სოდომი არ დასჯილა მხოლოდ ჰომოსექსუალიზმისთვის, ლოტის ქმედებაზეც ვისაუბროთ |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
სოდომი არ დასჯილა მხოლოდ ჰომოსექსუალიზმისთვის, ლოტის ქმედებაზეც ვისაუბროთ |
benediqt |
Apr 22 2014, 04:42 PM
პოსტი
#1
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 460 რეგისტრ.: 20-September 07 წევრი № 2,794 |
დღეს ჰომოსექსუალიზმის დასაგმობად და ჰომოსექსუალების სამაგალითოდ დასჯისთვის იხსენებენ სოდომის მაგალითს, თითქოს სოდომი ღმერთმა დასაჯა მხოლოდ იმიტომ რომ ამ ქალაქებში მეტად გავრცელებული იყო ჰომოსექსუალური სექსი
თუმცა ვნახოთ ბიბლიის ციტატა, თუ რისთვის დაისაჯა სოდომი: ეზეკიელ წინასწარმეტყველი 49. აჰა, ეს იყო შენი დის, სოდომის, დანაშაული: ამპარტავნობა, ღორმუცელობა და უდარდელობა მისი და მისი ასულებისა; ღარიბ-ღატაკს ხელს არ უმართავდნენ. 50. გამედიდურდნენ და სისაძაგლის კეთება დაიწყეს ჩემს წინაშე და მეც მოვიცილე ისინი, როცა დავინახე. ანუ მხოლოდ ჰომოსექსუალიზმისთვის არ დასჯილა სოდომი, მიზეზები სხვა უკეთურებანიც ყოფილა, სოციალური უსამართლობა, ამპარტავნება და ა.შ. ძველი აღთქმა დაბადება თავი მეცხრამეტე 1. შევიდა ორი ანგელოზი სოდომში საღამო ხანს, როცა სოდომის კარიბჭესთან იჯდა ლოტი. დაინახა ისინი ლოტმა, წამოუდგა მისაგებებლად და მდაბლად თაყვანისცა. 2. უთხრა: აქეთ მობრძანდით, ჩემო ბატონებო, შემოუხვიეთ თქვენი მორჩილის სახლში. ფეხს დაიბანთ, ღამეს გაათევთ, დილით კი ადრე ადგებით და თქვენს გზაზე წახვალთ. უთხრეს: არა, ქუჩაში გავათევთ ღამეს. 3. არ მოეშვა ლოტი და მათაც შეუხვიეს მის სახლში. გაუმზადა სასმელი ლოტმა, დაუცხო ხმიადები და ჭამეს. 4. ვიდრე დასაძინებლად დაწვებოდნენ, გარს შემოადგნენ სახლს ქალაქის მკვიდრნი, სოდომელი კაცები - ჭაბუკი თუ მოხუცი, მთელი ხალხი მოადგა ყოველის მხრიდან. 5. დაუძახეს ლოტს და უთხრეს: სად არიან ის კაცები, წუხელ რომ გესტუმრნენ? გამოიყვანე ჩვენთან, უნდა შევიცნოთ. 6. გამოვიდა მათთან ლოტი კარის ზღურბლზე და გამოიხურა კარი. 7. უთხრა: ნუ იზამთ ბოროტებას, ძმებო! 8. აჰა, ორი ქალიშვილი მყავს, რომელთაც მამაკაცი არ იციან; მათ გამოგიყვანთ და უყავით, რაც გენებოთ. ოღონდ იმ კაცებს არაფერი ავნოთ, რადგან ჩემს ჭერქვეშ არიან შემოსულნი. 9. უთხრეს: მოშორდი აქედან! კვლავ უთხრეს: მარტოხელა კაცი მდგმურად მოსულხარ აქ და უკვე სამართალს სჯი? ახლა მათზე უარეს საქმეს დაგმართებთ. არ მოეშვნენ ამ კაცს, ლოტს და მიიჭრნენ კარის შესამტვრევად. 10. გამოიწოდეს ხელი სტუმარმა კაცებმა, შინ შეიყვანეს ლოტი და ჩაკეტეს კარი. 11. იმ კაცებს კი, სახლის შესასვლელთან რომ იდგნენ, სიბრმავე მოჰგვარეს დიდიან-პატარიანა და მათ ქანცი გაუწყდათ შესასვლელის ძებნაში. 12. უთხრეს იმ კაცებმა ლოტს: კიდევ ვინა გყავს აქ? სიძე, ვაჟები და ქალიშვილები, ყველა, ვინც კი შენიანია ამ ქალაქში, გაიყვანე ამ ადგილიდან, 13. რადგან უნდა გავანადგუროთ ეს ადგილი, რაკი დიდია მათზე სამდურავი უფლის წინაშე, და მოგვავლინა უფალმა მის გასანადგურებლად. -------------------------------------------------------- "7. უთხრა: ნუ იზამთ ბოროტებას, ძმებო!" "იმ კაცებს არაფერი ავნოთ, რადგან ჩემს ჭერქვეშ არიან შემოსულნი" ამ ფრაზებით როგორც მივხვდი ჩანს ის, რომ ლოტი სტუმარ-მასპინძლობის წესს იცავს და ბოროტებაშიც ის იგულისხმება, რომ "ჩემს ჭერქვეშ არიან შემოსულნი" -ო და არ გმობს ჰომოსექსუალიზმს ანუ არ ამბობს რომ ჰომოსექსუალიზმი ცოდვაა და ამიტომ ნუ იზამთო, არამედ "ჩემს ჭერქვეშ არიან შემოსულნი"-ო -------------------- აცხოვნე,უფალო,ერი შენი,და აკურთხე სამკვიდრებელი შენი,
ძლევაი ჯუარითა ბარბაროზთა ზედა ღმრთივ-დაცულსა ერსა ჩუენსა მოანიჭე და საფარველსა ქუეშე მისსა დაიცევ, რაითა ვიტყოდეთ.უფალო დიდება შენდა! ამინ!!! |
შამხაზაი |
Jul 16 2023, 02:46 AM
პოსტი
#2
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 12 რეგისტრ.: 8-July 23 წევრი № 15,376 |
ვერ დაგეთანხმებით. სოდომი და გომორი გაუკუღმართებული ცხოვრების წესის გამო დაისაჯა. ბიბლიაში ნათლად წერია. უფალი რამდენიმეჯერ ამბობს, რომ მისთვის საძაგელია ჰომოსექსუალიზმი. თქვენ ახალი ფორუმელი ხართ და ამ თემაში გაგვეცანით: http://church.ge/index.php?showtopic=629&st=0 1. თქვენი თანხმობა, ან უარი არაფერს ცვლის 2. ეგ ბიბლიაში კი არა თქვენს ცნობიერებაში "წერია" ნათლად, მაგრამ შეცდომით. 3. თუ გაიხსენებთ სოდომის და კიდევ მიმდებარე ოთხი ქალაქის განადგურების გადაწყვეტილება მანამდე იქნა მიღებული სანამ სოდომელები ანგელოზების შეცნობას მოინდომებდნენ (რის და კიდევ გაუნათლებლობის გამოც დებენ ე.წ თეოლოგები მცდარ დასკვნას, რომ თითქოს ჰომოსექსუალიზმის გამო განადგურდა ზემოთაღნიშნული ქალაქები) და 4. რეალურად თუ გაინტერესებთ რატომ დაისაჯნენ სოდომელები მიზეზი შემდეგია: სოდომში ისევე, როგორც გომორში მოქმედებდა კანონი, რომელიც კრძალავდა უპოვართა დახმარებას, ვინაიდან მათ სწამდათ, რომ უპოვარნი სიღარიბითა და გაჭირვებით მიწიერ სასჯელს იხდიდნენ წინა გილგულიმში (ინკარნაციაში) ჩადენილი ცოდვების გამო. ერთ არცთუისემშვენიერ დღეს სოდომელმა ქალიშვილმა სახელად რევკამ პურის ნატეხი მიაწოდა დავდრომილ მათხოვარს, რის გამოც სოდომის მეფემ ბერაყუჰმა და მისმა ძმამ გომორის მეფემ (გომორშიც იგივე კანონი მოქმედებდა) ბირშაყუჰმა რევკა გააშიშვლეს, ჯერ მაგრად აცემინეს ჯალათს, შემდეგ სოდომის ცენტრში ხის სამარცხვინო ბოძზე ჩამოკიდეს, შიშველ სხეულზე თაფლი წაუსვეს და ფუტკრები მიუსიეს, მიუხედავად იმისა, რომ სულ ცოტა ხნის წინ თავად გახდნენ ანალოგიური მათხოვრები სანამ ავრაჰამ ავინუ მარცხის შედეგად დაკარგულ დოვლათს უკლებლივ დაუბრუნებდა. როდესაც რევკა საშინელი სიკვდილით კვდებოდა ხმა აიმაღლა და დაწყევლა სოდომი და შემოგარენი მიმართა ზეცას სამართლიანი მსჯავრი მოეწია მათ თავზე. აი ეს იყო გამჩენის მძვინვარების თასში ბოლო წვეთი, რომელიც ისედაც დიდხანს უთმენდა შემქმნელის დამვიწყებელ ქამიტებს ურჯულოებას. ლეგენდები "სოდომური ცოდვის" შესახებ გაჩნდა შუა საუკუნეებში სოდომელთა მიერ ანგელოზთა შეცნობის წადილიდან გამომდინარე, მართალია ისინი მრუშობასა და მამათმავლობასაც არ აკლებდნენ, ისედაც აურაცხელ ცოდვებს, მაგრამ მათი მოსპობის მიზეზი სხვა იყო. დღეს ლოს ანჯელესსა და ამსტერდამში უარესი ხდება მამათმავლობის თვალსაზრისით რატომ არ ანადგურებს ამ ორ ქალაქს გამჩენი? რა ვერ ხედავს? თუ დამოკიდებულება შეიცვალა ამ ცოდვისადმი? |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th September 2024 - 07:44 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი