სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
| marine |
May 17 2023, 04:32 PM
პოსტი
#1
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 63,018 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
წარმოუდგენელია, არსებობდეს ეს განყოფილება და არ იყოს თემა იაკობ გოგებაშვილზე.
"ჩემი და ილიას ღვაწლი რა მოსატანია იმ დიდ ღვაწლთან, რომელიც იაკობ გოგებაშვილს მიუძღვის ქართველი ერის წინაშე - იაკობმა ქართველ ხალხს ქართული ენის სიტკბოება ყურში ჩააწვეთა, ქართველ ხალხს ქართული ენა შეაყვარა, განა ეს პატარა საქმეა?! იაკობ გოგებაშვილი ღირსია, რომ ქართველმა ხალხმა სიცოცხლეშივე დაუდგას ძეგლი", - წერდა აკაკი." -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
![]() ![]() |
| marine |
Jun 17 2023, 01:38 PM
პოსტი
#2
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 63,018 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
" - თქვენ იაკობ გოგებაშვილის საზოგადოების თავმჯდომარე და "დედაენის" რედაქტორი ბრძანდებით. სასიამოვნო ფაქტია, რომ გოგებაშვილის "დედაენა" შარშან, საუკუნის შემდეგ, სკოლას დაუბრუნდა. თუ შეიძლება, გვესაუბრეთ ამ საკითხზე.
- "დედაენა" გოგებაშვილის საავტორო სიტყვაა. მანამდე ქართულ საანბანე წიგნს მსგავსი სახელი არ ჰქონია. "აი ია" არის იაკობ გოგებაშვილის ანბანის სწავლების მეთოდის უმთავრესი მიგნება. შეიძლება ითქვას, ეს ქართული კულტურის ისტორიაში უდიდესი აღმოჩენაა. "დედაენა" გამოსვლისთანავე შეუცვლელ სახელმძღვანელოდ იქცა ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში. გოგებაშვილი მსოფლიო პედაგოგიკის გამორჩეულ მოღვაწედ შეიძლება ჩაითვალოს. ამის ერთ-ერთი დამადასტურებელი ფაქტია ის, რომ 1960 წელს ვენესუელის ქალაქ კარაკასში მსოფლიო საანბანო წიგნების საერთაშორისო გამოფენაზე გოგებაშვილის "დედაენამ" პირველი ადგილი და გრანპრი აიღო. ეს გახლავთ უდიდესი გამარჯვება და საანბანო წიგნის გოგებაშვილისეული შედგენის მეთოდის მსოფლიოს მასშტაბით აღიარება. "დედაენის" სკოლაში დაბრუნებისთვის ჩვენმა საზოგადოებამ 2005 წლიდან დაიწყო ბრძოლა. ჩვენ ოფიციალურად მივმართეთ მაშინდელ ექსპერტებს (სულხან-საბას უნივერსიტეტის დაწყებითი პედაგოგიკის კათედრას, პედაგოგთა დახელოვნების ინსტიტუტს) შეკითხვით, პასუხობდა თუ არა იაკობ გოგებაშვილი დღევანდელობას. მათი პასუხი მტკიცედ დადებითი იყო, გვითხრეს, რომ არათუ პასუხობდა, უსწრებდა კიდეც დღევანდელ ეპოქას. ამით წახალისებულებმა, განვაგრძეთ ბრძოლა დედაენისთვის, მაგრამ 2012 წლამდე ვერანაირ შედეგს ვერ მივაღწიეთ. 2013 წლის მარტში "დედაენას" მიენიჭა არამატერიალური კულტურის მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი. 2014 წლის 14 აპრილს კი განესაზღვრა ეროვნული მნიშვნელობის კატეგორია. სამწუხაროდ, როგორც თავის სიცოცხლეში, იაკობ გოგებაშვილს დღესაც ჰყავს არაკეთილმოსურნენი და მოწინააღმდეგეები. როგორც თავად იაკობი იტყოდა, "კუჭისა და სახსრის მოტრფიალე მოქალაქეები". გასაოცარია, მაგრამ ასეთი უნიკალური ეროვნული განძის სკოლაში დაბრუნება მხოლოდ საკანონმდებლო დონეზე - პარლამენტის ბრძანებით გახდა შესაძლებელი. საბედნიეროდ, 2019 წელს იაკობ გოგებაშვილის "დედაენა" თავისივე ავტორის სახელით 100 წლის შემდეგ დაუბრუნდა ქართულ სკოლას". -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine "მომავლის გადია" - იაკობ გოგებაშვილი May 17 2023, 04:32 PM
marine "მართალია, სიცოცხ... May 18 2023, 08:02 PM
marine "ავტორის სიცოცხლ... May 18 2023, 08:51 PM
marine "ილიას მიერ ჩამოყ... May 20 2023, 08:18 PM
marine დედა ენის ყვავილი
... May 21 2023, 08:32 PM
marine "სიმართლის სიყვა... May 21 2023, 08:51 PM
marine "იაკობის იუბილე ა... May 27 2023, 02:23 PM
marine "განსაკუთრებული... Jul 21 2023, 05:35 PM
marine "იაკობ გოგებაშვი... Jul 21 2023, 06:18 PM
marine "იაკობ გოგებაშვი... Jul 23 2023, 06:47 PM![]() ![]() |
| მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 2nd November 2025 - 03:14 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი