ა კ ა კ ი |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ა კ ა კ ი |
marine |
Aug 22 2016, 09:52 PM
პოსტი
#1
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
ა კ ა კ ი
აკაკის სახლი "აი, რა თქვა ერთხელ მოხუცმა ანიკო აბდუშელიშვილმა, აკაკის სახლის ძველმა მოამაგემ სხვიტორში: "ჩემო ბატონო, ამ სახლს ბალავარი არა აქვს, პირდაპირ კლდეზეა ამოშენებული. მიწისძვრის დროს ამ სოფელში ხის სახლებიც დაირღვა, აკაკის სახლს კი ერთი ბზარიც არ გასჩენია!" აკაკიც თავის სახლს ჰგავს. მისი შემოქმედება პირდაპირ ხალხის გულიდანაა აღმოცენებული, დროთა ცვლა ბზარს ვერ გაუჩენს". -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
May 20 2023, 08:16 PM
პოსტი
#2
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ამბობენ, აკაკის ლირიკა სევდიანიაო; ადამიანის შემოქმედება, ალბათ, მისი ცხოვრების ანარეკლია, და თუ ეს, მართლაც, ასეა, "სულიკოა" ამისი დასტური და ჩვენც, ჩვენი დღევანდელი საიუბილეო წერილი სასიქადულო მგოსანზე "სულიკოს" უკვდავი მელოდიის ავტორის მოგონებით გავაგრძელოთ ისე, რომ თხრობაში არ ჩავერიოთ, ვინაიდან სულგანათლებული ვარინკა წერეთელი ისე ჰარმონიულად და გულწრფელად გადმოგვცემს მოვლენათა მთელ ქარგას, აკაკის ბევრ სადავო წვრილმანსაც ნათელი ეფინება და მზის სხივივით ასპეტაკებს მის უმწიკვლო ჭაღარას:
"დაახლოებით 45 წლის წინათ აკაკიმ მიძღვნა ლექსი "სულიკო" და მითხრა, შენებურად ხმა გამოუძებნე და იმღერეო. დიდი მგოსნის შეკვეთამ, რა თქმა უნდა, საგონებელში ჩამაგდო. ლექსის მომხიბლავმა სილამაზემ ჩემში უთვალავი მუსიკალური სახეები აღძრა. ერთ მშვენიერ დღეს გიტარის აკომპანიმენტზე სრულიად მოულოდნელად ჩამოყალბიდა "სულიკოს" მელოდია. როდესაც აკაკიმ ეს მელოდია პირველად გაიგონა, დიდად ნასიამოვნები დარჩა, მამღერა მრავალჯერ, შემდეგ თავისი პორტრეტი მაჩუქა წარწერით: "ჩემს საყვარელ ბულბულს, სულიკო-ვარინკას აკაკისაგან". -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 22nd September 2024 - 07:06 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი