კ ი ბ ო |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
კ ი ბ ო |
marine |
Dec 4 2018, 10:14 PM
პოსტი
#21
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"მამა პორფირე კავსოკალიველი ამბობდა: ვმადლობ ღმერთს, რომელმაც ბევრი სნეულება მიბოძა. ხშირად ვეუბნები მას: "ქრისტე ჩემო, შენი სიყვარული უსაზღვროა!" ის, რასაც ვხედავ, სასწაულია. ჩემს სნეულებათა შორის კიბოც არის - ჰიპოფიზის კიბო მაქვს. იქ გაჩენილი სიმსივნე მხედველობის ნერვს აწვება და უკვე ვეღარ ვხედავ.
ტკივილი უფრო და უფრო მძაფრდება, მაგრამ ვლოცულობ, მოთმინებით ავიღე ქრისტეს ჯვარი. ენა გამეზარდა. ადრე ასეთი არ იყო. ესეც კიბოსგანაა, რომელიც თავში მაქვს. რაც დრო გადის, მდგომარეობა უარესდება. ის გაიზრდება და საუბარი გამიჭირდება. ძალზე ძლიერია ეს ტკივილი, ვიტანჯები, მაგრამ ჩემი ავადმყოფობა მშვენიერია. მე მას ვიღებ, როგორც ქრისტეს სიყვარულს. გული მემუსრება და ვმადლობ ღმერთს. ეს ჩემი ცოდვების გამოა. ცოდვილი ვარ და ღმერთი ჩემს განწმენდას ცდილობს. როცა 16 წლის ვიყავი, ღმერთს მძიმე სნეულება ვთხოვე, კიბო, რათა მისი სიყვარულისთვის მეტანჯა და განმედიდებინა იგი ტანჯვისას. დიდხანს ვლოცულობდი ასე. მოძღვარმა მითხრა, ეს ეგოიზმია და ღმერთს ამგვარად არ უნდა აიძულებდეო. ღმერთმა იცის, რაც უნდა გააკეთოს. ამგვარად ლოცვა შევწყვიტე. მაგრამ ღმერთმა არ დაივიწყა ჩემი თხოვნა და ამდენი წლის მერე ამგვარი ქველმოქმედება გამოიჩინა ჩემზე! ღმერთს არ ვთხოვ იმის აღებას, რისი მოცემაც ვთხოვე. მახარებს ის, რაც მაქვს და რომ ჩემი დიდი სიყვარულით ვეზიარები უფლის ვნებებს. ღმერთი აღმზრდის მე, "რამეთუ რომელი უყუარნ უფალსა, სწავლის; და ტანჯის" (ებრაელთა 12,6). ჩემი სნეულება განსაკუთრებული კეთილმოწყალებაა ღვთისა, რომელიც მომიწოდებს, მისი სიყვარულის საიდუმლოში შევიდე და უფლის მადლის დახმარებით ვეცდები, ვუპასუხო ამ სიყვარულს." -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Jul 30 2023, 07:53 PM
პოსტი
#22
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ათენში ცნობილმა ინჟინერ-მშენებელმა, გაიარა რა არაერთი გამოკვლევა, საბოლოოდ ხელში ამგვარ დიგნოზს იღებს ექიმებისგან: თავის ძლიერი ტკივილები აიხსნება თავის ტვინის ავთვისებიანი სიმსივნით.
ავადმყოფს ოპერაციას ურჩევენ. შედეგებზე ექიმები მას სრულ სიმართლეს ეუბნებიან დაუფარავად. სნეული უარს ამბობს მათ ქირურგიულ ჩარევაზე, ითმენს რა დიდ ტკივილებს. ამ საუბრიდან რამდენიმე დღის შემდეგ, დილით ადრე, გათენებისას, ავადმყოფის ბინაში ზარის ხმა ისმის. " - ბიძია, შენ ხარ? - გაისმა თორმეტი წლის ძმისწული გოგონას ხმა. - მაპატიე, რომ ასე ნაადრევად გირეკავ, მაგრამ მე ესესაა გავიღვიძე, შენზე სიზმარი ვნახე. მაღალმა, ქერათმიანმა ახალგაზრდამ მითხრა: " - გოგონა, მე წმინდა იოანე როსი ვარ. ბიძაშენი დათანხმდეს ოპერაციაზე. მე დავეხმარები ქირურგს, ბიძაშენს არაფერი დაემართება". - აი ძია, არც იფიქრო წმინდანისთვის უარის თქმა". ასე და ამგვარად, ავადმყოფი დათანხმდა ოპერაციაზე, მას სიმსივნე ამოჰკვეთეს. როგორ უბრწყინავდა ყველას სახე, ვინც ტაძარში თავად ინჟინერთან და მის ძმისწულთან ერთად მოვიდა. თავი ჯერაც შეხვეული ჰქონდა. " - ექიმებს ჯერ არ მოუციათ სახლიდან გამოსვლის უფლება. მაგრამ მე მაინც მოვედი. სხვაგვარად არ შემეძლო. მთელი გულით უნდა შევწირო მადლობა ამ წმინდა საკვირველთმოქმედს, რომელიც ყოველგან და ყოველთვის მოვალს შესაწევნელად". -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 25th September 2024 - 02:49 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი