კიბე(ანუ კლემაქსი), იოანე სინელი |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
კიბე(ანუ კლემაქსი), იოანე სინელი |
დავით ივერიელი |
Nov 21 2006, 12:21 AM
პოსტი
#1
|
Illuminatus ჯგუფი: Members პოსტები: 1,988 რეგისტრ.: 27-July 06 მდებარ.: L.o.r.i.e.n. წევრი № 21 |
იოანე სინელის წიგნი "კიბე" ეს არის ჩEმტვის მეორე სახარება და მეორე მოძღვარი... როგორც საკუთარი მოძღვარსი მამხლეს ცოდვაბში და მარცხვენს უფლის წინაშე იგიევს შვრება ეს წიგნიც... მინდა ნაწყვეტები მოვიყვანო აქ რათა გაგიზიაროთ ამ ჭიგნში გადმოცემული სიბრძნე მამა იონესი...
*მორჩილება არის ნების საფლავი და თავმდაბლობის აღდგომა *როცა მოძღვრის განკიტხვის ფიქრები მოდის, გაექეცი, როგორც სიძვას, და ამ გველს არანაირი ადგილი დაუთმო, არამედ უთხარი ვეშაპს:"ჰოი, მაცდურო! მე კი არა ვარ ჩემი წინამძღვრის მსაჯული, არამედ ის არის ჩემი მსაჯული, რადგან მე კი არ მიტვირთავს მისი ტვირთი, არამედ მან იტვირთა - ჩემი. *სიასნული ნათლისღების განმაახლებელია. სინანული არის ღვთის წინაშე ახალი აღთქმის დადება. მონანული ვაჭარი თავმდაბლობას ყიდულობს. *ვინც საკუთარ თავს გლოვობს, ის სხვას არ განიკითხავს არ არც დაცემის გამო განსჯის. *რამდენადაც ცეცხლი წვავს და ანადგურებს ფიჩხს, იმდენად წმინდა ცრემლები, იმდენად წმინდა ცრემლები უჩინარჰყოფს ყოველგვარ სულიერ შხამსა და ვნებას. *არ ენდო ცრემლებს, სანამ სრულიად არ განგწმენდს. ის ღვინო კი არა არის სანდო, რომელიც ეს-ესაა საწნახელიდან მოედინება, არამედ ის, რომელიც უკვე ზველია და არ არის გაფუჭებული. *როგორც სიბნელე უჩინარდება სინათლის გამოჩენისას, ისე უჩინარდება ყოველგვარი შფოთი და გუილსწყრომა თავმდაბლობის გამოჩენისას. *ერთხელ შევესწარი, მავანნი ვიღაცას რომ აძაგებდნენ გავუწყერი მათ და ვუთხარი, შეეწყვიტათ მსგავსი საუბარი. ამ ბოროტის მოქმედებმა კი მიპასუხეს, რომ ასე იმ პიროვნებისადმი სიყვარულისა და ზრუნვის გამო იქცეოდნენ. მე მივუგე:"თავი დაანებეთ ასეთ სისასტიკესა და ავ სიყვარულს, რათა არ გამტყუნდეს წინასწარმეტყველის სიტყვები:"რომელნი იტყუინ იდუმალ მოყვასისა თუისისა ძუირსა, ესე წარვდევნი"(ფსალმ. 100.5) *თუ ის გიყვარს, ილოცე მისთვის და ნუ აძაგებ, რადგან ლოცვით ღმერთი შეეწევა და შეიწყალებს. *განკითხვა მხოლოდშობილი ზის ღირსების მიტაცებაა და სულის დამღუპველია. *მრავლისმეტყველება ტახტრევანია, რომელზეც ზის თავს იწონებს ამპარტვანება. დანარჩენი მომავალში ... -------------------- მერე რა რომ . . .
|
marine |
Jun 18 2023, 07:41 PM
პოსტი
#2
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ღირსი იოანე კიბისაღმწერელი მოსაგრეობისა და ასკეტური აზროვნების ისტორიაში სრულიად გამორჩეული პიროვნებაა. მრავალ ძველ მამასთან ერთად ის იყო ღვთისმოსაობის მაგალითი და გამოცდილი, დიდი ღვაწლის მქონე ადამიანი. მოსაგრეობა გულის სიწმინდისა და ცხონების მოსახვეჭად მისი ცხოვრებისგან განუყოფელი იყო. მან თექვსმეტი წლის ასაკიდან დატოვა სოფელი, მშობლები და ახლობლები და წავიდა სინაის უდაბნოში, სადაც, ისევე როგორც მოსე უძველეს დროში, სინას წმინდა მთამ მიიღო იგი და შემდეგ სულიერ მწვერვალზე აღამაღლა ღმერთთან სასაუბროდ.
"ვის შესწევს ძალი მოგვითხროს და გაგვიცხადოს, თუ როგორ ეწეოდა ის თავის ღვაწლს? - ამბობს მის შესახებ მისი ცხოვრების აღმწერი უძველესი მწერალი. ორმოცი წელი იცხოვრა მან დაყუდებულად, განმარტოებაში. შემდეგ, როგორც სხვათა ხსნის გამოცდილი აღმშენებელი, სინაის დიდი საძმოს ხელმძღვანელად იქნა არჩეული" -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 23rd September 2024 - 04:01 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი