IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> მეფე ვახტანგ გორგასალი, "უშიშ იყო ვითარცა უხორცო"
marine
პოსტი Jun 16 2023, 07:57 PM
პოსტი #1


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 64,002
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"საოცარი გარეგნობით გამოირჩეოდა თურმე მეფე: იყო "უმაღლეს კაცთა მის ჟამისათა" (2 მეტრი და 40 სმ) და "უმშვენიერეს სახითა". შეეძლო ბრძოლა ურიცხვ ლაშქართან და მხრებზე ცხენშემოდებული შეუსვენებლივ ადიოდა მცხეთიდან არმაზის ციხემდე. დაეწეოდა გაქცეულ ირემს და რქებით დაიჭერდა. საოცრად ჰყვარებია რაინდული ორთაბრძოლები. ორი გოლიათი მოუკლავს 16 წლისას, ოსეთში პირველი ლაშქრობის დროს - თარხან ხაზარი და ბაყათარ ოსი, საბერძნეთში ლაშქრობისას მათი სარდალი - პოლიკარპოსი, ინდოეთში ლაშქრობისას კი, 15 გოლიათი ძლია საოცარი სიმამაცით"

/ნინო ტარყაშვილი, "ქართველ მეფეთა ცხოვრება", გვ.11/

"წერილობითი წყაროების მიხედვით, სვეტიცხოველში პირველი დაიმარხა წმინდა მეფე ვახტანგ გორგასალი. "მოკვდა ვახტანგ და დაეფლა მცხეთას, საკათალიკოსოსა ეკლესიასა შინა სვეტსა თანა (პატრიარქის საყდრის გვერდით, სვეტის ახლოს - აზუსტებს ნატროშვილი), რომელსა შინა არს ღმრთივ აღმართებულსა სვეტისაგან აღპყრობა". საფლავის ქვაზე დახატული ყოფილა მეფე ვახტანგი იმ ზომით, რა სიმაღლისაც იყო. პირვანდელ საფლავის ქვას ჩვენამდე არ მოუღწევია, გადმოცემით მარმარილოს ფილა შაჰ-აბასის ბრძანებით დაუმსხვრევიათ."

/"კარიბჭე" N13, 2006, გვ.31/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
marine   მეფე ვახტანგ გორგასალი   Jun 16 2023, 07:57 PM
marine   "ვახტანგის საომა...   Jun 17 2023, 10:53 AM
marine   "ეგნატე იოსელიან...   Aug 16 2023, 06:37 PM
marine   "ბოლშევიკების მს...   Aug 18 2023, 02:01 PM
marine   "V საუკუნეში, საქა...   Sep 3 2023, 07:52 PM
marine   "წმინდა მეფის შემ...   Nov 7 2023, 06:44 PM
marine   "როგორც მოგეხსენ...   Nov 16 2023, 08:45 PM
marine   წმიდა პეტრე I კათოლ...   Feb 13 2024, 06:03 PM
marine   წმინდა დღე "რამ გ...   Aug 14 2024, 07:51 PM
marine   "თქვენ იცით, წმინ...   May 25 2025, 08:56 PM
marine   "გადმოცემით, სანა...   Jun 15 2025, 09:36 PM
marine   "პირველი დღე დასა...   Aug 23 2025, 12:51 PM
marine   "ძველი ქართული წყ...   Mar 12 2026, 08:41 PM
marine   "ვახტანგ გორგასლ...   Mar 14 2026, 02:34 PM
marine   "აღნიშნულ საკითხ...   Mar 17 2026, 06:09 PM
marine   "წმინდა მოციქული ...   Mar 23 2026, 03:08 PM
marine   სრულიად საქართველ...   Mar 27 2026, 04:31 PM
marine   "ქრისტიანული სამ...   Apr 8 2026, 10:21 AM
marine   "ჯერ კიდევ ვახტან...   Apr 19 2026, 07:49 PM
marine   "ასიოდე წლის წინ ...   Apr 23 2026, 06:30 PM


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 4th May 2026 - 03:25 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი