უშვილობის ტვირთი |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
უშვილობის ტვირთი |
marine |
Aug 4 2022, 08:40 PM
პოსტი
#1
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"უფალი ზოგ ოჯახს მრავალ შვილს უვლენს, ზოგს კი არცერთი არ ჰყავს, და ეს, უზენაესი განგებით, იმ მიზეზითა და მიზნით, რომ მათ სხვისი ობოლი გაზარდონ და ამით დაიმკვიდრონ საუკუნო სიცოცხლე. ხშირია შემთხვევები, როცა ქალს ექიმები იმედს გადაუწურავენ და იგი სხვის მიერ გაჩენილ, მიუსაფარ ბავშვს იშვილებს, მრავალმოწყალე ღმერთი კი, ამის წილ, მას შვილიერების კარს უღებს და საკუთარ შვილებსაც აჩენს".
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Jul 25 2023, 07:50 PM
პოსტი
#2
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ქორწინებიდან რვა წელმა განვლო. ამაოდ ელოდნენ გიორგი კ. და მისი მეუღლე არხონდულა ბავშვს. მათი სული ღრმა განუკურნელ სევდას მოეცვა. რა სევდისმომგვრელი ჩანს ცხოვრება, როცა ქალი დედა ვერ ხდება, ბავშვები არ ჰყავს. მწუხარების ჟამს ქმარი ყოველთვის ამხნევებდა ცოლს, ძალას ჰმატებდა. "-მოითმინე, - ეუბნებოდა, - ეს ღვთის ნებაა. ცრემლითა და განცდებით ვერაფერს შეცვლი. ქორწინების მიზანი ხომ მხოლოდ ბავშვების ყოლა არაა. ეს უპირველეს ყოვლისა გზაა სულიერი პოგრესისკენ, ზრდისკენ, ეს მარადისობაში ღმერთთან შეერთებაა".
ქალბატონი არხონდულა განუწყვეტლივ ლოცულობდა. მთელ სულიერ ძალებს ლოცვას ახმარდა. სიყრმიდან აწავლიდა მისი საყვარელი დედა ლოცვას და ყოველთვის ეუბნებოდა, რომ ძლიერი ადამიანები ლოცულობენ და ლოცვა ადამიანს მოთმინებით აჯილდოვებს და იმის ცოდნით რომ ურთულეს ცხოვრებისეულ ბრძოლაში ელოდოს. ბავშვობიდანვე იარებოდა მშობლებთან ერთად წმინდა იოანეს [როსი] ნაწილთა თაყვანისცემისათვის. ახლაც ხშირად მიმართავს წმინდანს: "დიდებულო წმინდანო იოანე, გთხოვ და გევედრები, მიშუამდგომლე ღვთის წინაშე, რათა ღირს-ვიქმნე დედობისა. ვერც ადამიანები და ვერც მეცნიერები აი უკვე რვა წელიწადია, იმედს ვერ მაძლევენ. გულმტკივნეულად ვცხოვრობთ, ბავშვის სიცილ-კისკისის გარეშე. მაგრამ მე, წმინდაო იოანე, ზეციდან შეწევნას დაველოდები. დე უფალმა ბავშვი მომანიჭოს. დე ჩემი გული და სახლი სიხარულითა და ბედნიერებით აღივსოს. უფალზე დავდებ ჩემს სასოებას." დადგა 1979 წლის ზამთარი. თვალცრემლიანი, მუხლმოდრეკილი ღრმავდება იგი ლოცვაში. მაგრამ არაფერი გამოდის. სული აფორიაქებული აქვს. ქვითინი, ყვირილი სურს. კანკელს შეჰყურებს და წმინდა იოანეს ხატს მიმართავს: "- ასეთი რა ჩავიდინე, წმინდაო იოანე, რომ შენ მომიძულე? უფალი რად არ მიგზავნის სიხარულს, წმინდაო იოანე, მითხარი, გძულვარ მე?" შუაღამემ გადაიარა. ვიღაც უცნობი ამოდის სახლის კიბეზე. ცოლ-ქმარმა გაიღვიძა. " - ნურაფერს იტყვი, - ამბობს მეუღლე, - შესაძლოა ვიღაცაა სამსახურიდან. დრო აერია და კანტორის გასაღებისთვის მოვიდა. ხდება ხოლმე. ხმა არ გასცე და წავა". უცნობი კიბეზე ამოვიდა, კარზე დააკაკუნა და თავისით გაიღო. სიბნელეში სინათლე გამოკრთა და წმინდა იოანეს სახე აღიბეჭდა: "- არხონდულა, რომელი ლოცვა აღავლინე ამ ღამით? წმინდანებს არასდროს არავინ სძულთ. ჯერჯერობით ღვთის ნება არ არის, რომ დედა გახდე. კიდევ ორმა წელიწადმა უნდა განვლოს, რომ ამ სიხარულმა მოგინახულოს". სინათლე გაქრა, აღარაფერი ისმოდა. ღვთის შეწევნით ორი წლის შემდეგ ოჯახს სიხარული ეწვია - პირველი, მეორე, მესამე ბავშვი. სახლში ბავშვების ჟღურტული ისმოდა, სიხარულით რომ ავსებდა მშობლების გულს". -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 25th September 2024 - 11:39 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი