დეპრესია - სევდიანი ადამიანი |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
დეპრესია - სევდიანი ადამიანი |
marine |
Oct 20 2019, 09:41 PM
პოსტი
#1
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"კიდევ ერთი რამ, რაც სევდიან ადამიანს შეიძლება დაეხმაროს, არის შრომა, ცხოვრებისადმი ინტერესი. ბაღი, მცენარეები, ყვავილები, ხეები, აგარაკი, სიარული, ბუნებაში გასეირნება - ყველაფერ ამას ადამიანი უმოქმედო მდგომარეობიდან გამოჰყავს და ახალ ინტერესებს აღუძრავს, რადგან ეს საშუალებები წამალივით მოქმედებს.
ძალიან კარგია, დავკავდეთ ხელოვნებით, მუსიკით და ა.შ. თუმცა ყვველაზე დიდ მნიშვნელობას ეკლესიას, მსახურებებს, წმინდა წერილის შესწავლას ვანიჭებ. ღვთის სიტყვის შესწავლით ადამიანი იკურნება ისე, რომ ვერც კი აცნობიერებს ამას". "განკურნებისთვის საჭიროა, რომ ადამიანმა წადიერებით შეიყვაროს ღმერთი. ბევრმა წმინდანმა ქრისტეს სიყვარულით სევდა სიხარულად გარდაქმნა" /წმ. პორფირი კავსოკალიველი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Jun 22 2023, 05:07 PM
პოსტი
#2
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ეს იყო სემინაირაში სწავლის წლებში (1947-48). "კიბე" ადრეც მქონდა წაკითხული და სწავლამდეც გავცნობოდი მის შინაარს.
ერთხელ აღმოვჩნდი განსაკუთრებული მორალური აშლილობის მდგომარეობაში (ბუნებრივი მიზეზების გამოისობით თუ ეშმაკისგან მოგვრილი განსაცდელის გამო). სულიერმა ძალებმა თითქოს მთლიანად მიმატოვეს. დეპრესიამ, სიძაბუნემ, უძლურებამ მოიცვა მთელი ჩემი არსება. მე, როგორც ამბობენ, საკუთარ თავს აღარ ვეკუთვნოდი. გაკვეთილები საერთოდ არ შემდიოდა თავში; უდიდესი ძალისხმევის ფასად მიჯდებოდა, მეიძულებინა საკუთარი თავისთვის წიგნთან დაჯდომა და, თუ ეს გამომდიოდა კიდეც, მაინც, წაკითხულს ვერ აღვიქვამდი. ეს მტანჯველი-უსიცოცხლო მდგომარეობა, მახსოვს, მინიმუმ სამი დღე გაგრძელდა. ვცდილობდი წიგნების წაკითხვას, რომ ერთგვარი სულიერი წონასწორობა მომეპოვებინა, ეკლესიაშიც ვლოცულობდი და მარტოც, ქუჩაში გამოვდიოდი, რომ სუფთა ჰაერი მესუნთქა - ყველაფერი ამაო იყო, შინაგანი ქაოსი, გარეგნული უძლურება, პირქუში უსიცოცხლობა კვლავ საფლავის ქვასავით მაწვა სულზე. მაგრამ შემდეგ ერთ-ერთმა სემინარიელმა (ახლა ის უკვე მღვდლად მსახურობს მოსკოვის მახლობლად ერთ-ერთ სამრევლოში), თითქოს ზეგარდამო შთაგონებით, მომიტანა მცირე ზომის წიგნი და შემომთავაზა მისი წაკითხვა. ეს იყო "კიბე". განვმარტოვდი და წიგნს ჩავუღრმავდი. და რა მოხდა... სიტყვებს რომ შევავლე თვალი, ნელ-ნელა ვიგრძენი, რომ ჩემს გულში, ამ დრომდე ცოცხალ-მკვდარსა და გაქვავებულში, თითქოს რაღაც ცოცხალი ნაკადი შემოდიოდა. ეს ნაკადი (ღვთის მადლი) თანდათან ავსებდა მას, რომელიც, აქამდე ღატაკი და უმადლო, თითქოს დარბილდა და ცვილივით დადნა, სინანულის, შემუსვრილებისა და განახლების უხვ ცრემლებად გადმოიღვარა. იგი ხელახლა იშვა სიცოცხლისთვის, კვლავ ცოდვის წინააღმდეგ ბრძოლაში ღვაწლისათვის. რა თქმა უნდა, მე შორს ვარ იმ აზრისგან, რომ "კიბეს" ისეთი განსაკუთრებული ძალა მივაწერო, როგორიც, მაგალითად, ღვთის სიტყვას აქვს თავის თავში, მაგრამ მიუხედავად ამისა, უეჭველად მიმაჩნია (როგორც ფიქრობს ასევე ეკლესია), რომ "კიბეში", ისევე როგორც წმინდა მამების სხვა ქმნილებებში, არის მადლი, რომელსაც შეუძლია სულის გათბობა, სინანულამდე მიყვანა და ახალი სიცოცხლისთვის ხელახლა შობა". -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 23rd September 2024 - 02:59 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი