IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> ნეტარი დედა მატრონა მოსკოველი
marine
პოსტი May 13 2022, 12:47 PM
პოსტი #1


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,126
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ერთ ჩემს ნაცნობს (ჩემი ძველი ხელმძღვანელი ნატალია ვ.) მანქანა დაეჯახა. მან თეძო მოიტეხა. როცა ეს გავიგე, დავღონდი და იმ ქალს, ვინც ეს მაცნობა, ვუთხარით: "თქვენ წადით და მოინახულეთ ის, მე კი ეკლესიაში ვილოცებ და მატრონასთანაც მივალ". ასეც მოვიქეცით. ოპერაციის დღეს სერაფიმე საროველის ნაწილთა აღმოყვანების დღესასწაულზე - 1 აგვისტოს მე გადავეცი მოსახსენებელი ნატალიას გამოჯანმრთელებისთვის, ვილოცე სერაფიმე საროველის წინაშე და შემდეგ მატრონას საფლავზე მივედი. მე მთელი გულით ვწუხდი ამ ქალის გამო და ვთხოვე, მატრონას ელოცა, რომ ოპერაციას შედეგიანად ჩაევლო. შემდეგ დამირეკეს და მითხრეს, რომ ოპერაცია მეტად ადვილად და სრულიად უსისხლოდ დამთავრდა, თუმცა ჭრილობა მეტად დიდი იყო - ბარძაყიდან მუხლამდე. ექიმები გაოგნებულები იყვნენ. ოპერაციის შემდეგ ექიმები და მოწყალების დები პალატაში შევიდნენ. ის არანაირ ტკივილს არ გრძნობდა, იწვა და იღიმებოდა: "ვინ ილოცა ჩემთვის, რომ ასე კარგად და მსუბუქად ვარ?.." როცა ეს მოვისმინე, სიხარულით ავტირდი და ვთქვი: "ეს მატრონა ლოცულობდა მისთვის". კანდელი ავანთე და მაშინათვე სამადლობელი წარმოვთქვი მატრონას წინაშე, მისი ლოცვის და შუამდგომლობისთვის, რომლის ღირსიც ჩვენ - ცოდვილები გავხდით".

/ლუბა, მოსკოვი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
marine
პოსტი Jun 27 2023, 06:45 PM
პოსტი #2


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,126
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"2012 წლის 26 ივლისს ჩვენს ოჯახში მოხდა უბედურება... სამსახურიდან დაბრუნებულმა მე აღმოვაჩინე, რომ სახლი გატეხილია. ისმი გათვალისწინებით, რომ ამ ბინაში სულ რაღაც ერთი თვის გადმოსული ვიყავით და იგი დიდი გაჭირვებით ვიყიდეთ, რის ვალებსაც კიდევ ვიხდიდით, ქურდობა ჩვენთვის დიდი განსაცდელი გახდა. ბინაში ყველაფერი თავდაყირა დამხვდა, ყველაფერი გასვრილი, ყველა ხატი დაჯღაბნილი, მაგრამ ჩემდა გასაკვირად, ისინი რატომღაც იყო დაფარული. მოპარული იყო ყველა ფასიანი ნივთი, ისინი ბევრი არ იყო, მაგრამ ჩემთვის ძალიან ძვირფასი, განსაკუთრებით საქორწინო ბეჭედი, რომელიც ქმარმა მაჩუქა, როცა ცოლობა მთხოვა, მოპარული იყო, ასევე ფული, რომელიც კრედიტის დასაფარად გვქონდა შეგროვილი.

როცა ეს ყველაფერი დავინახე, მე ლამის დამბლა დამეცა, მაგრამ მოხდა სასწაული: წმ. მატრონა მოსკოველის წიგნში შენახული ჩემი შეგროვილი ხელფასი იყო ხელუხლებელი, მაგრამ, რატომღაც ის ფული მარაოსავით გაშლილი დამხვდა. ამ ფულმა გადაგვარჩინა შიმშილს. ამ ფულით ოფისის იჯარაც გადავიხადეთ, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რადგან ოფისის გარეშე მუშაობას ვეღარ შევძლებდი. მე დღემდე ვერ გავიგე, რატომ არ მოიპარეს წმ. მატრონას წიგნში შენახული ფული - ეს ჩემთვის ნამდვილი სასწაულია"

/მხევალი ღვთისა ელენა/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 24th May 2024 - 05:34 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი