კ ი ბ ო |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
კ ი ბ ო |
marine |
Dec 4 2018, 10:14 PM
პოსტი
#21
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,337 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"მამა პორფირე კავსოკალიველი ამბობდა: ვმადლობ ღმერთს, რომელმაც ბევრი სნეულება მიბოძა. ხშირად ვეუბნები მას: "ქრისტე ჩემო, შენი სიყვარული უსაზღვროა!" ის, რასაც ვხედავ, სასწაულია. ჩემს სნეულებათა შორის კიბოც არის - ჰიპოფიზის კიბო მაქვს. იქ გაჩენილი სიმსივნე მხედველობის ნერვს აწვება და უკვე ვეღარ ვხედავ.
ტკივილი უფრო და უფრო მძაფრდება, მაგრამ ვლოცულობ, მოთმინებით ავიღე ქრისტეს ჯვარი. ენა გამეზარდა. ადრე ასეთი არ იყო. ესეც კიბოსგანაა, რომელიც თავში მაქვს. რაც დრო გადის, მდგომარეობა უარესდება. ის გაიზრდება და საუბარი გამიჭირდება. ძალზე ძლიერია ეს ტკივილი, ვიტანჯები, მაგრამ ჩემი ავადმყოფობა მშვენიერია. მე მას ვიღებ, როგორც ქრისტეს სიყვარულს. გული მემუსრება და ვმადლობ ღმერთს. ეს ჩემი ცოდვების გამოა. ცოდვილი ვარ და ღმერთი ჩემს განწმენდას ცდილობს. როცა 16 წლის ვიყავი, ღმერთს მძიმე სნეულება ვთხოვე, კიბო, რათა მისი სიყვარულისთვის მეტანჯა და განმედიდებინა იგი ტანჯვისას. დიდხანს ვლოცულობდი ასე. მოძღვარმა მითხრა, ეს ეგოიზმია და ღმერთს ამგვარად არ უნდა აიძულებდეო. ღმერთმა იცის, რაც უნდა გააკეთოს. ამგვარად ლოცვა შევწყვიტე. მაგრამ ღმერთმა არ დაივიწყა ჩემი თხოვნა და ამდენი წლის მერე ამგვარი ქველმოქმედება გამოიჩინა ჩემზე! ღმერთს არ ვთხოვ იმის აღებას, რისი მოცემაც ვთხოვე. მახარებს ის, რაც მაქვს და რომ ჩემი დიდი სიყვარულით ვეზიარები უფლის ვნებებს. ღმერთი აღმზრდის მე, "რამეთუ რომელი უყუარნ უფალსა, სწავლის; და ტანჯის" (ებრაელთა 12,6). ჩემი სნეულება განსაკუთრებული კეთილმოწყალებაა ღვთისა, რომელიც მომიწოდებს, მისი სიყვარულის საიდუმლოში შევიდე და უფლის მადლის დახმარებით ვეცდები, ვუპასუხო ამ სიყვარულს." -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Jun 14 2023, 01:44 PM
პოსტი
#22
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,337 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"გეოლოგი ლიუდმილა ვასილის ასული ტოლსტიკოვა, ამჟამად მონაზონი გეორგია წერს: მეორე შემთხვევასაც მოგითხრობთ. ღვთივსულიერი ბერის კურთხევით დიდი ქალაქიდან კოზელსკში გადავედი, თავდაპირველად ნათესავები მსაყვედურობდნენ. მაგრამ ყველაფერი ღვთის განგებით ხდებოდა. კოზელსკში უვკე ავადმყოფი ჩავედი, სიმსივნე მქონდა. მკურნალობა არ მიყვარს, მაგრამ ნათესავების დაჟინებით ულტრაბგერითი გამოკვლევა ჩავიტარე მოსკოვში. ექიმმა სიმსივნის ზომა დაადგინა და მკურნალობის კურსი დამინიშნა. ერთი წელი კეთილსინდისიერად ვიმკურნალე, მაგრამ განმეორებითმა გამოკვლევამ ცხადყო, რომ მკურნალობას შედეგი არ მოაქვს. ამის შემდეგ მკურნალობა მივატოვე, უფალს მივენდე.
ახლა ვხვდები, რომ ეს კადნიერება იყო და სასწაულის ამ ჩემ მოლოდინში სიღრმისეულად გარკვეული პატივმოყვარეობა იმალებოდა. მაშინ მონასტერში ხშირად დავდიოდი და წმინდა წყაროებში განვიბანებოდი. სულიერი სარგებელი უზარმაზარი იყო, მაგრამ სიმსივნე ისეთივე რჩებოდა და ტკივილიც საკმაოდ მაწუხებდა. 1993 წლის ვნების პარასკევს მომლოცვებლობიდან ოპტინაში დავბრუნდი ჩემი მორჩილების გასაგრძელებლად. აღდგომის ღამეს კი მკვლელობა მოხდა. მახსოვს ტყეში დიდხანს მივყებოდი მკვლელის ნაკვალევს, ერთი სული მქონდა დავწეოდი. ჩემი თავის გამო აღარ მეშინოდა, ისე შემძრა ამ საზარელმა ბოროტმოქმედებამ! პროფესიით გეოლოგი ვარ და მთელი ცხოვრება მამაკაცთა კოლექტივში ვიმუშავე. თავშეკავება ჩვევად მექცა, ჩემი ცრემლი არავის დაუნახავს. დაკრძალვისას არ მიტირია, მაგრამ დაგროვილი მწუხარება უკვე მახრჩობდა. ერთხელ ახალმოწამეთა [ვასილი, ფერაპონტე და ტროფიმე] საფლავებზე არავინ იყო, მამა ვასილის საფლავზე ჯვარს მოვეხვიე და პირველად ვიტირე, არაფერს არ ვთხოვდი, მხოლოდ ვტიროდი, ძმებს ვგლოვობდი. უეცრად სიმსივნის ადგილას ისეთი მძაფრი ტკივილი ვიგრძენი, რომ ჩავჯექი. როგორღაც სვენებ-სვენებით ტაძრამდე მივაღწიე; ტკივილი ძლიერი იყო და როგორც მეჩვენებოდა, მაკურნებელი. თითქოს ვიღაცა სიმსივნეს მაცლიდა. ასე გაგრძელდა თხუთმეტიოდე წუთი და უცებ ვიგრძენი, რომ განვიკურნე. ხიბლს რომ არ შევეპყარი, ვციდლობდი ამაზე არც კი მეფიქრა, უბრალოდ ვხარობდი სიჯანსაღისა და სიმსუბუქის შეგრძნებით. მაგრამ, ეტყობა უფალს სურდა, ჩემი განკურნება განცხადებულიყო, რადგან ცოტა ხნის მერე ულტრაბგერით გამოკვლევაზე მოვხვდი, სწორედ იმ ექიმთან, ვინც სიმსივნე აღმოაჩინა. ექიმი გაოგნდა, სადღა იყო სიმსივნე! "აქ ექიმო, აქ", - ვეუბნები და ვუჩვენებ ადგილს, სადაც ადრე მტკიოდა. "მან მხოლოდ ჩაღრმავებაა დარჩენილი, სიმსივნის შემდეგ", - მიპასუხა. თუმცა ბოლომდე მაინც ვერ დაიჯერა და ნახევარი წლის შემდეგ განმეორებითი გამოკვლევა დამინიშნა, რომელმაც კიდევ ერთხელ დაადასტურა - განკურნება სრული გახლდათ. თავიდან ჩემს განკურნებას არ ვამხელდი, მაგრამ მე ცოდვილის გამო ხომ არ მოხდა სასწაული, არამედ ოპტინელი ახალმოწამეების განსადიდებლად. აი, რატომ გადავწყვიტე წერილობით დამემოწმებინა განკურნების სასწაული. საჭიროების შემთხვევაში შემიძლია, წარმოვადგინო სამედიცონო ცნოებები". -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 28th September 2024 - 05:33 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი