წმინდა ნიკოლოზი და მისი სასწაულები |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
წმინდა ნიკოლოზი და მისი სასწაულები |
marine |
Aug 15 2018, 06:48 PM
პოსტი
#81
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"დიაკვანმა სპირიდონმა სოფელ კაპუჩოდან (ლუმუმბაშის რაიონი, კატანგის პროვინცია, კონგო) მოგვითხრო: "ეს მოხდა 1998 წელს. ჩვენს სოფელში წმინდა ნიკოლოზ სასწაულთმოქმედის ხატი მივაბრძანე და ეზოში აღვმართე. იმ დღეს გარეთ არ გამოვსულვარ. ერთი ქალი სხვებთან ერთად მინდვრისკენ გაემართა სამუშაოდ.
ხატი რომ დაინახა, დაცინვით თქვა: - ეს ვინ არის?! ყაჩაღს ჰგავს! შეხედეთ მის მახინჯ სახეს! სხვებმა, თუმცა მართლმადიდებელი ქრისტიანები არ იყვნენ, უთხრეს: - ნუ შეურაცხყოფ იმ წმინდანს, რომლის ხატიც მოიტანა მამა სპირიდონმაო! მაგრამ არ დაუჯერა და წმინდა ნიკოლოზის ლანძღვა განაგრძო. ღამე ძილში მას ლამაზი სამოსით მოსილი, ჭაღარა ბერიკაცი გამოეცხადა და უსაყვედურა: - რისთვის გამლანძღეო. არ გამილანძღიხარო, - უპასუხა ქალმა. მაშინ წმინდანმა უთხრა: - მე ის ვარ, ვინც შენ გუშინ შეურაცხყავი. ხომ ხედავ, გამოგეცხადე, შენ კი გუშინდელივით უხეშად მექცევიო. ქალი მის წინ მუხლებზე დაეცა: - ჰოი, წმინდანო, მაპატიე, აღარ გაგაბრაზებ! გაფრთხილდი, მეტად აღარ დამცინოო, - უთხრა წმინდანმა და უჩინო შეიქმნა. ქალი მეორე დღეს მამა სპირიდონთან მივიდა და შენდობა სთხოვა." -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Jul 13 2023, 02:38 PM
პოსტი
#82
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"მეორე მსოფლიო ომის დროს სოფელი პლავსკი ოკუპირებულ იქნა ფაშისტების მიერ. იქ ცხოვრობდა ვინმე ვალენტინა ოზერეცოვსკაია.
ერთხელ საღამოს ფაშისტები ქალის სახლში შევარდნენ და მოითხოვეს პროდუქტები, მაგრამ იქ არაფერი იყო. აჰა, არა გაქვთ? შენ სტყუი! - უთხრეს დაუპატიჟებელმა სტუმრებმა. ისინი გავიდნენ ეზოში და დაიწყეს ბაღის გაჩეხვა. დიასახლისის თავლწინ ერთი-მეორის მიყოლებით ვარდებოდნენ მამის მიერ დარგული, საყვარელი ხეები, რომელთა შორის გამორჩეული იყო ძველი ჯიშის ვაშლები. მორჩნენ რა ამ მავნებლობას მათ კვლავ პროდუქტები მოითხოვეს, რაზეც ისევ უარი მიიღეს. მაშინ მოგვეცი ნავთი: იმის გამო რომ არ გვაჭამე, დავწვავთ შენს სახლს. ნავთი დამალული იყო და ქალმა მოიტყუა, რომ არც ნავთი არ ჰქონდა. მაშინ შენ მოგკლავთ... ვალენტინას მამა ადგილობრივი მღვდელი იყო, რომელიც მრავალი წელი მსახურობდა სოფლის ეკლესიაში. იმ დროს ის უკვე გარდაცვლილი იყო, მაგრამ ხატები სახლში კვლავ იყო, თუმცა საიდუმლოდ. განსაკუთრებულად პატივს მიაგებდნენ წმ. ნიკოლოზის ხატს, რომელიც გადმოცემის თანახმად, იყო სასწაულთმოქმედი. ეს ხატი იყო შეფუთული ქსოვილით და მას ეფარებოდა ტანსაცმლის საკიდი. მის გვერდით იდგა ვალენტინა, შიშისგან კანკალებდა, როცა ოთახში შევიდა ორი ფაშიტი ავტომატებით. მან უკან გადადგა ნაბიჯი და ზურგით მიებჯინა ტანსაცმლის საკიდს. მტრებმა დაიწყეს უმისამართოდ სროლა დაახლოებით ნახევარი მეტრის დისტანციიდან. დაიხვრიტა მთელი კედელი, მაგრამ არცერთი ტყვია არ მოხვდა არც დიასახლისს და არც ხატს. მაგრამ ფაშისტები არ დაწყნარდნენ: თავისებურად შეიგინეს, სახლთან თივა დაყარეს, ბენზინი მიასხეს და ცეცხლი მოუკიდეს, მაგრამ არაფრით მოეკიდა! - სწორედ იმ კედელზე, რომლისთვისაც ცეცხლის მოკიდებასაც ცდილობდნენ, ეკიდა წმ. ნიკოლოზის ხატი! აი, ასე გადაარჩინა წმ. ნიკოლოზმა როგორც მღვდლის სახლი, ასევე მისი ქალიშვილიც. ომის შემდგომ ვალენტინამ ეს ხატი იმ ეკლესიას შესწირა, რომელშიც მრავალი წელი მსახურობდა მისი მამა". -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 23rd September 2024 - 07:15 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი