დეპრესია - სევდიანი ადამიანი |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
დეპრესია - სევდიანი ადამიანი |
marine |
Oct 20 2019, 09:41 PM
პოსტი
#1
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"კიდევ ერთი რამ, რაც სევდიან ადამიანს შეიძლება დაეხმაროს, არის შრომა, ცხოვრებისადმი ინტერესი. ბაღი, მცენარეები, ყვავილები, ხეები, აგარაკი, სიარული, ბუნებაში გასეირნება - ყველაფერ ამას ადამიანი უმოქმედო მდგომარეობიდან გამოჰყავს და ახალ ინტერესებს აღუძრავს, რადგან ეს საშუალებები წამალივით მოქმედებს.
ძალიან კარგია, დავკავდეთ ხელოვნებით, მუსიკით და ა.შ. თუმცა ყვველაზე დიდ მნიშვნელობას ეკლესიას, მსახურებებს, წმინდა წერილის შესწავლას ვანიჭებ. ღვთის სიტყვის შესწავლით ადამიანი იკურნება ისე, რომ ვერც კი აცნობიერებს ამას". "განკურნებისთვის საჭიროა, რომ ადამიანმა წადიერებით შეიყვაროს ღმერთი. ბევრმა წმინდანმა ქრისტეს სიყვარულით სევდა სიხარულად გარდაქმნა" /წმ. პორფირი კავსოკალიველი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
May 27 2023, 02:31 PM
პოსტი
#2
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
" - დიახ, 2020 წლის თებერვალში უწმინდესის მოწოდებითა და კურთხევით თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში დავიცავი სადოქტორო დისერტაცია თემაზე "რელიგიისა და მენტალური ჯანმრთელობის ურთიერთმიმართების საკითხები ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლში". მართლაც, ღირებული კვლევაა, რადგან თვალნათლივ გამოჩნდა, როგორ მოქმედებს რელიგია ადამიანის მენტალურ ჯანმრთელობაზე, ამ შემთხვევაში - შფოთსა და დეპრესიაზე.
ეკლესიამ და მორწმუნე ადამიანმა ისედაც იცის, როგორ მოქმედებს სულიერი ცხოვრება პიროვნებაზე, მაგრამ რაც ნათელია მორწმუნებისათვის, საზოგადოების გარკვეული ნაწილისთვის საჭოჭმანო და ძნელად გასაგებია. მორწმუნე ადამიანთა რწმენის ხარისხიდან გამომდინარე, მეტად საინტერესო და საგულისხმო მაჩვენებელი გამოიკვეთა: რესპოდენტთა 53 პროცენტს საერთოდ, არ აქვს შფოთი და დეპრესია. მიუხედავად რთული და დაძაბული ცხოვრებისა, დეპრესია არც მეორე ჯგუფში აღინიშნება, რადგან მათ ღმერთთან და ეკლესიასთან ურთიერთობის სიხარული აქვთ შენარჩუნებული. სხვებს შეიძლება არ ჰქონდეთ რაღაც დიდი სიხარული, მაგრამ არც გამოკვეთილი დეპრესია აღენიშნებათ, რადგან თუნდაც ის მინიმალური რწმენა, რომელიც აქვთ, იცავს მათ შიშისა და შფოთისაგან" /დეკ. კონსტანტინე გიორგაძე/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 24th September 2024 - 08:49 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი