კ ი ბ ო |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
კ ი ბ ო |
marine |
Dec 4 2018, 10:14 PM
პოსტი
#1
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"მამა პორფირე კავსოკალიველი ამბობდა: ვმადლობ ღმერთს, რომელმაც ბევრი სნეულება მიბოძა. ხშირად ვეუბნები მას: "ქრისტე ჩემო, შენი სიყვარული უსაზღვროა!" ის, რასაც ვხედავ, სასწაულია. ჩემს სნეულებათა შორის კიბოც არის - ჰიპოფიზის კიბო მაქვს. იქ გაჩენილი სიმსივნე მხედველობის ნერვს აწვება და უკვე ვეღარ ვხედავ.
ტკივილი უფრო და უფრო მძაფრდება, მაგრამ ვლოცულობ, მოთმინებით ავიღე ქრისტეს ჯვარი. ენა გამეზარდა. ადრე ასეთი არ იყო. ესეც კიბოსგანაა, რომელიც თავში მაქვს. რაც დრო გადის, მდგომარეობა უარესდება. ის გაიზრდება და საუბარი გამიჭირდება. ძალზე ძლიერია ეს ტკივილი, ვიტანჯები, მაგრამ ჩემი ავადმყოფობა მშვენიერია. მე მას ვიღებ, როგორც ქრისტეს სიყვარულს. გული მემუსრება და ვმადლობ ღმერთს. ეს ჩემი ცოდვების გამოა. ცოდვილი ვარ და ღმერთი ჩემს განწმენდას ცდილობს. როცა 16 წლის ვიყავი, ღმერთს მძიმე სნეულება ვთხოვე, კიბო, რათა მისი სიყვარულისთვის მეტანჯა და განმედიდებინა იგი ტანჯვისას. დიდხანს ვლოცულობდი ასე. მოძღვარმა მითხრა, ეს ეგოიზმია და ღმერთს ამგვარად არ უნდა აიძულებდეო. ღმერთმა იცის, რაც უნდა გააკეთოს. ამგვარად ლოცვა შევწყვიტე. მაგრამ ღმერთმა არ დაივიწყა ჩემი თხოვნა და ამდენი წლის მერე ამგვარი ქველმოქმედება გამოიჩინა ჩემზე! ღმერთს არ ვთხოვ იმის აღებას, რისი მოცემაც ვთხოვე. მახარებს ის, რაც მაქვს და რომ ჩემი დიდი სიყვარულით ვეზიარები უფლის ვნებებს. ღმერთი აღმზრდის მე, "რამეთუ რომელი უყუარნ უფალსა, სწავლის; და ტანჯის" (ებრაელთა 12,6). ჩემი სნეულება განსაკუთრებული კეთილმოწყალებაა ღვთისა, რომელიც მომიწოდებს, მისი სიყვარულის საიდუმლოში შევიდე და უფლის მადლის დახმარებით ვეცდები, ვუპასუხო ამ სიყვარულს." -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
May 19 2023, 08:20 PM
პოსტი
#2
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატმა "ყოველთა დედოფალმა" ონკოლოგიური დაავადებისგან განკურნა მხევალი ღვთისა ნატალია. აი რას ჰყვება იგი:
"ყოვლადწმიდასადმი ლოცვითა და ჩემი რწმენით მე შევძელი იოლად გადამეტანა ფარისებრი და ლიმფური ჯირკვლების ონკოლოგიური ოპერაცია. მეტასტაზების შესახებ ცუდი ანალიზები მქონდა. ოპერაციამდე ყველა დღეს მე ტაძარში დავდიოდი და "ყოველთა დედოფლის" ხატის შესახებ სწორედ ამ დროს გავიგე. მე მაშინვე ვიგრძენი ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სიახლოვე და ვირწმუნე ოპერაციის კეთილი შედეგი; და რაოდენ დიდი იყო ქირურგის გაოცება, როცა განმეორებითმა ანალიზებმა აღარ აჩვენა მეტასტაზები და ამიტომ აღარ დამჭირდა სხივური თერაპია და ქიმიოთერაპია. ძნელია აღვწერო, როგორი გულწრფელი მადლიერებით და სულიერი სიმშვიდით ვარ ახლა სავსე. ეს ბედნიერება იფრქვევა ეკლესიის ზარების თანხლებით, იმის შეგნებისგან, რომ ღმერთი ახლოსაა, მიუხედავად იმისა, რომ საავადმყოფოში იმყოფები. მე მაქვს ძალები ახლებურად ვიცხოვრო, მწამდეს, მიყვარდეს და ვაკეთო სიკეთე ადამიანებისათვის" -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 03:17 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი