კ ი ბ ო |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
კ ი ბ ო |
marine |
Dec 4 2018, 10:14 PM
პოსტი
#1
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"მამა პორფირე კავსოკალიველი ამბობდა: ვმადლობ ღმერთს, რომელმაც ბევრი სნეულება მიბოძა. ხშირად ვეუბნები მას: "ქრისტე ჩემო, შენი სიყვარული უსაზღვროა!" ის, რასაც ვხედავ, სასწაულია. ჩემს სნეულებათა შორის კიბოც არის - ჰიპოფიზის კიბო მაქვს. იქ გაჩენილი სიმსივნე მხედველობის ნერვს აწვება და უკვე ვეღარ ვხედავ.
ტკივილი უფრო და უფრო მძაფრდება, მაგრამ ვლოცულობ, მოთმინებით ავიღე ქრისტეს ჯვარი. ენა გამეზარდა. ადრე ასეთი არ იყო. ესეც კიბოსგანაა, რომელიც თავში მაქვს. რაც დრო გადის, მდგომარეობა უარესდება. ის გაიზრდება და საუბარი გამიჭირდება. ძალზე ძლიერია ეს ტკივილი, ვიტანჯები, მაგრამ ჩემი ავადმყოფობა მშვენიერია. მე მას ვიღებ, როგორც ქრისტეს სიყვარულს. გული მემუსრება და ვმადლობ ღმერთს. ეს ჩემი ცოდვების გამოა. ცოდვილი ვარ და ღმერთი ჩემს განწმენდას ცდილობს. როცა 16 წლის ვიყავი, ღმერთს მძიმე სნეულება ვთხოვე, კიბო, რათა მისი სიყვარულისთვის მეტანჯა და განმედიდებინა იგი ტანჯვისას. დიდხანს ვლოცულობდი ასე. მოძღვარმა მითხრა, ეს ეგოიზმია და ღმერთს ამგვარად არ უნდა აიძულებდეო. ღმერთმა იცის, რაც უნდა გააკეთოს. ამგვარად ლოცვა შევწყვიტე. მაგრამ ღმერთმა არ დაივიწყა ჩემი თხოვნა და ამდენი წლის მერე ამგვარი ქველმოქმედება გამოიჩინა ჩემზე! ღმერთს არ ვთხოვ იმის აღებას, რისი მოცემაც ვთხოვე. მახარებს ის, რაც მაქვს და რომ ჩემი დიდი სიყვარულით ვეზიარები უფლის ვნებებს. ღმერთი აღმზრდის მე, "რამეთუ რომელი უყუარნ უფალსა, სწავლის; და ტანჯის" (ებრაელთა 12,6). ჩემი სნეულება განსაკუთრებული კეთილმოწყალებაა ღვთისა, რომელიც მომიწოდებს, მისი სიყვარულის საიდუმლოში შევიდე და უფლის მადლის დახმარებით ვეცდები, ვუპასუხო ამ სიყვარულს." -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Jul 29 2023, 08:33 PM
პოსტი
#2
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ათენში ონკოლოგიურ საავადმყოფოში ქალი საუკუნის დაავადებას - კიბოს ებრძვის. ავადმყოფობამ გაიმარჯვა. ექიმებმა შვილებს უთხრეს, რომ დედა შინ წაიყვანონ.
"ნუ სტანჯავთ დედას საავადმყოფოში. უიმედო მდგომარეობაა. უმჯობესია სახლში დალიოს სული. ასე უფრო დამშვიდებული იქნებით ისიც და თქვენც". კავალიდან ჩამოსული ხუთი შვილი აცრემლებული ისმენს ექიმების დასკვნას. ისინი დედის გამო ტირიან, იმ ერთადერთ არსებაზე, რომელიც ყოველ ჩვენთაგანს ჰყავს ცხოვრებაში. სწორედ ამ დროს პალატის კარებზე უცნობი ქალი გამოჩნდა. "ეს თქვენი დედაა? - იკითხა მან. ნუ სტირით. ყოველგვარ მეცნიერებასა და მედიცინაზე მაღლა - ღმერთი და მისი წმინდანები არიან. ადამიანურად თქვენ ყველაფერი გააკეთეთ, რაც კი შეგეძლოთ. მე ერთხელ, როგორღაც კუნძულ ევბეაზე ვიყავი წმინდა იოანე როსის ნაწილთა თაყვანისცემისათვის. მისი კანდელიდან მცირეოდენი ზეთი ავიღე ავადმყოფთა საცხებლად, აქ, ჩვენს საავადმყოფოში. თქვენს დედასაც ვსცხებ, იქ კი, იყოს ნება ღვთისა". მართლაც რაოდენ მნიშვნელოვანია მწუხარებაში მყოფისთვის თანაგრძნობის სიტყვები, მხარდაჭერა. უბრალოდაც კი რომ დაჯდე, უთქმელად - ესეც კი ძალებს ჰმატებს ტანჯულს. ქალმა ზეთში დასველებული ბამბა სცხო სნეულს შუბლზე და პალატიდან გავიდა. ღვთიური ძალა უშუალოდაც გადაეცემა და წმინდა საგანთა, წმინდა ნაწილთა, კანდელის ზეთისა და წმინდა წყლის მიერაც. ესაა ეკლესიის რწმენა ქრისტეს მაკურნებელ ძალაში. ამასთან ეგევითარი თავმდაბალი სახე ღვთის ხეთუქმნელი ენერგიის ჩვენს სხეულებში, ჩვენს სნეულებებში გადაცემისა წმინდა მამებთან იწოდება: "უმაღლეს ღვთივსათნო თერაპიად". წმინდა იოანე ოქროპირი წერდა: "ჩვენ ღრმად გვწამს, რომ უღირსნი ვართ, რათა თავად ქრისტე ან ერთი რომელიმე წმინდანთაგანი მოვიდეს ჩვენთან, მაგრამ შესაძლებელია ჩვენზე გადმოვიდეს მადლმოსი მკურნალი ძალა ყველაზე უფრო ხელმისაწვდომი და უბრალო სახით. განა ევქარისტიის საიდუმლოებაში უბრალო პურსა და ღვინოში არ ვჭვრეტთ თავად ქრისტეს?" მაგრამ ჩვენს თემას მივუბრუნდეთ. რამდენიმე ხნის შემდეგ ავდმყოფი გონს მოეგო, თვალები გაახილა და თავისი მტირალი შვილები დაინახა. ხელით ანიშნა, მასთან უფროსი ქალიშვილი დაიხარა. - ასე რად ტირიხართ? - დედა, შენ რამდენიმე დღის განმავლობაში ვერ გვხედავდი და არ შეგეძლო ლაპარაკი. ახლა კი გვეკითხები რატომ ტირიხარო? - იცი, რომ ჩემთან რამდენიმე წუთის წინ რომელიღაც ჯარისკაცი მოვიდა, მითხრა რომ მას იოანე როსი ჰქვია, კანდელის ზეთში ამოვლებული ბამბით გადამსახა შუბლზე ჯვარი და თქვა: "- სიცოცხლეს დაუბრუნდი". საზარელი, განუკურნებელი სნეულების ბრჭყალებში მოქცეული დედაკაცი განიკურნა და ცხოვრობს დღემდე თავის შვილებთან და შვილიშვილებთან ერთად ღვთის სადიდებლად". -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 05:12 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი