საათამდე და ძლივს გავარჩიეთ, რას ამბობდა: იმეორებდა ერთ სიტყვას - "ხატი". მაშინ სახლში ხატები თითქმის არ გვქონდა, მხოლოდ ჩვენი ზეციური მფარველები და პატარა ხატი წმ. მატრონასი, რომელიც ბებიებმა მოსკოვიდან ჩამოაბრძანეს - სწორედ ის მივეცით ბავშვს. ჩემი და ჩემი ცოლის გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, როცა ბოლო ხმაზე მყვირალ ბავშვს მოულოდნელად ჩაეძინა, ხელში ჩაბღაუჭებული ხატით, ისე მაგრამ, რომ ჩვენ ვერ შევძელით ხატის გამორთმევა. რა მოხდა მაშინ ჩვენ ვერ გავიგეთ და ვერც ჩვენმა პატარა ბიჭმა აგვიხსნა. ბავშვს დილამდე მაგრამ ეძინა - მკურნალობის დაწყებიდან პირველად. ჩვენ კიდევ დიდხანს ვუსმენდით მის სუნთქვას, შემდეგ კი თავადაც დაგვეძინა მშვიდი ძილით. მას მერე გავიდა თითქმის 8 წელი და ახლა ჩვენს შვისლ ყველაფერი კარგად აქვს. ჩვენ გვახარებს მისი წარმატებები სკოლაში, ფეხბურთზე, "ლეგოს" აწყობასა და ჭადრაკში. იმ ღამიდან წმ. მატრონა ჩვენთვის განსაკუთრებული წმინდანია. მის ხატთან მისვლისას, ვაშინგტონში, რუსულ ტაძარში - ტკვილისას, პრობლემებისას, თხოვნისას - ვიცი, რომ ის მოგვისმენს" /დიმიტრი ვლოდორევი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 01:29 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი