ვინ არიან ფარისევლები და მწიგნობრები?, ძველი აღთქმიდან დღემდე |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ვინ არიან ფარისევლები და მწიგნობრები?, ძველი აღთქმიდან დღემდე |
დეკ. ირაკლი |
Jun 16 2008, 04:49 PM
პოსტი
#1
|
Member ჯგუფი: მოძღვარი პოსტები: 608 რეგისტრ.: 10-August 07 მდებარ.: Tbilisi წევრი № 2,589 |
ჩემზე განათლებული ხალხი პოსტავს აქ და მათ დაწერონ ძველი აღთქმისეულ ფარისევლებზე და მწიგნობრებზე.
მერე გავარკვიოთ ეს სექტა იყო მხოლოდ თუ ცხოვრების წესი? არიან თუ არა ისინი დღეს? როგორია მათი ადგილი საზოგადოებაში? უფლის წინაშე? დაპოსტეთ შეურაცხყოფების გარეშე. ქრისტესმიერი სიყვარულით: მღვდელი ირაკლი |
შამხაზაი |
Jul 8 2023, 04:51 AM
პოსტი
#2
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 12 რეგისტრ.: 8-July 23 წევრი № 15,376 |
პრუშიმ - ფარისევლები, ქართულენოვან თარგმანში ცოდვას განრიდებულთ ნიშნავს. იყვნენ ლევიანნი მღვდლები, ქონდათ საკუთარი ფრაქცია სანჰედრინ-ში (სინედრიონი) საკუთარი ლიდერით წარმოდგენილი, ვინაიდან სამარიტელი მეფეები ხაშმონიანების დინასტიიდან ქოენ გადოლის -მღვდელმთავრის სტატუსს სადუკეველთა წარმომადგენლებზე ყიდიდნენ ფულის სანაცვლოდ, ფარისეველთა ფრაქცია მიიჩნეოდა მხოლოდ აჰარონის წესით დადგენილ ჭეშმარიტად ლევიტი მღვდლებისაგან შემდგარ სინედრიონად.
სოფერიმ - მწიგნობარნი იყვნენ ის ცადიკიმ (წმინდა ცხოვრების წესით მცხოვრები) მწერლები იუდას, ან ბენიამინის ტომიდან ვინც ზეპირ თორასთან, მიშნა მიდრაშებთან, გემარასთან და თალმუდებთან ერთად ფლობდნენ და იცავდნენ იუდაიზმის საიდუმლო ნაწილის "კაბალას" აღმწერ წიგნებსა და მათში გადმოცემულ საკრალურ ცოდნას. |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 24th September 2024 - 09:56 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი