წმ. სერაფიმ საროველი, ჩემი მფარველი |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
წმ. სერაფიმ საროველი, ჩემი მფარველი |
N. R. |
Aug 23 2007, 01:56 PM
პოსტი
#21
|
nino razmadze ჯგუფი: Members პოსტები: 3,150 რეგისტრ.: 1-May 07 მდებარ.: tiflisi :) წევრი № 1,805 |
ძალიან მიყვარს წმინდა სერაფიმ საროველი
მახსოვს პატარა ვიყავი და ერთ-ერთ ტაძარში რომ შევედი თვალში პირველად სერაფიმ საროველოს სათნო და თბილი სახე მომხვდა. არც ვიცოდი რომელი წმინდანი იყო... დანახვისთანავე ძალიან შევიყვარე, ვიყიდე მისი ხატები, დაუჯდომელი და ყოველდღე ვკითხულობდი. ყოველთვის ვგრძნობდი მის განსაკუთრებულ მფარველობას. დიდი ხნის მანძილზე ჩემი განსაკუთრებული სიყვარული მის მიმართ ვერაფრით ამეხსნა, მაგრამ ერთხელაც მისი ცხოვრების შესახებ დიდი წიგნი ვიყიდე და დაბადების თარიღად ამოვიკითხე 1 აგვისტო, ჩემი დაბადების დღე არ ვიცი, შეიძლება ვიღაცისთვის ეს უბრალოდ დამთხვევა იყოს, მაგრამ ჩემთვის მართლაც სასწაული იყო; საქმე იმაში გახლდათ რომ სადაც მისი ცხოვრება წამეკითხა, ყველგან 19 ივლისი ეწერა. დარწმუნებული ვარ ფორუმზე ბევრისთვის საყვარელი წმინდანია -------------------- მგონი რაღაცა ხდებაო..... მარა რა ვიცი, რა ვიცი.......... :D
|
marine |
Jul 13 2023, 07:44 PM
პოსტი
#22
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ავად გაგვიხდა ჩემი ორი წლის შვილიშვილი. ჰქონდა სიცხე, საჭმელზე უარს ამბობდა. მხოლოდ ნაკურთ წყალს სვამდა და მამა სერაფიმეს ორცხობილებს ითხოვდა.
ასე გავიდა ერთი დღე. საღამოს ორცხობილები დამთავრდა, ბავშვი კი სულ მათ ითხოვდა. დილით წავედი ღვთისმსახურებაზე და ეკლესიაში შემხვდა ნაცნობი ქალი. ის დიდი ხნის უნახავი მყავდა. ის იშვიათად ჩამოდის ხოლმე მეზობელი ქალაქიდან. როგორც კი მასთან მივედი, ჩანთიდან პაკეტი ამოვიღო: "აი, შენ საჩუქარი დევეევოდან!" მე გაოცების შეძახილი აღმომხდა: - "მამა სერაფიმეს ორცხობილები". არ დააყოვნა საოცარმა ხუცესმა ბავშვის თხოვნის აღსრულება. მყისიერად გამოგვიგზავნა ისინი ბავშვის განსაკურნებლად" /ოლგა უშაკოვა, ქალაქი კატავ-ივანოვსკი, ჩელიაბნისკის ოლქი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 24th September 2024 - 07:03 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი