ცრემლი არის ზეციური მოვლენა |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ცრემლი არის ზეციური მოვლენა |
marine |
Jan 6 2023, 07:08 PM
პოსტი
#1
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"გარეგნულად ცრემლი თითქოს მიწიერი არარაობაა, რაც სინამდვილეში ასე არ არის. გონებით საწვდომ სამყაროში ცრემლი - ეს არის ზეციური მოვლენა.
ამ ცრემლით განიბანება სულის შესამოსელი, რაც გაცილებით სუფთა და სპეტაკი ხდება, ვიდრე სინათლეა. ანუ, როდესაც ვიღაც ცრემლს ღვრის უფლისადმი, მისი გონება ნათდება, აზრი კი ნათლდება სინანულის სინათლით" /უცნობი ათონელი ისიქასტი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Jul 8 2023, 08:08 PM
პოსტი
#2
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"თქვენ ხშირად ტირით, როგორც წინა საუბრიდან და თქვენ მიერ აღწერილი შემთხვევიდან ვასკვნი. ცრემლების მიზეზია: გულის სისუსტე, მეტისმეტად რბილი ხასიათი, სნეულება, მავანნი თავს ძალით იღიზიანებენ სატირლად, არსებობს მადლისმიერი ცრემლებიც.
ცრემლების ღირებულება განისაზღვრება არა თვათაგან დადენილი წყლით, არამედ იმის მიხედვით, თუ რა არის სულში ამ დროს და ამის შემდეგ. რადგანაც არ მომემადლა ცრემლები, არ დავიწყებ მათ განხილვას, მხოლოდ ვხვდები, რომ მადლისმიერი ცრემლები დაკავშირებული გულის მრავალგვარ ცვლილებასთან. მთავარია, ამ დროს გული ღვთის სამსჯავროს ცეცხლში იწვოდეს, ოღონდ ტკვილისა და წვის გარეშე, ლმობიერებით, რომელიც იმედს მოაქვს ცოდვის განმკითხველი და ცოდვილის მწყალობელი გულმოწყალე ღმერთის საყდრიდან. ასევე ფიქრობს, ეს ცრემლები უნდა მოვიდეს შრომის დასასრულ, არა გარეგანი, არამედ გულის განსაწმენდად გაწეული შრომის დასასრულ, როგორც სულის საბოლოო განბანვა თუ გარეცხვა. ასევე, ცრემლები არის არა ერთი საათით, ერთი და ორი დღით, არამედ წლობით. ასევე აბობენ, რომ არსებობს გულის ერთგვარი გოდება უცრემლოდ, რომელიც ისეთივე ღირებული და ძლიერია, როგორიც ცრემლები. უკანასკნელი უმჯობესია სხვებთან ერთად მცხოვრებთათვის, რათა მისი ცრემლები სხვებმა ვერ დაინახონ. ყველაფერს კი ყველას მაცხოვნებელი უფალი წარმართავს!" /წმ. თეოფანე დაყუდებული/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 25th September 2024 - 07:56 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი